განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/103-2018
(გამო N 027200616001)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.06.2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლ---- გურამის ძე ბ---–--ე, დაბადებული 1975 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4---------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----––-----------ის ქუჩა N 4-ში
ადვოკატი: მ----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 ლ---- ბ---–--ემ მისი მეუღლის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 მაისს ქ.ქ-----––-----------ის ქ.N4-ში, მეუღლეების: ე------ ბ---–--ის და ლ---- ბ---–--ის საცხოვრებელ სახლში ლ---- ბ---–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, ეკონომიური მდგომარეობის გამო წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე ცემის შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე------ ბ---–--ეს, რის შემდეგ იმავე დღეს ღამის საათებში თეფში ჩაარტყა თავის არეში, რითაც ე------ ბ---–--ეს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ე.ი. ლ---- ბ---–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ლ---- ბ---–--ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: დალი რუსაშვილის, მზია გუდურაშვილის, გურამ ბ---–--ის, ნიკოლოზ ბ---–--ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ ე------ ბ---–--ის გამოკითხვის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის 2016 წლის 15 ივლისის N 980/05/6-4 დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია ლ---- ბ---–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ---- ბ---–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ---- ბ---–--ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- ბ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ ცდილობს ოჯახის აღდგენას და გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ---- ბ---–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის გამოყენებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ბ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ---- ბ---–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ლ---- ბ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
4. გაუქმდეს ლ---- ბ---–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი