განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
330100118002596713
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნა-----ა

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა------- ა-–----------ს ძე ა--------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------ში

 

ადვოკატი - მ-----–--------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

შპს „ლ----“-ს დირექტორმა ა------- ა--------მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება და კონტრაფაქციული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა.

აღნიშნული მიზნით იგი იყენებდა ლ------------ის კომპანია „ს-------------------“-ს (S-------------) მფლობელობაში არსებულ, დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანს „R----------ს და ქ. თბილისში, დ-------------------------------ში მდებარე შპს „ლ----“-ს კუთვნილ საწარმოში 2--- წლის ნოემბრიდან 2--- წლის მარტის თვის ჩათვლით აწარმოებდა კონტრაფაქციულ საკონდიტრო ნაწარმს, „მ---- ლ----ს“ სახელწოდებით, რომელიც აღრევამდე მსგავსია ლ------------ის კომპანია „ს-------------------“-ს (S-------------) კუთვნილ „R----------ს ნაწარმისთვის რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან.

 

2--- წლის 06 მარტს, ა------- ა--------მა 1404 ყუთი, საერთო ღირებულებით 5670 ლარის კონტრაფაქციული პროდუქციის რეალ----ცია მოახდინა შპს „ა------ გ-------ე“. აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ლ------------ის კომპანია „ს-------------------“-ს (S-------------).

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მ----წილეობით, განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; დათვალიერების ოქმები თანდართული მასალებით, შპს „ლ----“-ის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ოქმი საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ, სსიპ „ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №--------------------------------- დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ა------- ა--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა------- ა--------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა------- ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალ----ცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები უზრუნველყოფილი იქნება ა------- ა--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შპს „ლ----“-სგან საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საკონდიტრო ნაწარმი „მ---- ლ----“ (M--- L---), დაფასოებული მუყაოს ყუთებში (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 2--- წლის 6 მარტს შპს „ლ----“-სგან ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკონდიტრო ნაწარმი და ნაწარმის შესაფუთი მასალა (ინახება დალუქული სახით, შპს „ლ----“-ის წარმოების ადგილზე, ქ. თბილისი, დ-------------------------------ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 2--- წლის 6 მარტს შპს „ლ----“-სგან ჩხრეკის შედეგად ამოღებული “R-------O“-ს გახსნილი და დახურული ყუთი, დალუქული გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- 2--- წლის 6 მარტს შპს „ლ----“-სგან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 5670 ლარი, დალუქული გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილში (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) დაუბრუნდეს საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს;

- სსიპ „ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- დასკვნაზე თანდართული: „R----------ს შეფუთვა შიგთავსით და „M--- L---”-ს შეფუთვა შიგთავსით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დოკუმენტაცია სასაქონლო ნიშნის შესახებ (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- სსიპ „ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- დასკვნაზე თანდართული: ცარიელი კოლოფები წარწერით „M--- L---”, 6 ყუთი „M--- L---” კანფეტებით, 1 კოლოფი „R--------- კანფეტებით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დოკუმენტაცია სასაქონლო ნიშნების შესახებ (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- სსიპ „ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №0-------- დასკვნაზე თანდართული „M--- L---”-ს შეფუთვა შიგთავსით და მასალები (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნა-----ა