განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
330100114599697
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – მ-----–--------,ბრალდებულების – ნ-----------------------ს, გ------------------------------------------------------------------------------------ის, თ--------------ის და ნ--------–---–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ნ---------–--–---------------–---–ის, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, მ---–----------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

თ----------------------------ის, დაბადებულის - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ჩ------–---–-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ნ----------------------–---–--ის, დაბადებულის - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, თ---------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გ----------------–-----------------ის, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, თ-------------------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - ნუ---------------–---–ს, გ------- მ-----------ს, თ--------------ს და ნ---------–---–---ს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ----–--------- იმყოფებოდა თბილისში, თ----------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცემეს - ნუ---------------–---–მა, გ------- მ-----------მ, თ--------------მა და ნ--------–---–--ემ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ჩადენილი ქმედებისათვის, გ------- მ-----------, თ--------------ი და ნ---------–---–--- 2014 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით, ხოლო ნ----------------------- 2014 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით, მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინათ ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულებმა - ნუ---------------–---–მა, გ------- მ-----------მ, თ--------------მა და ნ---------–---–---მ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულთა აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ----–--------ის სამედიცინო ბარათი, სასამართლოს სასაქონლო ექსპერტიზის №1----ს და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: ნუ---------------–---–მა, გ------- მ-----------მ, თ--------------მა და ნ---------–---–---მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 125 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ნ-----------------------ს, გ------- მ----------ის, თ--------------ის და ნ---------–---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ნუ---------------–---–ს, გ------- მ-----------ს, თ--------------ს და ნ---------–---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - ნუ---------------–---–ს, გ------- მ-----------ს, თ--------------ს და ნ---------–---–---ს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ----------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ნ-----------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. თ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. თ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. ნ---------–---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. ნ---------–---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

7. გ------- მ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

8. გ------- მ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

9. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა და 04 (ოთხი) დაქტილობარათი, რომლებიც ინახება ქ.თბილისის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 01 (ერთ) ცალ დისკზე და ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 01 (ერთ) ცალ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი