განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002599476
N1/242-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
19 სექტემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი----- ი-------ე
ბრალდებული: ვ-–- ჟ---–---–---–ი
მამის სახელი: ბ----------
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ლ--–---------------------------–--ა, კორპ. N9, ბინა N28
მცხოვრები: ქ.თბილისი, ლ--–---------------------------–--ა, კორპ. N9, ბინა N28
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 12 იანვარს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა ვ-–- ჟ---–---–---–ი (ს/ნ 3----------), რომელიც მის სარგებლობაში არსებული „ფორდ- ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანებით ახორციელებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში,შეშის ტრანსპორტირებას კი ავალებდა მის ახლობლებს შ--------------–---–ს, ა-–--------------–---–ს, გ-------------ეს. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში ვ-–- ჟ---–---–---–მა სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. იგი ბუღალტერს აწვდიდა, არასწორ, ზეპირ ინფორმაციას ოპერაციის შინაარსის და განხორციელების თაობაზე და აწერინებდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას. კერძოდ, 2018 წლის 16 იანვარს ი/მ „ვ-–- ჟ---–---–---–მა“ (ს/ნ 3----------) შპს „ს------სგან“ (ს/ნ 4--------) შეიძინა 8 მ3 ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამტერის ხე-ტყე, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------. მასალა, ვ-–- ჟ---–---–---–ს ტრანსპორტირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი გ---------დან უნდა გადაეტანა საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–--ში.
2. 2018 წლის 15 ივნისს ი/მ ვ-–- ჟ---–---–---–მა საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–--დან განახორციელა 2.5 მ3 ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორი) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამტერის ხე-ტყის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მარნეულის რაიონში. ხე-მასალის ტრანსპორტირება კი დაავალა შ--------------–---–ს. ასევე, ხე-მასალის ტრანსპორტირების მიზნით, ვ-–- ჟ---–---–---–მა ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის ელექტრონული N ელ-0--------- ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები დაასრულა 2018 წლის 16 ივნისს, იმის ნიშნად, რომ მან სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ოპერაციის შინაარსში მითითებული მოქმედება - შიდა გადაზიდვა განახორციელა. რეალურად, ვ-–- ჟ---–---–---–ის დავალებით განახორციელდა არა შიდა გადაზიდვის ოპერაცია, არამედ განახორციელა ხე-ტყის ტრანსპორტირება მარნეულის რაიონში, სადაც მოხდა ხე- ტყის რეალიზაცია, საქმეში ოპერატიულად ჩართულ - გ----------------–---–ზე.
3. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 16,17,18,19,21,22,23,24,25,27,28,29,30 ივნისს, ასევე 2018 წლის 01,02,03,04,05,06 ივლისს ი/მ „ვ-–- ჟ---–---–---–მა“ გაწერა 38 ერთეული შიდა გადაზიდვის ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რომლითაც უკვე განხორციელენული ჰქონდა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
4. შესაბამისად, ნათელია, რომ ვ-–- ჟ---–---–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა ინდ/მეწარმის სახელით შეშის ტრანპორტირების და რეალიზაციის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ილია მამამთავრიშვილის, გ----------------–---–ის, შ--------------–---–ის, ა-–--------------–---–ის, გ-------------ის, გ--–--------–----ის, ლ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–- ჟ---–---–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. სასამართლოს ბრალდებულ ვ-–- ჟ---–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
8. ვ-–- ჟ---–---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
10. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ვ-–- ჟ---–---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
11. ვ-–- ჟ---–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
12. ვ-–- ჟ---–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 28 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.
13. ვ-–- ჟ---–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ-–- ჟ---–---–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ ხ--------–--–----–-----ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
14. ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკი, რაც გადმოგზავნილია ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და თან ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
15. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში შესყიდული დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ინახება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--------–ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური