გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.09.2018
საქმის ნომერი
210310018002626809
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002626809

საქმე №3/85-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელეები: მ----------–----ე

ნ---------------–---–ი

წარმომადგენელი : დ-------------–---–ი

მოპასუხე (–----------–--------------------–---------–---------–-------------------------–----–--------------------------------------------–-–---------------------------------------------–------------–---

წარმომადგენელი: ვ---------------–-–---–ი

 

დაინტერესებული პირი: (მსხვერპლი): მ--------–---ძე

 

დავის საგანი: №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–---------------------------------------------–------------–---ს მიერ 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ მ----------–----ე და მ--------–---ძე თანასაკუთრების უფლებით ფლობენ უძრავ ქონებას, მდებარე საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი. იგივე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან მ--------–---ძის სხვა შვილებიც თ----------–---ძე და მ-----------–---–ი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–---------------------------------------------–------------–---ს მიერ 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული იქნა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები მ----------–----ის და მისი შვილის ნ---------------–---–ის მიმართ. ორდერში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მ--------–---ძეზე, აღნიშნული განმარტება გაკეთებულია მხოლოდ მ--------–---ძის განცხადებით, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს არც კი გადაუმოწმებიათ სხვა პირებთან. მოსარჩელეებმა პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ ფაქტი გადაემოწმებინათ სხა პირებთან, რომლებიც მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმ გარემოების შესახებ, რომ ყოველდღიური სიტყვიერი შეურაცხყოფა მომდინარეობდა თავად მ--------–---ძისიგან და შემაკავებელი ორდერი შეედგინათ ისე. მ--------–---ძე ცდილობს მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან გააძეოს და სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე გახდეს. მ--------–---ძე ცდილობდა კანონის გვერდის ავლით სახლის გაფორმებას საკუთრების აღიარების კომისიაში და მხოლოდ მათი ინფორმაციის მიწოების შემდეგ კომისიამ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა მ--------–---ძეს. ამის შემდეგ მ--------–---ძე გამუდმებით დევნით და ავიწროვებთ იმ მიზნით, რომ მოსარჩელეებმა დატოვონ საცხოვრებელი სახლი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოსარჩელეები 20 დღე დარჩნენ უსახლკაროდ, ერთ-ერთი მოსარჩელე ნ---------------–---–ი ამ ხნის განმავლობაში ღამეს ათევს მანქანაში. მოსარჩელეები არანაირ ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას არ აყენებენ მ--------–---ძეს, პირიქით ის ძალადობს მათზე და აუტანელს ხდის თანაცხოვრებას იმ მიზეზით, რომ ისინი გამოაძევოს სახლიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–---------------------------------------------–------------–---ს მიერ, არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი და მათ წარმოადგინეს საქმის მასალები.

 

სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და განმარტა, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს განცხადების საფუძველზე გამოკითხულ იქნა საგარეჯოს რაიონ, ს------–-----------–----–- მცხოვრები მ--------–---ძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილი მ----------–----ე და შვილიშვილი ნ---------------–---–ი, რომლებიც მას აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ სთხოვენ, რომ სახლი, რომელშიც ერთად ცხოვრობენ მათ სახელზე დარეგისტრირებას, რის გამოც ყოველდღიურად აქვთ კამათი. მ--------–---ძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილის და შვილიშვილის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი, მასზედ, რომ დედაშვილმა მას შემდეგში არანაირი სახის შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს. შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–---------------------------------------------–------------–---ს მიერ 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერის ოქმები.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირი მ--------–---ძე არ დაეთანხმა მოსარჩელეების მ----------–----ის და ნ---------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ყოველდღიურად მათი მხრიდან მიერ ადგილი აქვს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათთან ერთად ცხოვრება არის შეუძლებელი, ამ სახლის გაყიდვას ვაპირებ და ყველას თავის წილს მივცემ, მანამდე კი არ მინდა, რომ ისინი ჩემ სახლში ცხოვრობდნენ.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მ--------–---ძე არის მოსარჩელე მ----------–----ის დედა და მოსარჩელე ნ---------------–---–ის ბებია. მ--------–---ძეს და მ----------–----ეს თანასაკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი მდებარე, საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

4.2. მ--------–---ძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, რითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე, საგარეჯოს რაიონი, ს------–------–----ი, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მ--------–---ძეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებით მ--------–---ძეს უარი ეთქვა საგარეჯოს რაიონი, ს------–-----------–----–- მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულება

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–---------------------------------------------–------------–---ს გამომძიებლის მიერ მ--------–---ძის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, მ----------–----ის მიმართ და შემაკავებელი ორდერი N0-----, ნ---------------–---–ის მიმართ.

 

N0----- შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: მ--------–---ძე; მოძალადე: მ----------–----ე, ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადე მ----------–----ეს იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მოძალადეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.09.2018 წლის შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

N0----- შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: მ--------–---ძე; მოძალადე: ნ---------------–---–ი, ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადე მ----------–----ეს იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მოძალადეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.09.2018 წლის შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----------–----ის და ნ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ,, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია" (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან) ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არა თანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

მითითებული კონვენციის 53.1. მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.

 

7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ კანონის 12.4 მუხლის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამ კანონის მე-4 მუხლით განიმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ფსიქოლოგიური ძალადობა - არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას(,, ბ “ ქვეპუნქტი), ხოლო ოჯახის წევრს ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (,, ზ “ ქვეპუნქტი.)

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.1. მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ “ საქართველოს კანონით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება მოსარჩელეთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მ--------–---ძის მიმართ. მოწმე ჯუნა მღვედალაძე-საგინაშვილმა განმარტა, რომ მათი სახლიდან არასოდეს გაუგია ჩხუბის ხმა და მათი კონფლიქტის თაობაზე არაფერი არ იცის. ხოლო მოწმე ნელი ათუაშვილმა განმარტა, რომ იგი არის მ--------–---ძის შვილი და მ----------–----ის და. მისი განმარტებით მისი და და დისშვილი არ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც ფსიქოლოგიურად ძალადობენ მ--------–---ძეზე. პირიქით დედამისს არ უნდა რომ მისი შვილი და შვილიშვილი ცხოვრობდნენ მასთან და აკეთებს ყველაფერს, რომ ისინი იმ სახლიდან წავიდნენ.

 

ამრიგად, სასამარტლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს და საქმე ეხება მხარეთა შორის არსებულ ქონებრივ დავას. ამრიგად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.11. მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით).

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამრიგად, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამარტლო იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელეების მ----------–----ის და ნ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ---------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 06 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- და შემაკავებელი ორდერი N0-----..

 

3.მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 3(სამი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

5.გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე