განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2018
საქმის ნომერი
340100118002608413
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002608413

N1/188-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

17.09.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი.

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი - ოთარ სამუნაშვილი;

ბრალდებული: ბა----- გა---ძე;

მამის სახელი:ოთ----.

დაბადებული: 04.01.1---–-

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ქ--–----

მცხოვრები:ლაგოდეხის რაიონის სოფელი ქ--–----

ადვოკატი - გე-–- ნუ----–--ლი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

ბა----- გა---ძეს ბრალი ედება მასში, რომ:

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში, ბა----- გა---ძემ, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა და ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს ნა---- ქი----–--ლს, რის შემდეგაც დაახლოებით 04:00 საათზე, სახლის წინ, ქუჩაში, ძლიერად მოუჭირა მკლავებში ხელი, უკბინა მას მხარზე და ხელით სცემა სახის და თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბა----- გა---ძე 2018 წლის 26 ივლისს 11:30 საათზე დააკავეს, ხოლო ჩადენილი ქმედებისთვის, 2018 წლის 26 ივლისს და 2018 წლის 20 აგვისტოს, წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია ჩადენისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ნა---- ქი----–--ლუის, მა---- ქი----–--ლის, მა-- მო-----ძის, ლე-–- მო-----ძის, მა---- ჩა---ძის, ქე------ მო-----ძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა---- ქი----–--ლის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპარტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ძალადობა ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის დაზიანება. ასევე არ უნდა გამოიწვიოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად ითვლება ცოლი.

დაზარალებული ნა---- ქი----–--ლის არის ბა----- გა---ძის ცოლი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ბა----- გა---ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, -ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

1. სასამართლოს ბრალდებულ ბა----- გა---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

2. ბა----- გა---ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნიაა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ბა----- გა---ძის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

ბა----- გა---ძე ადრე არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთან შერიგებულია და ჩადენილს გულრწფელად ინანიებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბა----- გა---ძესთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის მიმართ გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც მიზანშეწონილია ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბა----- გა---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. ბა----- გა---ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ლე---- თუ----–--ლს (პ/ნ 1----------) სრულად დაუბრუნდეს ბა----- გა---ძის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად 2018 წლის 27 ივლისს გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი ლარი) ლარი, სისხლის სამართლის საქმე N030260718001, სალაროს შემოსავლის ორდერი - 5/18794.

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მხჯავრდებულმა.

 

4. ბა----- გა---ძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 ივლისის 11:30 საათიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე