განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
130100118002518347
დავის ტიპი
187 1
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-123 ( 130100118002518347)

განაჩენი

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - როზა სამუშია

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----------------------აბადებული 19-- წლის 10 აგვისტოს, პირადი ნომერი 57001005915, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ ხ-–----ში, წ-----------------------–--–------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 21 მაისს, დ------------------მ, რომელიც მართავდა "J--------------------" ფირმის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით I---------, განზრახ, დაჯახებით დააზიანა თ-------------ს კუთვნილი "---------------------" ფირმის ავტომანქანა, რამაც 1 210 (ერთი ათას ორას ათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

ესე იგი, დ------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1. ბრალდებულმა დ------------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ზიანი იყოს მნიშვნელოვანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ექსპერტიზის N109/ს დასკვნის თანახმად, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1--------------------------------–-----------------).

2.4 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს დავით კურტანიძის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დავით კურტანიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: მიხეილ ლალუაშვილის, თ-------------ს, ცირა დიდებულიძის და მიხეილ კურტანიძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N109/ს დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია დავით კურტანიძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ------------------მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ------------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. დავით კურტანიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას. დავით კურტანიძის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული არ არის ნასამართლები, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, დ------------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. გაუქმდეს დავით კურტანიძის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი