გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.09.2018
საქმის ნომერი
010310918002625109
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/483-2018) 010310918002625109

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

განმცხადებელი - ნ-----–-- დ------------

თარჯიმანი - თ---------- ც--–-------

 

მოძალადე - ზ---– ღ-------------

 

მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

ნ-----–-- დ------------მ განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზ---– ღ----------იძის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემა.

 

თავის მოთხოვნას განმცხადებელი შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის N3 განყოფილების მიერ 2018 წლის 05 აგვისტოს დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ზ---– ღ-------------ს აეკრძალა განმცხადებლთან მიახლოება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ 2018 წლის 05 აგვისტოს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის N3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე მისი მეუღლის ზ---– ღ----------იძის მიმართ. აღნიშნულ საქმეში განმცხადებელი ნ-----–-- დ------------ და სხვა პირები გამოიკითხენ მოწმის სახით. ასევე გამომძიებლის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღის ვადით, შემაკავებელი ორდერის თანახმად ვადა გავიდა 2018 წლის 05 სექტემბერს. ამ დღის შემდეგ ზ---– ღ------------- კვლავ იმყოფებოდა ნ-----–-- დ------------ს სახლში ქ. ბათუმი, ი. ჭავწავაძის 39, ბინა N95-ში.

 

შესაბამისად, ნ-----–-- დ------------ მიიჩნევს, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოძალადემ შესაძლოა სამომავლოდ კვლავ განახორციელოს მის მიმართ ძალადობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მოითხოვს გამოიცეს დამცავი ორდერი 06 თვის ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ზ---– ღ-------------, რომელიც არ დაეთანხმა განცხადებაში მითითებულ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ განიხილა განცხადება და მოისმინა მასთან დაკავშირებით მხარის განმარტება მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მიერ 2018 წლის 05 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, 30 დღე-ღამის ვადით, კერძოდ 2018 წლის 05 სექტემბრამდე. რომლითაც ზ---– ღ-------------ს აეკრძალა განმცხადებლთან მიახლოება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოძალადემ შესაძლოა სამომავლოდ კვლავ განახორციელოს ნ-----–-- დ------------ს მიმართ ძალადობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---– ღ----------იძის მხრიდან ნ-----–-- დ------------ს მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტი/ფაქტები, ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა ნ-----–-- დ------------მ (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს ოჯახის წევრს).

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს და მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალავას, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება ზ---– ღ----------იძის მხრიდან ნ-----–-- დ------------ს მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე ზ---– ღ----------იძის მხრიდან მსხვერპლის - ნ-----–-- დ------------ს მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–-- დ------------ს განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ დაკმაყოფილდეს:

 

2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

 

ა) მოძალადე ზ---– ღ-------------ს (პირადი №61001021738; მისამართი: ქედის რაიონი სოფ. ბზუბზუ) აეკრძალოს მსხვერპლთან ნ-----–-- დ------------სთან (პირადი ნომერი №61501099503); მიახლოება, მათ შორის მიახლოება მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილთან და ქუჩაში მიახლოვება, სადაც შეიძლება მსხვერპლი ნ-----–-- დ------------ იმყოფებოდეს.

 

ბ) მოძალადე - ზ---– ღ-------------ს აეკრძალოს მსხვერპლის - ნ-----–-- დოროფევას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

გ) მოძალადე - ზ---– ღ-------------ს აეკრძალოს მსხვერპლის - ნ-----–-- დ------------ს მიმართ იძულების გამოყენება ნებისმიერი ფორმით,მათ შორის ტელე-საკომუნიკაცია საშუალებების გამოყენებით.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4.განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

5.განემარტოთ მოძალადეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს სამ თვემდე ვადით;

 

6.გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე : ირაკლი შავაძე