განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
060100118002514046
დავის ტიპი
126
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№067130518001

საქმე№1/95-18

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2018 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ მ--–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ი----ს ძე გ-------- (დაბადებული 1--- წლის 1- ა---------, პირადი ნომერი №5----------, მცხოვრები: ხონის რაიონი, სოფ. მ---------)

 

ადვოკატი: რობიზონ ხურცილავა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

გ------- გ--------მ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 მაისს გ------- გ--------ს ტელეფონით საუბრისას მეუღლესთან ლიანა გ--–------სთან ყოფით საკითხებზე მოუვიდა კონფლიქტი. იმავე დღეს დაახლოებით 23:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- გ--------მ ქ. ხონში, გ-------–---–-- ქ. N32/42-ში მდებარე მეუღლის დედის - ხ------- გ--–-----ის საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კართან, ხ------- გ--–------ს, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის და აგრესიული ქმედებების გამო მას არ უშვებდა სახლში, მარცხენა ხელის არეში დაარტყა დანა. გ------- გ-------ის ქმედების შედეგად ხ------- გ--–------მ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ------- გ-------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ლ---- გ--–-----ის გამოკითხვის ოქმს, ხ------- გ--–-----ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: გაგა შ---------ის და კ--ო მ--------ს გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- გ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ------- გ--------ს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით - გ------- გ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილითთ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- გ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------- გ--------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- გ-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ------- გ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს დ-------- გ--------ს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ--------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 19 მაისის ჩათვლით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შშს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა