გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/460-2018) 010310918002610240
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
5 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მსხვერპლი – მ----------–---
მოძალადე - მ----- მ--–---
მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი :
2018 წლის 30 აგვისტოს მ----------–---მ განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მ----- მ--–--ის მიმართ დამცავი ორდერის გაცემა.
თავის მოთხოვნას განმცხადებელი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
განმცხადებელი განმარტავს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----- მ--–---სთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი, მიუხედავად ხანგრძლივი ოჯახური თანაცხოვრებისა, მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონმფლიქტი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მ----- მ--–--ის მხრიდან ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით, რასაც თან ერთვოდა განმცხადებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური მუქარა, რის გამოც მ----------–--- იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ, ერთად აღარ ცხოვრობენ მ----- მ--–--ის მხრიდან ისევ ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, მობილური ტელეფონის მეშვეობით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მ----------–---ს. მ----- მ--–--ი ხშირად აგზავნის მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ასევე ხშირად მიდის მ---- ა----–--ის საცხოვრებელ სახლთან და ცდილობს მისი ნების საწინააღმდეგოდ სახლში შესვლას. 2018 წლის 25 ივლისს მ----- მ--–--ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ გაგრძელდა მუქარა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მ----- მ--–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა ექვსი თვის ვადით.
2018 წლის 05 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მ----------–---, რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მ----- მ--–---, რომელიც განცხადებაში მითითებულ გარემოებებს ნაწილობრივ დაეთანხმა.(იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ მ---- ა----–--ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
განმცხადებელი განმარტავს, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----- მ--–---სთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი, მიუხედავად ხანგრძლივი ოჯახური თანაცხოვრებისა, მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონმფლიქტი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მ----- მ--–--ის მხრიდან ოჯახის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით, რასაც თან ერთვოდა განმცხადებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური მუქარა, რის გამოც მ----------–--- იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ მ----- მ--–--ის მხრიდან ისევ ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, მობილური ტელეფონის მეშვეობით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მ----------–---ს. მ----- მ--–--- ხშირად აგზავნის მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ასევე ხშირად მიდის მ---- ა----–--ის საცხოვრებელ სახლთან და ცდილობს მისი ნების საწინააღმდეგოდ სახლში შესვლას. 2018 წლის 25 ივლისს მ----- მ--–--ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ გაგრძელდა მუქარა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მ----- მ--–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას ექვსი თვის ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს“.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა მ----------–--- (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს ოჯახის წევრს).
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალავას, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სხვა საკითხებს, რომელიც აუცილებელი მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის. მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება ქაზიმ ექსილმეზის მხრიდან დიანა ბურჯალიევის მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე მ----- მ--–--ის მხრიდან მსხვერპლის - მ---- ა----–--ის მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ---- ა----–--ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
ა) მოძალადე მ----- მ--–---ს (პირადი №61009003674; მისამართი: ხულო, ქვემო ვაშლოვანი) აეკრძალოს იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - მ----------–--- (პირადი ნომერი №61009009928; მცხოვრები ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის ქ. 188) ცხოვრობს და იმყოფება.
ბ) აეკრძალოს მ----- მ--–---ს მსხვერპლთან მ----------–---თან სატელეფონო და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით კომუნიკაცია;
გ) აეკრძალოს მ----- მ--–---ს მსხვერპლის მ---- ა----–--ის მიმართ სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება ;
3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;
4.განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;
5.განემარტოთ მოძალადეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს სამ თვემდე ვადით;
6.გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.
მოსამართლე : ირაკლი შავაძე