განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
330100117001995335
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ--ო ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ-------ძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- კ-----–---ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ--- ე-–------ს ძე ც--------ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–--------ში

 

ადვოკატი - ც------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 26 ივლისს, ქ.თბილისი, ზ---------------ში მდებარე ტელეკომპანია „T---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ--- ც--------მა რამდენიმე დარტყმით სცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ზ----- კ--------ს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ.თბილისის ვ--------------ლოს შს სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორმა თ------ ე-–--------–---–მა დაადასტურა 2--- წლის 26 ივლისს შედგენილი პატაკის სისწორე და განმარტა:

 

2--- წლის 26 ივლისს, „T---------–ის“ ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ, ტელეკომპანიის ეზოში დაფიქსირდა ა--------ესა და ზ----------ს შორის ჩხუბის ფაქტი. ვინაიდან ტელეკომპანია მდებარეობს ვ--------------ლოს შს სამმართველოს მე-3 განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე და მომხდარ ფაქტში იკვეთებოდა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მომხდარის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. მისი ინფორმაციით, სს საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაზარალებულად იქნა ცნობილი ზ----- კ--------. მოწმის ჩვენებით, ჩხუბში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს მათი ვინაობა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 26 ივლისს, დათვალიერდა მოწმე ზ----- კ--------ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი პერანგი, რომელსაც წინა მარჯვენა გვერდი აქვს დაზიანებული, კერძოდ, მოხეული აქვს მთელ სიგრძეზე პერანგის ნაწილი. დათვალიერების შემდეგ პერანგი ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით (გამომძიებელი დ----------–---–ი).

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 27 ივლისს, გამომძიებელ კ.კ-------–--ის მიერ, მოწმე პ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი DVD დისკი, სადაც ასახულია 2--- წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „T---------–თან“ მომხდარი ინციდენტი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 27 ივლისს, გამომძიებელ კ.კ-------–--ის მიერ, მოწმე ზ---- თ--------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი DVD დისკი, სადაც ასახულია 2--- წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „T---------–თან“ მომხდარი ინციდენტი, დაფიქსირებული გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ.

 

მოწმე ზ---- თ--------ის ჩვენებით, მუშაობს ტელეკომპანია „T---------–ის“ უსაფრთხოების სამსახურში. 2--- წლის 26 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ზ----- კ-------- და ს-------- ბ------ე. გადაცემის დასრულების შემდეგ, ხსენებული პირები ჩავიდნენ ტელეკომპანიის ეზოში და ხმამაღალი საუბარი დაიწყეს, რის გამოც მივიდა მათთან თხოვნით, რომ დაეტოვებინათ ტელევიზიის ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ს--------მ და ზ-----მა განაგრძეს ჩვეულებრივი საუბარი, შემდეგ კი ისევ დაიძაბა სიტუაცია და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ მივიდა მათთან და ჩაერია. ზ-----ისა და ს--------ს გარდა, სხვა პირებიც იყვნენ, მოულოდნელად ვიღაცამ ხელი კრა ზ----- კ--------ს, ეს უკანასკნელი გაიყვანეს და ცოტათი მოშორდნენ ტერიტორიას, რა დროსაც ზ---- თ--------ე მათ არ გაჰყოლია. მოწმის ჩვენებით, შემდეგ ნახა ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იყო ძიძგილაობა და შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ზ----- კ-------- მისთვის უცნობმა პირმა წააქცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–- ს---–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ზ----- კ--------ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება ქსოვილის განცალკევების სახით წარმოქმნილია გახევით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პირადი შემოწმებით, ზ----- კ--------ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები ნაჭდევების სახით მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ----- კ--------ს 2--- წლის 26 ივლისს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და თავბრუსხვევას, დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქ. ბ--- ც--------ს სასამართლო სამედიცინო შემოქმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- ყ--------–---–მა დაადასტურა ბ--- ც--------ის ბრალდების სს საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, დაათვალიერა ტელეკომპანია „T---------–ის“ სამეთვალყურეო კამერებისა და მოწმე მ---- კ------–--ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები ყველა მოწმის, მათ შორის ბ--- ც--------ის თანდასწრებით, რა დროსაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ----- კ--------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ტელეკომპანიის ეზოში ს-------- ბ------ესა და მის თანმხლებ პირებთან, ზ---- თ--------ის ჩარევით კონფლიქტში მონაწილე პირებმა დატოვეს ეზო და გარეთ გავიდნენ, სადაც კვლავ გაგრძელდა კამათი. კამათის დროს ზ----- კ--------ს მარჯვენა ლოყაში მარცხენა ხელი წაკრა მ-----– ა------–-–---–მა. მათ შორის ჩადგა მ--–---- ვ-----ე და გაიყვანა ზ----- კ-------- მ---–----–-–--ლის ქუჩის აღმართისაკენ. ამ პერიოდში ზ----- კ--------სა და ს-------- ბ------ეს შორის მიმდინარეობს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოულოდნელად მ-----– ა------–-–---–მა ფეხი მოუქნია ზ----- კ--------ს დასარტყმელად, მაგრამ ვერ მოახვედრა. აღნიშნულის შემდეგ, ბ--- ც--------ი მუშტებს უქნევს ზ----- კ--------ს სახის მიმართულებით, ხელებს ავლებს მხრებში, მოიქნევს და ასფალტზე ანარცხებს, რის შედეგადაც ზ-----ი აკეთებს რამდენიმე ბრუნს, შემდეგ დგება და ეცლება კონფლიქტურ სიტუაციას, მ--–---- ვ-----ე მას მიყვება, მ--------–-–---–ი და ბ.ც--------ი კი ბრუნდებიან დაბლა. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა წარმოადგინა ჩხუბის დროს დაზიანებული პერანგი. გამომძიებლის განმარტებით, ყველა მოწმეს დაუნიშნეს სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ზ----- კ--------ს გარდა არცერთს (მათ შორის არც ბ--- ც--------ს) არ აღმოაჩნდა დაზიანების კვალი. მოწმის განმარტებით, ბ--- ც--------ს (რომელსაც ეცვა თეთრი მაისური, წარწერით 14) კონფლიქტში მონაწილე პირთა გაშველება არ უცდია (გაშველებას ცდილობდნენ თავდაპირველად ზ---- თ--------ე და შემდეგ მ--–---- ვ-----ე) და მამამისის მიერ დაზარალებულის მიმართულებით ფეხის მოქნევის დროსაც არ ჩარეულა.

 

დაზარალებულ ზ----- კ--------ს ჩვენებით, 2--- წლის 26 ივლისს, ტელეკომპანია „T---------–ის“ თოქ-შოუში მონაწილეობდა დაძაბულ დისკუსიაში ს-------- ბ------ესთან ერთად. ეთერის დასრულების შემდეგ, ეზოში ჩასულს შეხვდა ნაცნობი და ისაუბრეს დაახლოებით 5 წუთი. ამ დროს მასთან მივიდა ს-------- ბ------ე და დაუწყო საქმის გარჩევა, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. ს--------ს შემოუერთდა 7-10 ადამიანი, მათ შორის ბ--- ც--------იც. დაზარალებულსა და ს--------ს შორის საუბარი იყო დაძაბული, რა დროსაც თანხმლები პირები შესციცინებდნენ ს.ბ------ე და ელოდებოდნენ მის მინიშნებას, თუ რა დავალებას მისცემდა მათ. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ნათელი გახდა, რომ იგეგმებოდა მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება და ვინაიდან მარტო იყო, მოერიდა სიტუაციის დაძაბვას და წავიდა მანქანისაკენ. თუმცა შეწკრებილები მას უკან გაყვნენ, თავს დაესხნენ და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ჩვენებით, ჩხუბში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბ--- ც--------ი და მამამისი, ბ---მ მოქაცა და დააგდო ძირს, აგრეთვე განახორციელა ხელით არაერთჯერადი დარტყმა, ცემა, რა დროსაც დაუზიანდა მუხლი, იდაყვი და თავი, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბრალდებულმა მის მიმართ ძალადობის განხორციელებისას დაუხია პერანგი, რაც შემდეგ დაზარალებულმა წარუდგინდა გამოძიებას. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარი კონფლიქტი გადაიღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა და დღემდე ატვირთულია YOUTUBE-ზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიდეოჩანაწერის ნახვა, რომელშიც ასახულია მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი. დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის 26 ივლისის კონფლიქტი იყო არა ყოფით, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება და ბრალდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი მიზნად უნდა ისახავდეს სამაართლიანობის აღდგენას და პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა შემდეგომშიც არ მოხდეს ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2--- წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში მყოფი დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით) უტყუარად დადგენილია, რომ 2--- წლის 26 ივლისს, ბ--- ც--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ----- კ--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: მართალია, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ტელეკომპანია „ტ---------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი და პ----------------ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ზ----- კ--------ს მიმართ ბ--- ც--------ის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა მოწმეს (მათ შორის დაზარალებულს) უშუალოდ აქვს ნანახი ბ--- ც--------ის მიერ ზ----- კ--------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და იგი დღესაც ხელმისაწვდომია YOUTUBE-ზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ცემის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბ--- ც--------ი ზ----- კ--------ს ხელით მსუბუქად შეეხო მხოლოდ კონფლიქტისაგან მის გასარიდებლად, ამასთან ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში:

 

მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ზ----- კ--------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია არავის და მათ შორის, არც ბ--- ც--------ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია რეალურ თავდასხმას და არც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა. უფრო მეტიც, დადასტურებულია, რომ მარტო მყოფ დაზარალებულთან კონფლიქტში, მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი იყო რამდენიმე აგრესიულად განწყობილი მამაკაცით, მათ შორის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი სპორტსმენით ბ--- ც--------ით, რაც ალოგიკურს ხდის დაცვის ვერსიას ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედების თაობაზე. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ--- ც--------ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა (მაშინ, როდესაც დადგენილია ზ----- კ--------სათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხარისხი) და თუნდაც ზ----- კ--------ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ბ--- ც--------ს ვერ ჩააყენებდა აუციელებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობა - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ მომგერიებლის მოქმედება უნდა იყოს თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება და არ უნდა წარმოადგენდეს პირის დასჯას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- ც--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ--- ც--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2--- წლის 13 დეკემბრის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ--- ც--------ის მიერ ქმედება ჩადენილია 2--- წლის 26 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2--- წლის 13 დეკემბრის ცვლილებებით მოქმედი რედაქცია კი აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბ--- ც--------ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2---წ მოქმედი რედაქცია).

 

დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბ--- ც--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--- ც--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2---წ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ნივთმტკიცება - ზ----- კ--------ს ტანსაცმელი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სს საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი - ტელეკომპანია „T---------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი და პ----------------ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი 2 (ორი) კომპიუტერულ დისკზე (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) დაუბრუნდეს ბრალდების მხარეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ--ო ნ-----ია