განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002550919
№1/154-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ზა---- მი--------–---–-ს
ადვოკატ - გია ფა------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზა---- მი--------–---–-
მამის სახელი: ალ----------
დაბადებული: 1-----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე----ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე----ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ზა----ი მი--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: ზა---- მი--------–---–-, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის ალ---------- მი--------–---–-ს თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - მა-- მი--------–---–ს, რომელსაც 2018 წლის 19 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად მა-- მი--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზა----ი მი--------–---–- 2018 წლის 19 ივნისს 15:45 საათზე დააკავეს და 2018 წლის 20 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ზა---- მი--------–---–-, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის ალ---------- მი--------–---–-ს თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - მა-- მი--------–---–ს, რომელსაც 2018 წლის 19 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად მა-- მი--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა-- მი--------–---–-ს, ლი- მუ-----–---–ის, ალ---------- მი--------–---–-ს, ბე-- მი--------–---–-ს, ეს-- ჯა--–---–ის, გი------ ნა------–---–ის, თავად ბრალდებულ ზა---- მი--------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა---- მი--------–---–-, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - მა-- მი--------–---–ს, რომელსაც 2018 წლის 19 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად მა-- მი--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, დაზარალებულ მა-- მი--------–---–-ს, ლი- მუ-----–---–ის, ალ---------- მი--------–---–-ს, ბე-- მი--------–---–-ს, ეს-- ჯა--–---–ის, გი------ ნა------–---–ის, თავად ბრალდებულ ზა---- მი--------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ალ---------- მი--------–---–-ს დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა---- მი--------–---–-, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის ალ---------- მი--------–---–-ს თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - მა-- მი--------–---–ს, რომელსაც 2018 წლის 19 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად მა-- მი--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა---- მი--------–---–მა ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზა---- მი--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზა---- მი--------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზა---- მი--------–---–- წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. ზა---- მი--------–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა---- მი--------–---–-ს მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ზა---- მი--------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზა---- მი--------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ზა---- მი--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 19 ივნისის 15:45 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი