განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
330100116001506379
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შუ------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- მ---–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი---- ა-–---------- ძე გ--------ე - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ფ-----------------------------------------–-

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

შპს „პ----------“-ს (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელმა დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა და შპს „ლ-------“-ის (ს/ნ 4--------) და შპს „გ-------“-ს (ს/ნ 2--------) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ი---- გ--------ემ განიზრახა სხვადასხვა პირების სახელზე დაეფუძნებინა ფიქტიური შპს-ები, რომელთა ფაქტობრივ მართვას თავად განახორციელებდა და სწორედ მის ფაქტობრივ გამგებლობაში მყოფი შპს-ების მეშვეობით, მოახდენდა შეძენილი ჯართის ზემოთ ხსენებული საწარმოების სახელზე ფიქტიურად შესყიდვის გზით დაფიქსირებას, რითაც ი---- გ--------ე, როგორც შპს „პ----------“-ს, შპს „ლ-------“-ის და შპს „გ-------“-ს მფლობელი, მის მიერვე დამზადებული, ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, მიიღებდა დღგ-ს უკანონო ჩათვლას, ხოლო მის გამგებლობაში არსებულ, ფიქტიურ ფირმებს კი აღნიშნული დღგ-ს თანხა დავალიანებაში დაერიცხებოდათ.

 

ამ მიზნით, 2015 წლის 14 იანვარს, ს------ ქ----–----მ ი---- გ--------ის მითითებით დააფუძნა შპს ,,გ--------’’ (ს/ნ 4--------). ამასთან, ი---- გ--------ემ გამოიყენა მისი სიმამრის, ინდივიდუალური მეწარმე რ----- გ--–-–---–ის (პ/ნ 1----------) მიერ 2014 წლის 6 აგვისტოს დარეგისტირებული სამეწარმეო სუბიექტი. ასევე ჯ-------ი ჯ---–--ის მიერ 2015 წლის 7 აპრილს დარეგისტრირებული შპს „ჯ---------------–-“ (ს/ნ 4--------). ასევე ლ--------–--ს მიერ 2014 წლის 4 სექტემბერს დარეგისტრირებული შპს ,,გ---’’ (ს/ნ 4--------).

 

აღნიშნულის შემდეგ, 2014-2015 წლებში, უსაბუთოდ შეძენილი ჯართის შპს „პ----------“-ზე, შპს „ლ-------“-ზე და შპს „გ-------“-ზე რეალიზაციის დაფიქსირების მიზნით, ი---- გ--------ემ დაამზადა და გამოიყენა რამდენიმე ათეული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი ზედნადებები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ თითქოსდა სხვადასხვა დროს, შპს „პ----------“-მ, შპს „ლ-------“-მა და შპს „გ-------“-მ სამეწარმეო სუბიექტებისგან - შპს ,,გ--------’’-ისგან, ი/მ „რ----- გ--–-–---–ი“-სგან, შპს „ჯ---------------–-“-სგან და შპს ,,გ---’’-სგან შეიძინეს სხვადასხვა ოდენობის ჯართი, რითაც თავად, როგორც მყიდველმა, დღგ-ს ჩათვლის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შეიმცირა გადასახდელი დღგ-ს თანხა, კერძოდ:

 

ი---- გ--------ემ შპს „გ--------“-ის (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №---------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „გ--------“-მა შპს „ლ-------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ზემოაღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შპს „გ-------- “-ის მიერ შპს „ლ-------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 165 790.39 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 25 290.06 ლარი.

 

მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ი---- გ--------ემ ი/მ „რ----- გ--–-–---–ი“-ს სახელით დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ ი/მ „რ----- გ--–-–---–მა“ შპს „გ-------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ზემოაღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, ი/მ „რ----- გ--–-–---–ი“-ს მიერ შპს „გ-------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 682 257.51 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 104073.16 ლარი.

 

მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ი---- გ--------ემ შპს ,,გ---’’-ს (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „გ---“-მ შპს „გ-------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ი---- გ--------ემ შპს ,,გ---’’-ს (ს/ნ 4--------) სახელით ასევე დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „გ---“-მ შპს „პ----------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ზემოაღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შპს „გ---“-ს მიერ შპს „გ-------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 644 870.95 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 98 370.14 ლარი, ხოლო შპს „გ---“-ს მიერ შპს „პ----------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 296 982.3 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 45 302.39 ლარი.

 

მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ი---- გ--------ემ შპს „ჯ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „ჯ---------------–-“-მ შპს „გ-------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ი---- გ--------ემ შპს „ჯ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) სახელით ასევე დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №---------------------------------------------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „ჯ---------------–-“-მ შპს „ლ-------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ი---- გ--------ემ შპს „ჯ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) სახელით ასევე დაამზადა შემდეგი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერიით ე----, №---------------- და შესაბამისი ელექტრონული ზედნადებები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „ჯ---------------–-“-მ შპს „პ----------“-ს მიჰყიდა სხვადასხვა წონის და ღირებულების ჯართი. ზემოაღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შპს „ჯ---------------–-“-ს მიერ შპს „გ-------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 67 447.76 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 10 288.64 ლარი. შპს „ჯ---------------–-“-ს მიერ შპს „ლ-------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 188 457.97 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 28 747.84 ლარი. შპს „ჯ---------------–-“-ს მიერ შპს „პ----------“-ზე მიწოდებული ჯართის ღირებულებაა 75 633.7 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხაა 11 537.34 ლარი.

 

საერთო ჯამში, ზემოხსენებული ოთხი სამეწარმეო სუბიექტის სახელით, შპს „პ----------“-ზე, შპს „ლ-------“-ზე და შპს „გ-------“-ზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხის ჯამმა შეადგინა 2 121 441 ლარი, ხოლო ზემოაღნიშნული უკანონო ოპერაციის განხორციელების გზით ი---- გ--------ემ მიიღო დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ჯამში 323 609. 57 ლარის ოდენობით.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი

 

მოწმე ლ--- ჩ-----------ის ჩვენებით, 2008 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამმართველოში უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე. მისი უფლება-მოვალეობებიდან ძირითადს წარმოადგენს ელექტრონული ბაზის მონიტორინგი, ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო ზედნადებების მონიტორინგი და მათი შედარება დეკლარაციებთან. 2014–2015 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ „გ--–-–---–ს“ გამოწერილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციებით დასაბეგრი ბრუნვა ნაჩვენები ჰქონდა ნული ლარი. აღნიშნულის გამო 2015 წლის ოქტომბრის თვეში, შედგა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 54232 ლარი და ძირითადი გადასახადი - 108 464 ლარი. მოწმის განმარტებით, ინდ.მეწარმე შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობს ვებ.გვერდის მეშვეობით და აღნიშნული გზით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი.

 

მოწმე პ----- კ-------ს ჩვენებით, კუთვნილი „ს----ას“ ფირმის სატვირთო მანქანით ახდენს ჯართის გადაზიდვას საქართველოს სხვადასხვა რეგ---ნიდან/ქალაქიდან რ-------ამდე, თუმცა არასოდეს განუხორციელებია მსგავსი ტრანსპორტირება თბილისიდან რ-------ში. მოწმის განმარტებით, ი---- გ--------ესთან ჰქონია კონტაქტი საქმიანობიდან გამომდინარე, შპს „გ---სა“ და ლ--------–--ს თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

მოწმე რ----– ა-----–---–ის ჩვენებით, 2013 წლიდან ჯართის ყიდვა-გაყიდვას ახორციელებს შპს „თ---–------–--“-ის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ზ----ში. ხსენებული საწარმო თანამშრომლობდა მხოლოდ შპს „თ---–------–თან“ და შპს „ლ-------“-ის, შპს „გ-------ს“, შპს „პ----------ს“, შპს „გ--------“-ის, შპს „ჯ---------------–-ს“, შპს „გ---ს“, ასევე ინდ.მეწარმე რ----- გ--–-–---–ის, ს------ ქ----–----სა და ლ--------–--ს თაობაზე არაფერი სმენია.

 

მოწმე ნ---- ი-----–---ის ჩვენებით, მუშაობს მ--------–ში, სოფელ ყ-----–----–--ში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში „თ---–------–--“-ში. ხსენებულ პუნქტში ასევე მუშაობენ დ-------- კ--–----------ი, რომელიც მართავს ამწეს და ჯართს ტვირთავს ა/მანქანებზე, ორი მძღოლი - ნ------- თ-----–---–ი და თ---------- კ---–---–ი, პუნქტის ხელმძღვანელები კი არიან ძმები - ი-–-- და რ----– ა-----–---–ები. მოწმის განმარტებით, ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ის“, შპს „გ-------ს“ (აგრეთვე ი---- გ--------ის), შპს „ლ-------“-ის, შპს „ჯ---------------–-სა“ და შპს „პ----------ს“ თაობაზე არაფერი სმენია, ზ/აღნიშნული საწარმოების სახელით შპს „გ-------სთვის“ ჯართი არასოდეს მიუწოდებია. მოწმის ჩვენებით, სასაქონლო ზედნადებებს თავად არ ადგენდა, თუმცა ჯართის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით აწარმოებდა ჟურნალს.

 

მოწმე დ-------- კ--–----------ის ჩვენებით, მუშაობს მ--------–ში, სოფელ ყ-----–----–--ში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში „თ---–------–--“-ში, ამწეს ოპერატორად. პუნქტის ხელმძღვანელები არიან ძმები - ი-–-- და რ----– ა-----–---–ები, ჯართის გადაზიდვას კი ახდენენ მძღოლები - თ---------- კ---–---–ი და ნ------- თ-----–---–ი. მოწმის ჩვენებით, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ის“ და ი---- გ--------ის თაობაზე.

 

მოწმე თ---------- კ---–---–ის ჩვენებით, არის სატვირთო ა/მანქანის მძღოლი და ახორციელებდა ჯართის გადაზიდვას. მოწმის განმარტებით, შპს „გ-------ს“ დავალებით, მას ჯართი გადაზიდული აქვს მხოლოდ მ--------–იდან რ-------ის მიმართულებით, თბილისიდან ჯართის გადაზიდვას კი ადგილი არ ქონია.

 

მოწმე ნ------- თ-----–---–ის ჩვენებით, არის სატვირთო მანქანის მძღოლი და ახორციელებდა ჯართის გადაზიდვას თბილისიდან (ზ----იდან, ა----–იდან და ვ-–-–------იდან) და მ--------–იდან რ-------ის მიმართულებით.

 

მოწმე ე-–---- წ----–-----ს ჩვენებით, 2008 წლიდან არის ინდ.მეწარმე ქ.ფ----–ი და მის საქმიანობას წარმოადგენს ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა. 2014-2015 წლებში მას თანამშრომლობა შესთავაზა ი---- გ--------ემ, კერძოდ, კუთვნილი საწარმოს მეშვეობით ჯართს გადაზიდავდა ქ.რ-------ში, შპს „ჯ--------–ის“ ქარხანაში და დოკუმენტაციას თავად მოაწესრიგებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ არაფერი სმენია შპს „გ-------ს“, ინდ.მეწარმე რ----- გ--–-–---–ის, ინდ.მეწარმე ლ--------–--ს, ს------ ქ----–----ს, შპს „გ--------“-ისა და შპს „ლ-------“-ის თაობაზე და მათთვის ჯართი არასოდეს მიუწოდებია. მოწმის განმარტებით, მას კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ი---- გ--------ესთან, რომელიც თავად ადგენდა ტვირთთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სასაქონლო ზედნადებებს.

 

მოწმე რ----- გ--–-–---–ის ჩვენებით, დარეგისტრირებული იყო ინდ.მეწარმედ, თუმცა საქმიანობას, კერძოდ, ჯართის ყიდვა-გაყიდვას, ყველა სასაქონლო ოპერაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, მინდობილობის საფუძველზე, ახორციელებდა მისი სიძე ი---- გ--------ე.

 

მოწმე ნ-----–ა გ--------ის ჩვენებით, არის ბრალდებულ ი---- გ--------ის დედა. 1997 წლიდან 2010 წლამდე იყო შპს „გ-------ს“ დირექტორი და დამფუძნებელი, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა მშენებლობა და რემონტი. 2014-2015 წლებში ი---- გ--------ემ განაახლა შპს-ს მუშაობა (სადაც ნ-----–ა გ--------ე მოლარის მოვალეობას ასრულებდა), რომლიც დაკავებული იყო ჯართის ყიდვა-გაყიდვით. საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ბუღალტრული თუ სხვა ოპერაციის ამსახველი, აგრეთვე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების გამოწერა ხდებოდა უშუალოდ ი---- გ--------ის მიერ, ელექტრონულად. მოწმის განმარტებით, შპს „გ-------“ მუშაობდა დაახლოებით 2015 წლის მაისის თვემდე, აღნიშნული დროიდან კი ბრალდებულმა იგივე საქმიანობა გააგრძელა კ--- გ--------ის შპს-ს სახელით, სადაც დოკუმენტაციას ასევე უშუალოდ თვითონ აწესრიგებდა.

 

მოწმე ს------ ქ----–----ს ჩვენებით, არის ბრალდებულ ი---- გ--------ის მეზობელი და მეგობარი. დაახლოებით 2015 წლის დასაწყისში, ი---- გ--------ემ შესთავაზა ჯართის ბიზნესში ჩართვა და ამ მიზნით ქ.ფ----–ი საწარმოს შექმნა. მოწმის განმარტებით, შეთანხმებისამებრ, მალევე დააარსა შპს „გ--------“, რომლის დოკუმენტაცია და ბეჭედიც გადასცა ბრალდებულს. სათანადო ცოდნის არქონის გამო, ს------ ქ----–----ს არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაც არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ბოლოს სატელეფონო კომუნიკაცია ი---- გ--------ესთან მას შემდეგ ჰქონდა, რაც საგადასახადო ორგანომ მოსთხოვა დეკლარაციების წარდგენა და დავალიანების დაფარვა, რის შემდეგაც ბრალდებული აღარ გამოჩენილა.

 

მოწმე გ--–- გ------–--ის ჩვენებით, 2014-2015 წლებში, მუშაობდა შ------ის გზატკეცილზე, მეორე კილომეტრზე, ჯართისა და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. მოწმის ჩვენებით, მისგან ჯართის შეძენას ახორციელებდა პ----- ჯ------ე, რომლის მანქანებითაც ჯართის გადაზიდვა ხდებოდა რ-------ში, „ჯ--------–ის“ ქარხანაში. მოწმემ დაადასტურა, რომ არ იცნობს ი---- გ--------ესა და ს------ ქ----–----ს, ასევე არ ფლობს ინფორმაციას შპს „გ--------“-სა და შპს „გ-------ს“ თაობაზე.

 

მოწმე მ--–---- ბ-------ის ჩვენებით, მუშაობდა ს-------–---–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში „ი----------“. ჯართის შესყიდვა ხორციელდებოდა ძირითადად კერძო პირებისაგან, ხოლო ტვირთი იყიდებოდა სხვადასხვა საწარმოებზე. მოწმის განმარტებით, ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა მძღოლი ზ------ გ------ე, გადარიცხვები და ყველა სხვა ოპერაცია ელექტრონულად წარმოებდა ბუღალტრის მეშვეობით. მოწმის ჩვენებით, არ ფლობს ინფორმაციას შპს „გ-------სა“ და ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ის“ თაობაზე.

 

მოწმე ზ------ გ------ის ჩვენებით, 2014-2016 წლამდე სატვირთო ა/მანქანით სახ.ნომრით R------, ახორციელებდა ჯართის გადაზიდვას სხვადასხვა ადგილებიდან ქ.რ-------ში არსებულ ქარხანაში. მოწმის განმარტებით, მას შპს „გ-------სთვის“ გადაზიდვები განხორციელებული აქვს ლ-------ზე, ს-------–---–სა და გ-–----ში მდებარე ჯართის მიმღები პუქნტებიდან. მოწმემ უარყო ბ---------იდან და თ---იდან ჯართის გადაზიდვის ფაქტი, ასევე განმარტა, რომ 6 ტონაზე მეტი ჯართის გადაზიდვა შეუძლებელია მისი ავტომანქანის ტვირთამწეობიდან გამომდინარე.

 

მოწმე დ------------–--ის ჩვენებით, წარსულში ჰყავდა სატვირთო ავტომანქანა „ზ--–ი“ სახ.ნომრით E------- რომლითაც ახორციელებდა მიმღები პუნქტებიდან ჯართის გადაზიდვას რ-------ში არსებულ ქარხანაში. მოწმის განმარტებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიიდან და მ------იდან გადაზიდული აქვს ჯართი რ-------ში შპს „გ-------ს“ სახელით, რ----- გ--–-–---–ს კი არ იცნობს. ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონდა ი---- გ--------ესთან, რომელიც ზედნადებებს წერდა შპს “გ-------ს“ სახელზე და აწესრიგებდა დოკუმენტებს ელექტრონულად.

 

მოწმე გ---რგი ბ---------–--ის ჩვენებით, 2015 წელს კუთვნილი „ს----ას“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით ახორციელებდა ჯართის გადაზიდვას საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან, მაგ: ბ---------იდან, გ-----დან, ბ---------იდან, მათ შორის, შპს „ლ-------“-ისა და შპს „პ----------ს“ სახელით ჯართის შეტანას რ-------ში მდებარე „ჯ--------–ის“ ქარხანაში. მოწმემ უარყო დღის განმავლობაში ორჯერ გადაზიდვის ფაქტები.

 

მოწმე ო---- ჭ------ს ჩვენებით, 2012-2016 წლებში დაკავებული იყო ჯართის ყიდვა-გაყიდვით. მან რამდენჯერმე მიყიდა ჯართი ი---- გ--------ეს, როგორც შპს „გ-------სა“ და შპს „ლ-------“-ის წარმომადგენელს. მოწმის განმარტებით, ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ისა“ და შპს „ჯ---------------–-სთვის“ ჯართი არასოდეს მიუწოდებია.

 

მოწმე დ----- ჩ---------ის ჩვენებით, 2011 წლიდან დაკავებულია შავი და ფერადი ლითონების ვაჭრობით, ჯართის მიმღები პუნქტი კი მდებარეობს ვ-–-–-------ში. ჯართის შეძენა ხდება ძირითადად მოსახლეობისაგან, ხოლო რეალიზაცია - ფირმების მეშვეობით, რ-------ის მეტალურგიულ ქარხანაში. მოწმის ჩვენებით, დაახლოებით სამჯერ აქვს გაყიდული ჯართი შპს „გ-------ზე“, რომელსაც წარმოადგენდა ი---- გ--------ე.

 

მოწმე ჰ---–--- რ-------ის ჩვენებით, მუშაობდა მ------ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მენეჯერის თანამდებობაზე და აწარმოებდა ჟურნალს. მას დაახლოებით 1 წელი ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა ი---- გ--------ესთან, რომელიც წარმოადგენდა შპს „გ-------ს“. ჯართის გაგზავნასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აწარმოებდა უშუალოდ ბრალდებული და თანხასაც ის უხდიდა ჰ.რ-------ეს. მოწმემ განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ის“ თაობაზე.

 

მოწმე ზ---- მ-----–-–---–ის ჩვენებით, 2014-2015 წლებში ძმასთან ერთად ეწეოდა ჯართის შეგროვებას და რეალიზაციას საკუთარი სატვირთო ა/მანქანით. მოწმეს გადაჰქონდა როგორც საკუთარი, ისე სხვისი ჯართი და აბარებდა რ-------ის მეტალურგიულ ქარხანაში, როგორც ფიზიკური პირი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია ინდ.მეწარმე რ----- გ--–-–---–ის, შპს „გ-------ს“, შპს „გ---ს“, შპს „პ----------ს“ თაობაზე და მათთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დოკუმენტებთან შემხებლობა ჰქონდათ თავად ჯართის მესაკუთრეებს.

 

მოწმე დ----- მ------–--ს ჩვენებით, 2015 წელს ჯართის მიმღები პუნქტი ჰქონდა ქ.ზ--------ში, ჯართის რეალიზაციას კი ძირითადად ახდენდა ფ-----ს ქარხანაში. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯართს აწვდიდა ი---- გ--------ეს, რომელიც თავად უგზავნიდა ა/მანქანებს ტრანსპორტირების მიზნით. მოწმის ჩვენებით, მისთვის უცნობია შპს „გ---“, შპს „გ-------“, შპს „პ----------“, შპს „ლ-------“ და შპს „გ--------“, ასევე ლ--------–--, ს------ ქ----–---- და ჯ------- ჯ---–--ე და მათთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე პ----- ჯ------ის ჩვენებით, 2007 წლიდან ჰქონდა ჯართის მიმღები პუნქტი ბ---------ში, სადაც 2015 წლის ბოლომდე ახდენდა შავი ლითონის ჯართის მიღებას. ჯართის გადაზიდვები ხორციელდებოდა მოწმის კუთვნილი ავტომანქანით, რომლის სახ. ნომერი იყო V------, ხოლო შემდეგ შეიცვალა Z-------- ნომრით. მანქანის მძღოლებად მუშაობდნენ პ----- კ------- და გ---რგი ბ---------–--ე. მოწმის ჩვენებით, პუნქტი ჯართის შეძენას ახდენდა საკუთარი ხარჯებით. 2014 წლიდან 2015 წლამდე მოწმე ჯართს აწვდიდა მხოლოდ ერთ საწარმოს, რომელის მესაკუთრეც მისთვის უცნობია, მაგრამ საწარმოს სახლით მას უკავშირდებოდა ი---- გ--------ე და თავად მოწმეც სასაქონლო ზედნადებების გასააქტიურებლად უკავშირდებოდა ბრალდებულს. ვინაიდან ბრალდებულის საწარმო იხდიდა ყველაზე მეტ თანხას, მოწმე უკავშირდებოდა სხვა ჯართის მიმღებ პუნქტებს და სთავაზობდა, რომ ტვირთი მიეწოდებინათ ი---- გ--------ის საწარმოსათვის. ასევე მოწმე ყველა პუნქტს აფრთხილებდა, რომ სასაქონლო ზედნადების გასააქტიურებლად კონტაქტი ჰქონოდათ ბრალდებულთან. ხსენებული პერიოდის განმავლობაში, ჯართის მთლიანი ოდენობა, „ჯ--------–ი“-ს ქარხანაში გადატანილი აქვს ბრალდებულის საწარმოს. მოწმისათვის უცნობია პიროვნებები: ლ--------–-- და ს------ ქ----–----, ყველა გადაზიდვა განხორციელებულია ი---- გ--------ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე კ------- გ--------ის ჩვენებით, არის ბრალდებულ ი---- გ--------ის ძმა. 2015 წლის 22 ივლისს მოწმე დაარეგისტრირა შპს „ლ-------“, რომლის ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი იყო თავად. ვინაიდან შპს-მ ვერ შეძლო ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, შპს „ლ-------“-ს კომერციული საქმიანობა არ განუხორცილებია. საწარმოს დაფუძნებიდან მალევე კ.გ--------ემ ძმას მისცა გენერალური მინდობილობა, რათა მას ეწარმოებინა საქმიანობა, კერძოდ, ბრალდებული ყიდულობდა ჯართს, რომელსაც აბარებდა რ-------ში შპს „ჯ--------–ი“-ს ქარხანაში. გარდა ზემოაღნიშნული საწარმოსი ბრალდებული იგივე საქმიანობას ახორციელებდა შპს „გ-------“-ს სახელით, რა დროსაც მოწმე და დედა ნ-----–ა გ--------ე საერთოდ არ იღებდნენ მონაწილეობას ხსენებულ საქმიანობაში. ხსენებული ორივე საწარმოს www.rs.ge-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა ი---- გ--------ეს და სწორედ იგი ახდენდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერასა და დეკლარაციების წარდგენას. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული მუშაობდა ბუღალტრად სხვადასხვა საწარმოში, მათ შორის „ჯ--------–შიც“, შესაბამისად მას არ გაუჭირდა ხელშეკრულების დადება კომპანიასთან.

 

2016 წლის 3 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნების დათვალიერებით დგინდება, რომ:

საგადასახადო მოთხოვნით №-------- (001-22) ფიქსირდება, რომ შპს „ა-–----“-ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 751 484.74 ლარს.

საგადასახადო მოთხოვნით №S------- (022-22) ფიქსირდება, რომ შპს „გ---“-ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 151 333.9 ლარს.

საგადასახადო მოთხოვნით №S------- (022-22) ფიქსირდება, რომ შპს „გ--------“-ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 22 203 ლარს.

საგადასახადო მოთხოვნით №S------- (022-22) ფიქსირდება, რომ შპს „ჯ---------------–-“-ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 57 249.35 ლარს.

საგადასახადო მოთხოვნით №S------- (040-22) ფიქსირდება, რომ რ----- გ--–-–---–ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 108 464.31 ლარს.

საგადასახადო მოთხოვნით №S------- (022-24) ფიქსირდება, რომ შპს „გ-------“-ზე დარიცხული ძირითადი გადასახადის თანხა შეადგენს 2 283.56 ლარს.

 

2016 წლის 22 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული ამონაწერებით ირკვევა, რომ:

1) შპს „პ----------“-სთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 20.05.2015; რეგისტრაციის თარიღი: 20.05.2015; დირექტორი და 100% წილის მფლობელი ი---- გ--------ე.

2) შპს „გ-------“-სთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია 28.05.2014; რეგისტრაციის თარიღი: 18.11.1998; დირექტორი: ნ-----–ა გ--------ე; წილის მესაკუთრეები: ნ-----–ა გ--------ე - 33.3%, ი---- გ--------ე - 33.3%, კ-------ი გ--------ე - 33.3%, ნ-----–ა გ--------ე (1/3), ი---- გ--------ე (1/3) კ-------ი გ--------ე (1/3) – 1%.

3) შპს „ლ-------“ დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 22.07.2015; რეგისტრაციის თარიღი: 22.07.2015; დირექტორი და 100% წილის მფლობელი კ------- გ--------ე; ელფოსტა: ----------------------.

4) ი/მ „რ----- გ--–-–---–ი“-სთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 06.08.2014; რეგისტრაციის თარიღი: 06.08.2014; ელფოსტა; ----------------------.

5) შპს „გ--------“-ისთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 14.01.2015; რეგისტრაციის თარიღი; 14.01.2015; დირექტორი და 100% წილის მფლობელი ს------ ქ----–----.

6) შპს „ჯ---------------–-“-სთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 07.04.2015; რეგისტრაციის თარიღი: 07.04.2015; დირექტორი და 100% წილის მფლობელი ჯ-------ი ჯ---–--ე.

7) შპს „გ---“-სთან დაკავშირებით არსებული ამონაწერის მომზადების თარიღად მითითებულია: 04.09.2014; რეგისტრაციის თარიღი: 04.09.2014; დირექტორი და 100% წილის მფლობელი ლ--------–--.

 

შპს „პ----------“-ს, შპს „გ-------“-ს, და შპს „ლ-------“-ს მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დათვალიერებით დგინდება, რომ:

· შპს „გ---“-ს (ს/ნ 4--------) მიერ შპს „პ----------“-ზე მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ღირებულებაა 296 982.31 ლარი (დღგ - 45 302.39 ლარი ), ხოლო შპს „გ-------“-ზე - 644 870.95 ლარი (დღგ 98 370.14 ლარი). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის ჯამი შეადენს 143 672.53 ლარს.

· ი/მ რ----- გ--–-–---–ის (ს/ნ 1----------) მიერ შპს „გ-------“-ზე მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ღირებულებაა 682 257.51 ლარი (დღგ - 104 073.16 ლარი)

· შპს „გ-------- „ - ის (ს/ნ 4--------) მიერ შპს „ლ-------“-ზე მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ღირებულებაა 165 790.39 ლარი (დღგ - 25 290.06 ლარი)

· შპს „ჯ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) მიერ შპს „გ-------“-ზე მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ღირებულებაა 67 447.76 ლარი (დღგ 10 288.63 ლარი), შპს „ლ-------“-ზე 188 457.97 ლარი (დღგ - 28 747.84 ლარი) . ხოლო შპს „პ----------“-ზე 75633.7 ლარი (დღგ - 11 537.34 ლარი). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის ჯამი შეადგენს 50 573.82 ლარს.

· აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ფიქსირდება 2 121 441 ლარის ლითონის ჯართის შესყიდვა, რომლის საფუძველზე ხსენებულმა სამმა საწარმომ ჯამში მიიღო 323 609.57 ლარის დღგ-ს ჩათვლა (შპს „პ----------“-მ - 56 839.73 ლარი, შპს „გ-------“-მ 212 731.94 ლარი, შპს „ლ-------“-მა 54 037.90 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ე.წ „O-----”-ის დათვალიერებით დგინდება, რომ საწარმოების: 1) შპს „პ----------“-ს (ს/ნ 4--------); 2) შპს „გ-------“-ს (ს/ნ 2--------); 3) შპს „ლ-------“-ის (ს/ნ 4--------); 4) ი/მ რ----- გ--–-–---–ის (ს/ნ 1----------); 5) შპს“გ--------“-ს (ს/ნ 4--------) 6) შპს „ჯ---------------–-“-ს (ს/ნ 4--------) 7) შპს „გ---“-ს (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებების შექმნა განხორციელებულია ძირითადად ერთიდაიგივე IP მისამართიდან.

 

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ე.წ „O-----”-ში არსებული შედარების აქტების დათვალიერებით დგინდება, რომ საწარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტში უფიქსირდებათ შემდეგი რაოდენობის თანხის გადახდა, კერძოდ : 1) შპს „ჯ---------------–-“ – 0.00 ლარი; 2) ი/მ „რ----- გ--–-–---–ი“ – 1.46 ლარი 3) შპს „გ---“ – 0.71 ლარი; 4) შპს „გ--------“ – 0.00 ლარი ; 5) შპს „პ----------“ – 1.78; 6) შპს „ლ-------“ – 0.89 ლარი; 7 ) შპს „გ-------ს“ გადახდილი აქვს 40 239.28 ლარი, მათ შორის 01.01.2014-დან 01.01.2016-მდე 3964.24 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ე.წ „O-----”-ში დაცული სამართალდარღვევის ოქმებისა და მათ საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის ბრძანებებით დგინდება, რომ:

· საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში №------ სამართალდამრღვევ პირად მითითებულია შპს „გ---“ ( ს/ნ 4--------).

· საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------ში სამართალდამრღვევ პირად მითითებულია შპს „გ--------“ ( ს/ნ 4--------).

· შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №------ით, შპს „გ--------“-ს (ს/ნ 4--------) დაერიცხა ძირითადი გადასახადი ჯამში 22 203 ლარი.

· შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №----3-ით, შპს „გ---“-ს (ს/ნ 4--------) დაერიცხა ძირითადი გადასახადი ჯამში 151 333.90 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ-----------მ დაადასტურა ი---- გ--------ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას. დანაშაულის სპეციფიკა იმაში მდგო----ეობს, რომ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისათვის აუცილებელ ქმედებებს (მაგალითად: ყალბი დოკუმენტის დამზადებას), თან უნდა სდევდეს ამ დოკუმენტის გამოყენების სპეციალური მიზანი ან სახეზე უნდა იყოს მისი გამოყენება. ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება შეიძლება გამოიხატოს დოკუმენტის შესაბამის ვებ.პორტალზე ელექტრონულად შექმნასა და მასში არასწორი მონაცემის შეტანაში, ხოლო გამოყენება - ნებისმიერი პირის (მეწარმე სუბიექტის) სასარგებლოდ მის გამოყენებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით - სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დათვალიერების ოქმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილებითა და მათზე თანდართული მასალებით, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ:

· ი---- გ--------ე არის შპს „პ----------“-ს (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელი, დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, აგრეთვე და შპს „ლ-------“-ის (ს/ნ 4--------) და შპს „გ-------“-ს (ს/ნ 2--------) ფაქტობრივი ხელმძღვანელი;

· ი---- გ--------ის ორგანიზებით, მისი ცალკეული ნათესავებისა და ნაცნობების სახელზე, დაარსდა ფიქტიური საწარმოები: შპს „გ--------“, ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ი“, შპს „ჯ---------------–-“, შპს „გ---“, რომელთა ფაქტობრივ მართვასაც ახორციელებდა ი---- გ--------ე;

· ი---- გ--------ემ, რომელსაც უშუალო წვდომა ჰქონდა შემოსავლების სამსახურის ვებ.პორტალთან, 2014-2015 წლებში დაამზადა გამოყენების მიზნით და გამოიყენა რამდენიმე ათეული, ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტი - ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც მოახდინა ფიქტიურად შექმნილ საწარმოებზე ფიქტიურად შესყიდვის გზით ჯართის დაფიქსირება და შემდეგ აღნიშნული საწარმოების მიერ შპს „პ--------სზე“, შპს „ლ-------“-სა და შპს „გ-------ზე“ ჯართის გაყიდვა;

· ოთხი სამეწარმეო სუბიექტის (შპს „გ--------“, ინდ.მეწარმე „რ----- გ--–-–---–ი“, შპს „ჯ---------------–-“, შპს „გ---“) სახელით, შპს „პ----------“-ზე, შპს „ლ-------“-სა და შპს „გ-------“-ზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხის ჯამმა შეადგინა 2 121 441 ლარი, რითაც ბრალდებულმა მიიღო დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ჯამში 323 609.57 ლარის ოდენობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- გ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი---- გ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ი---- გ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- გ--------ეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი---- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი---- გ--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ი---- გ--------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნ---- ნ-----ია