გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №4046-18 წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - გ----------------–---–ი
წარმომადგენელი - ხ-----------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ----------------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის შესაბამისად, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 23 აპრილს საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ გ----------------–---–ის მიმართ, გაიცა დიპლომი T---------- მასზედ, რომ საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2015 წლის 23 აპრილის დიპლომი T---------- - ს/ფ 59.
3.1.2. 2015 წლის 06 აგვისტოს გ----------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ მასზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ----------------–---–ის 2015 წლის 06 აგვისტოს განცხადება - ს/ფ 57-58.
3.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 08 სექტემბრის MES 0------------ გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით რომ ს--–---–------------------ „ვ----ში“ 2007-2008 სასწავლო წლის შემდგომ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 08 სექტემბრის MES 0------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 64-66.
3.1.4. 2015 წლის 23 სექტემბერს შპს ს--–---–------------------მა „ვ----მ“ N07 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარადგინა გ----------------–---–ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანებების, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (ზოგადი განათლების ატესტატი) არსებობის, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, ამასთან, დაადასტურა, რომ გ----------------–---–ი ნამდვილად სწავლობდა შპს ს--–---–------------------ „ვ----ში“ ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2009 წელს. 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით და გაიცა დიპლომი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ წერილი თანდართული მასალებით - ს/ფ 68-93.
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 ნოემბრის MES 3------------ გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ს--–---–------------------ი „ვ----ს“2015 წლის 23 სექტემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადგინდა, რომ გ----------------–---–ი 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2009 წლის 06 ივლისის ოქმით მიენიჭა კვალიფიკაცია. ს--–---–------------------ „ვ----ში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამდენად, N07 კორესპონდენციით წარდგენილი ინფორმაცია არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას, რის გამო გ----------------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 ნოემბრის MES 3------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 94-96.
3.1.6. 2018 წლის 29 მარტს გ----------------–---–მა, განმეორებით, განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ მასზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ----------------–---–ის 2018 წლის 29 მარტის განცხადება - ს/ფ 98-99.
3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 107-108.
3.1.8. 2018 წლის 07 მაისს გ----------------–---–მა, განმეორებით, განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ მასზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
გ----------------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა მისი ჩარიცხვის ბრძანების, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანებების, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების ასლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ----------------–---–ის 2018 წლის 07 მაისის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 110-126.
3.1.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 132-133.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილებით გ----------------–---–ის განცხადების დარჩა განუხილველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს გ----------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ მასზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 08 სექტემბრის MES 0------------ გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით რომ ს--–---–------------------ „ვ----ში“ 2007-2008 სასწავლო წლის შემდგომ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს შპს ს--–---–------------------მა „ვ----მ“ N07 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარადგინა გ----------------–---–ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანებების, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (ზოგადი განათლების ატესტატი) არსებობის, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, ამასთან, დაადასტურა, რომ გ----------------–---–ი ნამდვილად სწავლობდა შპს ს--–---–------------------ „ვ----ში“ ეკონომიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2009 წელს. 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით და გაიცა დიპლომი. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 ნოემბრის MES 3------------ გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ს--–---–------------------ი „ვ----ს“2015 წლის 23 სექტემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადგინდა, რომ გ----------------–---–ი 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2009 წლის 06 ივლისის ოქმით მიენიჭა კვალიფიკაცია. ს--–---–------------------ „ვ----ში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამდენად, N07 კორესპონდენციით წარდგენილი ინფორმაცია არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას, რის გამო გ----------------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 07 მაისს გ----------------–---–მა, განმეორებით, განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ მიერ მასზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. გ----------------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა მისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანებების, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების ასლები.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ იმგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რაც მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 ნოემბრის MES 3------------ გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ს--–---–------------------ი „ვ----ს“ 2015 წლის 23 სექტემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტების (გ----------------–---–ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანებების, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (ზოგადი განათლების ატესტატი) არსებობის, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების) საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადგინდა, რომ გ----------------–---–ი 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2009 წლის 06 ივლისის ოქმით მიენიჭა კვალიფიკაცია. ს--–---–------------------ „ვ----ში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამდენად, N07 კორესპონდენციით წარდგენილი ინფორმაცია არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას, რის გამო გ----------------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი..
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 9------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გ----------------–---–ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გ----------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი