განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002602786
№1/182-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ბი---- ღო----ის
ადვოკატ - თა---- ჭუ---–---–ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ბი---- ღო----ე
მამის სახელი: შა-----
დაბადებული: 1-----–-–-------------
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი შაქრიანი
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი შაქრიანი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ბი---- ღო----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში მცხოვრები ბი---- ღო----ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბი---- ღო----ე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს - ვა-–------- პე------–-–--ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ბი---- ღო----ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ვა-–------- პე------–-–--ას ტანჯვას. 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 4 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარ საცხოვრებელს სახლში, ბი---- ღო----ემ სცემა მეუღლეს ვა-–------- პერეპელიცინას რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბი---- ღო----ე 2018 წლის 29 ივლისს 08:40 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 30 ივლისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში მცხოვრები ბი---- ღო----ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბი---- ღო----ე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს - ვა-–------- პე------–-–--ას, მიიჩნევდა რომ რადგან ქალია მას არა აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ბი---- ღო----ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ვა-–------- პე------–-–--ას ტანჯვას. 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 4 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარ საცხოვრებელს სახლში, ბი---- ღო----ემ სცემა მეუღლეს ვა-–------- პერეპელიცინას რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ვა-–------- პე------–-–--ას, თა---- ღო----ის, თავად ბრალდებულ ბი---- ღო----ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბი---- ღო----ე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს - ვა-–------- პე------–-–--ას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ბი---- ღო----ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ვა-–------- პე------–-–--ას ტანჯვას. 2018 წლის 29 ივლისს, ბი---- ღო----ემ სცემა მეუღლეს ვა-–------- პერეპელიცინას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს სისტემატური ხასიათი და თუ მან გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბი---- ღო----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბი---- ღო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბი---- ღო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბი---- ღო----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ბი---- ღო----ის მიერ, ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
ბი---- ღო----ის მხრიდან ოჯახში ძალადობრივი ქმედება არ არის პირველი, რამდენადაც მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერიც, სადაც მსხვერპლი მისი შვილი თა---- ღო----ეა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბი---- ღო----ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ბი---- ღო----ეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, გირაოს სრულ გადახდამდე კი შეეფარდა პატიმრობა.
ამავე დღეს, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით, ბი---- ღო----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ჯა-- ბა---–-–---–ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკადასტრო კოდი №5-----------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2483.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი; რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6200 (ექვსი ათას ორასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბი---- ღო----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მსჯავრდებულ ბი---- ღო----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ჯა-- ბა---–-–---–ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკადასტრო კოდი №5-----------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2483.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი; რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6200 (ექვსი ათას ორასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ბი---- ღო----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 ივლისის 08:40 საათიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი