განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–----------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- ვ----–ის ძე ჯ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------–----------------------ში
ადვოკატი - ი-----–-------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2011 წლიდან მ---------------ე და თ-------- ჯ-----–---–ი იყვნენ შეყვარებულები, რომლებიც ჯ-----–---–ის უმიზეზო ეჭვიანობისა და მძიმე ხასიათის გამო ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შემდეგ კვლავ რიგდებოდნენ. 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 3 ივლისამდე დროის პერიოდში, თ-------- ჯ-----–---–ი სისტემატურად, მის მიერვე მ---------------ის კუთვნილ „ტოიოტა ვიტცის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით V-------- ფარულად დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობის, ე.წ. „ჯი პი ეს“-ს საშუალებით უკანონოდ უთვალთვალებდა მ---------------ეს, რომელთანაც ასევე ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით. 2018 წლის მაისის თვეში, თ-------- ჯ-----–---–ი მ---------------ეს შეხვდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე: თბილისში, ვ-------------------------ში, სადაც თ--------–---–ი მ---------ეს სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ყელის გამოჭრითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც მ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, თ-------- ჯ-----–---–ი სისტემატურად ხვდებოდა მ---------------ეს სხვადასხვა ადგილას და ცდილობდა მის შეშინებას. 2018 წლის 2 ივლისს, თ-------- ჯ-----–---–ი მისი კუთვნილი ავტომანქანით თბილისში, ქერჩის ქუჩაზე აედევნა მ---------------ეს, რომელიც ასევე მართავდა ავტომანქანას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მოუწოდებდა მანქანის გაჩერებისკენ, თუმცა მ---------------ემ შეძლო თ-------- ჯ-----–---–ისგან თავის დაღწევა. თ-------- ჯ-----–---–ის აღნიშნული ქმედებებით მ---------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, უჭირდა ღამით დაძინება, ასევე ღამის საათებში სახლში არ ანთებდა შუქს, ვინაიდან აღნიშნული არ შეენიშნა თ-------- ჯ-----–---–ს და არ დაერეკა მისთვის, ეშინოდა ქუჩაში მარტო სიარულისა და მუდმივად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. ასევე, მ---------------ე მის კუთვნილ ავტომანქანას აჩერებდა სახლიდან მოშორებით, რათა თ-------- ჯ-----–---–ს არ შეემჩნია იგი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა, დაზარალებულისა და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები; მ---------------ისგან „ჯი პი ეს“ მოწყობილობის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება; კომპიუტერული დისკის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულ თ-------- ჯ-----–---–ის დაკავების ოქმი; თ-------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი და სხვ.) ერთობლიობა თ-------- ჯ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, 6 (ექვსი) თვის ვადით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
თ-------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ თ-------- ჯ-----–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თ-------- ჯ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- „GPS TRACKER” მოწყობილობა (ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- მობილური ტელეფონი “IPHO№E X” (ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია