გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5863-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ლ-–--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი
მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეული
წარმომადგენელი - ზ------------ე
დაინტერესებული პირი - ლ----–---–---ე
წარმომადგენლები: რ----------–---–---ე, ვ---------------ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის (პატრულ-ინსპექტორი - ზ------------ე) მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2016 წლის 2 აპრილიდან 2017 წლის 25 დეკემბრამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ლ----–---–---ესთან. ქორწინების პერიოდში, 2017 წლის 6 იანვარს შეეძინათ შვილი - ე-----------------–-–---–ი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ლ----–---–---ესთან.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ლ----–---–---ის ნებართვით ნახულობდა შვილს, კვირაში ორჯერ, ყოველი კვირის სამშაბათ და შაბათ დღეს 2-2 საათით. ვინაიდან, შეხვედრების დრო იყო მცირე, გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსათვის ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის მიზნით, რის შესახებაც უთხრა ლ----–---–---ეს.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ის ჩვეულებისამებრ მივიდა ლ----–---–---ის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 11:55 საათზე, რათა ბავშვი წაეყვანა სახლში ორი საათით. კარი გაუღო ლ----–---–---ის დედამ - მ-------------ემ. აღმოჩნდა, რომ ბავშვი იყო ავად, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა ლ----–---–---ე, რომელმაც მის შეკითხვას არ უპასუხა, ხოლო ბავშვის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მის განმეორებით შეკითხვას უპასუხა აგრესიული ტონით და განუმარტა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. ლ-–--------–-–---–ი აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით დატოვა მისაღები ოთახი (სადაც ლ----–---–---ე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა) და დაახლოებით ორი წუთით გაჩერდა სამზარეულოში, რის შემდეგაც კვლავ დაბრუნდა მისაღებ ოთახში. ამ დროს ლ----–---–---ე მ-------------ეს ეუბნებოდა, რომ ბავშვის საყიდლებზე უნდა გასულიყო. მან ლ----–---–---ეს შესთავაზა დახმარება, თუმცა ლ----–---–---ემ კვლავ აგრესიულად უპასუხა, რომ მას ვერ შეუთანხმებდა ყველაფერს, შეწუხდა და აგრძელებდა საუბარს აგრესიული ტონით. ლ----–---–---ის ქმედებებმა გამოიწვია მისი აღელვება. ამასთან, სამი დღით ადრე მ-------------ემ უამბო, თუ როგორ გადაყლაპა ბავშვმა თმისსამაგრი, ამჟამად კი ავადმყოფი ბავშვი დახვდა სახლში და პასუხს არავინ სცემდა, თუ რა სჭირდა მას. აღნიშნულის გამო, ერთხელ უმისამართოდ შეიგინა და დატოვა ლ----–---–---ის საცხოვრებელი სახლი. სადარბაზოში მყოფს ლ----–---–---ემ უთხრა, რომ სხვა დროს აღარ მისულიყო მასთან სახლში, ხოლო მან უპასუხა, რომ უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავდა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ლ-–--------–-–---–ი განმარტავს, რომ მისი ლ----–---–---ის ბინაში ვიზიტი სულ 5 წუთს გაგრძელდა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი მხრიდან ლ----–---–---ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ უნდა გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი, რადგან იგი გამოცემულია ლ----–---–---ის სიტყვიერი ჩვენების საფუძველზე, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და მისი ახსნა-განმარტების გათვალისწინების გარეშე.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ზ------------ე არ დაეთანხმა ლ-–--------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებული პირის - ლ----–---–---ის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს, არ დაეთანხმნენ ლ-–--------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი შედგენილია ლ-–--------–-–---–ის მიერ ლ----–---–---ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად, ფსიქოლოგიურ ძალადობას კი სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ლ----–---–---ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, ამა წლის 15 სექტემბერს, ქ. თბილისში, დიდი დიღომში მე-3 მკრ/ში, მე-5 კორპუსი, ბინა 70-ში დაახლოებით 11:30 საათზე, მისული იყო მისი ყოფილი მეუღლე ლ-–--------–-–---–ი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციისაგან მოითხოვა ლ-–--------–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის შედგენა.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის - ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემულ იქნა №004017 შემაკავებელი ორდერი მოძალადე ლ-–--------–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ლ----–---–---ე. შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ლ----–---–---ე ცხოვრობს; ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა ლ----–---–---ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ლ----–---–---ე იმყოფება; ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ----–---–---ის 2018 წლის 15 სექტემბრის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ. 34);
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი (იხ.ს.ფ. 26-33).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ-–--------–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უნდა გაუქმეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემულ იქნა №004017 შემაკავებელი ორდერი მოძალადე ლ-–--------–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ლ----–---–---ე. შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ლ----–---–---ე ცხოვრობს; ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა ლ----–---–---ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ლ----–---–---ე იმყოფება; ლ-–--------–-–---–ს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ-–--------–-–---–ის მიერ ლ----–---–---ის მიმართ ძალადობის, კერძოდ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ლ----–---–---ის შეტყობინება და მისი განმარტებები, რომელიც ასახულ იქნა გამოკითხვის ოქმში. გარდა მითითებულისა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლად წარმოდგენილ წარმოების მასალებში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ-–--------–-–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედებების ჩადების ფაქტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ლ----–---–---ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებაზე, რომ ლ-–--------–-–---–ი მას ხშირად აყენებს შეურაცხყოფას (ახსნა-განმარტებაში მიუთითებს 2018 წლის 15 სექტემბრის შემთხვევას), შესაბამისად, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით ვერ დადასტურდება ძალადობის განხორციელება ლ-–--------–-–---–ის მიერ ლ----–---–---ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის კანონიერებას მოპასუხე და დაინტერესებული პირი ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, რაც შეეხება 2018 წლის 15 სექტემბრის შემთხვევას, იგი ვერ შეფასდება იმ სახის ძალადობად, რისთვისაც აუცილებელია შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვაკე-საბურთალო) საბურთალოს მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ ზ------------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს გამოცემული №004017 შემაკავებელი ორდერი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე