განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
200100116001497964
დავის ტიპი
125 1
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001497964

№1/261-16 (№017030716001)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის და სოფიკო ჩაფურიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - კ----------------ი - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები: ა------ს რაიონი, სოფ. ა---––--ი.

 

ბრალდებული - თ-----------–---–ი - დაბადებული 1951 წლის 20 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №08001034490, მცხოვრები: ა------ს რაიონი, სოფ. ა---––--ი.

 

ადვოკატი - ლ--–-------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2016 წლის 3 ივლისს ა------ს რაიონის სოფელ ა---––--ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ----------------მა მ---------–---–სა და ვ--–------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მ---------–---–ს ერთხელ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რის შემდეგაც კ----------------მა ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა ვ--–------------–---–ს, ცემის შედეგად ვ--–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 3 ივლისს, ა------ს რაიონის სოფელ ა---––--ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ-----------–---–მა, ვ--–------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ წააქცია მიწაზე და ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა, რის შედეგადაც ვ--–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ--–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ-----------–---–თან და კ------------თან აქვს დაძაბული ურთიერთობა, რაც უკავშირდება სახლთან ახლო მდებარე წყაროს, რითაც სარგებლობს სოფლის მოსახლეობა. მოწმის განმარტებით 2016 წლის 3 ივლისს მას შემდეგ, რაც საქონელი გადააგდო საბალახოდ, კ------------ს უთხრა, რომ ქუჩაში არხის გაკეთება იყო არასწორი, რადგან მანქანებს უჭირდათ გადასვლა და სთხოვა მეზობლებს მოელაპარაკათ თუ, როგორ გადაეჭრათ აღნიშნული საკითხი. იმავე დღეს დაახლოებით 13:00 საათზე მისი სახლის წინ გაიარა კ------------მა და თ-----------–---–მა, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს, რაზეც შეწუხდა, რადგან აღნიშნულს დღეს წყლის არხის გამო გააცდინა სამსახური, რაც ასევე უთხრა მის მეუღლეს. ამის შემდეგ შევიდა ეზოში და ქუჩიდან გაიგონა თ-----------–---–ის გინების ხმა. ამ დროს მისივე ნაკვეთში მივიდა კ------------ი, რომელსაც კითხა ესმოდა თუ არა გინების ხმა, რაზეც უპასუხა, რომ თ-----------–---–ი აგინებდა მამიდამისს. შემდეგ კ------------მა მოსთხოვა გადასულიყო ეზოდან, რადგან ქონდა სალაპარაკო. ქუჩაში გასვლის შემდეგ კ------------ს კითხა თუ რა უნდოდა, რაზეც უპასუხა, ბევრს ლაპარაკობდა, დალოდებოდა და წავიდა სახლისკენ. შემდეგ ქუჩაში მასთან გავიდა მისი მეუღლე და შვილი, რომლებსაც უთხრა კ------------ი სახლში წავიდა დანის გამოსატანად, რაც ამ უკანასკნელმა გაიგო და დაბრუნდა, რა დროსაც ასევე მოვიდა თ-----------–---–ი, რომელიც გადავიდა შეტევაზე. მოწმის განმარტებით ჩხუბის დროს მას წინ ედგა მისი მეუღლე და შვილი. მოწმემ აჩვენა, ვინაიდან შეატყო, რომ დაგეგმილი იყო „პროვოკაცია“ იგი შებრუნდა სახლისკენ, სადაც შეყვნენ კ------------ი და თ-----------–---–ი, რა დროსაც მას თ-----------–---–მა დაარტყა მკერდის არეში და დაეცა. ამ დროს მისი შვილი ცდილობდა გაშველებას, რომელსაც კ------------მა ჰკრა ხელი და ისიც დაეცა. მოწმის განმარტებით ამ დროს კ------------ის წინ დარჩა მისი მეუღლე, რომელსაც კ------------მა მოუღერა ხელი და მას ან მისი შვილი ან თ-----------–---–ი გადაეფარა და დაინახა მხოლოდ, ის რომ მისმა მეუღლემ გააკეთა მკვეთრი მოძრაობა, ხოლო მოხვდა თუ არა ხელი არ დაუნახია, რის შემდეგ პირადად მას კ------------მა და თ-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით ყოველივე აღნიშნულის შემდგომ მათთან მივიდა ხ--------–-–---–ი, რომელმაც თ-----------–---–ი და კ------------ი წაიყვანა.

 

მ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის ოჯახს კ------------თან და თ-----------–---–თან წყალთან დაკავშირებით ქონდათ უთანხმოება. 2016 წლის 3 ივლისს იგი მის მეუღლესთან ვ--–------------–---–თან და შვილთან ხ----------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კ------------მა და თ-----------–---–მა ჩაიარეს ეზოსთან ისე, რომ მის მეუღლეს ყურადღება არ მიაქციეს, ვინაიდან აღნიშნულ დღეს უნდა ესაუბრათ წყალთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, რადგან მის მეუღლეს კ------------მა და თ-----------–---–მა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე ესაუბრებოდა მას ეზოში, რა დროსაც კ------------ი შევიდა თავის ეზოში, საიდანაც დაუძახა ვ--–------------–---–ს გასულიყო გარეთ, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. მოწმემ განმარტა, რომ მეუღლეს თავადაც გაყვა გარეთ, რა დროსაც კ------------სა და ვ--–------------–---–ს შორის შედგა დაძაბული საუბარი, რის შემდეგ კ------------ი შებრუნდა სახლისკენ, ხოლო მეუღლემ უთხრა, რომ იგი მიდიოდა დანის მოსატანად, რის გაგონებაზეც კ------------ი უეცრად მობრუნდა, გადმოახტა ღობეს და გახდა აგრესიული. მოწმის განმარტებით ამ დროს მოვიდა თ-----------–---–ი, რომელიც ასევე იყო აგრესიული და ვ--–------------–---–ს დაარტყა ხელი, რაზეც იგი გადავარდა ეზოში, ხოლო მისმა შვილმა თ-----------–---–ს დაუჭირა ხელი, რა დროსაც კ------------მა მას დაარტყა და ისიც დაეცა. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ იგი წინ გადაუდგა კ------------ს, რომელმაც გაარტყა აქნეული ხელი, რაზეც განიცადა ტკივილი, ამასთან ისინი აგრძელებდნენ ვ--–------------–---–ის ცემას, რა დროსაც კვლავ ჩადგა შუაში და კ------------მა კვლავ დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით შემდეგ ადგილზე მოვიდა ხ--------–-–---–ი, რომელმაც კ------------ი და თ-----------–---–ი გაარიდა სიტუაციას.

 

ხ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა სახლში მშობლებთან ვ--–------ და მ---------–---–ებთან ერთად. მოწმის განმარტებით ვინაიდან მამამისი კ------------თან და თ-----------–---–თან იყო შეთანხმებული შეხვედრაზე, ამავე დღეს დაახლოებით 17:00 საათზე მათ სახლთან აიარეს კ------------მა და თ-----------–---–მა ისე, რომ მათ მამამისისთვის არ დაუძახიათ, რაზეც ვ--–------------–---–მა უკმაყოფილება გამოხატა მ---------–---–თან. ამის შემდეგ კ------------მა დაუძახა მამამისს სალაპარაკოდ გასულიყო გარეთ, რაზეც ეს უკანასკნელიც დათანხმდა და გავიდა, ხოლო კ------------ი მიბრუდა და წავიდა სახლისკენ, რაზეც ვ--–------------–---–მა თქვა, რომ იგი წავიდა დანის მოსატანად, რის გაგონებაზეც კ------------ი მობრუნდა გადმოვიდა ქუჩაში და წამოვიდა შეტევაზე, კერძოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რა დროსაც ასევე მოვიდა თ-----------–---–ი, რომელიც იყო აგრესიული. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ თ-----------–---–მა მამამისს მკერდის არეში დაარტყა ხელი, რაზეც ეს უკანასკნელი გადავარდა, ხოლო თავად ცდილობდა თ-----------–---–ისთვის დაეჭირა ხელი, ხოლო ამ დროს კ------------მა მას დაარტყა ხელი, რაზეც უკვე თავადაც დაეცა. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მ---------–---–ი გადაეფარა კ------------ს, რომელმაც დედამისს მოუქნია ხელი, რის შემდეგ კ------------ი და თ-----------–---–ი ერთად ცემდნენ მამამისს, რა დროსაც მოვიდა ხ--------–-–---–ი, რომელმაც ისინი გაარიდა სიტუაციას.

 

ა---------------მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წელს მისმა შვილმა კ------------მა ამოთხარა წყლის არხები, რაზეც მისმა მეზობელმა ვ--–------------–---–მა ატეხა ჩხუბი. 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ხმაური, რაზეც მასთან მყოფ ხ--------–-–---–ს კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ კ------------ი და ვ--–------------–---–ი კამათობდნენ, რის შემდეგ გავიდა ეზოში და დაინახა, რომ იქ ასევე მივიდა თ-----------–---–ი. მოწმის განმარტებით თ-----------–---–ის მისვლაზე ვ--–------------–---–ი გაგიჟდა და დაიწყო ქვების სროლა და ეცა თ-----------–---–ს, რომელსაც ასევე მივარდა მ---------–---–ი და გადავარდნენ, რა დროსაც მივიდა ხ--------–-–---–ი, წამოაყენა თ-----------–---–ი, რის შემდეგ გაერიდნენ სიტუაციას. მოწმის განმარტებით თ-----------–---–ს და კ------------ს ხელი არავისთვის დაურტყია და იგი ამ ყველაფერს ხედავდა.

 

ხ--------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა კ------------ის ოჯახში და აგებდა ფილებს, რა დროსაც ეზოს უკანა მხრიდან შემოესმა ხმაური, რის შემდეგ მასთან მივიდა კ------------ი და უთხრა, რომ ვ--–------------–---–ი მასზე იძახდა რაღაცაებს. ამის შემდეგ გააგრძელა მუშაობა და შემოესმა ჩხუბის ხმა, რაზეც იგი გავიდა ადგილზე და ნახა, რომ ვ--–------------–---–ს, კ------------სა და თ-----------–---–ს შორის ადგილი ქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, ხოლო ახლოს მისვლისას დაიძაბა სიტუაცია და იყო გაწევ-გამოწევა, ხოლო ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, ვინაიდან თითონ და მ---------–---–ი იდგნენ შუაში და აშველებდნენ. მოწმის განმარტებით გაშველებისას მან თავდაპირველად გაიყვანა კ------------ი, ხოლო შემდეგ კი თ-----------–---–ი. მოწმემ განმარტა, როდესაც მან თავდაპირველად გაიყვანა კ------------ი, ამ დროს ვ--–------------–---–სა და თ-----------–---–ს შორის დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც მათ შუაში ედგათ მ---------–---–ი, ამასთან ვ--–------------–---–ს ხელში ეჭირა ჯოხი, რომელსაც იქნევდა, რის გამოც თ-----------–---–ი მას არ უახლოვდებოდა, ამასთან პირადად ცდილობდა თ-----------–---–ის გამოყვანას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ერთერთ ეპიზოდში, როდესაც თ-----------–---–სა და ვ--–------------–---–ს შორის იყო დაძაბული სიტუაცია, ხოლო მათ შუაში ედგნენ მ---------–---–ი და თვითონ, თ-----------–---–ი და ვ--–------------–---–ი ერთმანეთს დაეჭიდნენ, რა დროსაც ორივე გადავარდა, რომელთაც ასევე გადაყვა მ---------–---–ი, რა დროსაც ვ--–------------–---–ი მოყვა ქვეშ, თ-----------–---–ი ცდილობდა ადგომას, ხოლო ვ--–------------–---–ი თ-----------–---–ს ურტყამდა ფეხებს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ამ დროს იგი დაეხმარა თ-----------–---–ს წამოდგომაში, რის შემდეგ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. მოწმემ ცალსახად განმარტა, რომ კ------------ს და თ-----------–---–ს ხელი არავისთვის არ დაურტყია და მათსა და ვ--–------------–---–ს შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწო ხ----------–---–ი, მ------------ი და ა---------------ი.

 

სასამართლო სხდომაზე გ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმად: სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით მ---------–---–ს 03.07.2016 წ. ა------ს ჰოსპიტალში შესვლის დროს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით ვ--–------------–---–ს 03.07.2016 წ. ა------ს ჰოსპიტალში შესვლის დროს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მოწმემ ასევე დამატებით განმარტა, რომ მას ხანდაზმულობის დადგენა არ შეეძლო, რადგან მას ხსენებული პირები პირადად არ შეუმოწმებია და დასკვნა გაიცა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

თ-----------–---–მა არ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ 2016 წლის 3 ივლისს იგი კ------------თან ერთად იმყოფებოდა შ-----------–---–თან სადაც დალიეს რამოდენიმე ჭიქა სასმელი. მოწმის განმარტებით, როდესაც დაიშალნენ იგი წავიდა სახლში, ხოლო კ------------ი წავიდა თავის სახლში. სახლში მისვლისას ნახა, რომ არ ქონდათ პური რაზეც იგი გამობრუნდა და წავიდა მაღაზიაში. გზაში ვ--–------------–---–ის სახლთან ნახა, რომ ეს უკანასკნელი და კ------------ი ერთამენთში კამათობდნენ, რაზეც იკითხა თუ რატომ ჩხუბობდნენ, ამ დროს კი მას ვ--–------------–---–მა ჩაავლო ხელი, ამასთან მასვე დაეჭიდა მ---------–---–ი, რის გამოც იგი დაეცა და ვ--–----------–---–ი მოიყოლა ქვეშ. ამ დროს მათთან მივიდა ხ--------–-–---–ი და ისინი გააშველა, რის შემდეგ ვ--–------------–---–ი შევიდა შიგნით საიდანაც ისვროდა ქვებს და იგინებოდა. ამ ყველაფერზე მას ხ--------–-–---–მა უთხრა, რომ გარიდებოდა სიტუაციას და წავიდა სახლში. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ვ--–------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოწმის განმარტებით აღნიშნულ დროს იქ კ----–---–--ის გარდა იყვნენ მ------------ი, ვ----------------ი და კიდევ ერთი პირი, რომლის სახელც არ ახსოვს, ხოლო კამათის დაწყების შემდეგ იქ ასევე მივიდა ხ--------–-–---–ი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ სანამ იგი მიუახლოვდებოდა ვ--–------------–---–ს და კ------------ს ესმოდა მხოლოდ კამათის ხმა, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა, ასევე განმარტა, რომ კ------------ს მ---------–---–ისთვის ხელი არ დაურტყია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებას, აღნიშნულთნ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულების კ----------------ისა და თ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს გონირულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა კ----------------ისა და თ-----------–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით თ-----------–---–ისა და კ----------------ის მიმართ არსებობს მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც უთითებენ ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, რასაც ასევე ადასტურებს მათი შვილი. აღნიშნულის საპირისპიროს უთითებს ბრალდებული თ-----------–---–ი და მოწმე ა---------------ი, რომლების განმარტავენ, რომ კ----------------ს და თ-----------–---–ს ხელი არავისთვის დაურტყია. ხსენებული პირები დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით, ვინაიდან ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის, რომ არ არის კარგი ურთიერთობა ეს გარემოება დადგინდა სსამართლო სხდომაზე. ამასთან საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმე ხ--------–-–---–ი, რომელიც ბრალდებულთა და დაზარალებულთა მეზობელია და მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც კ----------------სა და თ-----------–---–ს ხელი არავისთვის არ დაურტყია. პირიქით აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ მაშინ როდესაც თ-----------–---–ი და ვ--–------------–---–ი დაჭიდების შედეგად დაეცნენ ამ დროს არა თ-----------–---–ი, არამედ ვ--–------------–---–ი ურტყავდა მას ფეხებს, ასევე ხელში ეჭირა ჯოხი, რასაც უქნევდა თ-----------–---–ს. ამასთან საგულისხმო გარემოებაა ის, რომ მ---------–---–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2016 წლის 3 ივლისს 09:40 საათზე, სადაც მიუთითა, რომ იგი ცემა ნაცნობმა პირმა, ხოლო ინციდენტი მომხდარია 2016 წლის 3 ივლისს 13:00 საათის შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან საავადმყოფოს მიმართა იცნიდენტამდე რამდენიმე საათით ადრე. შესაბამისად აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. ამასთან საგულისხმოა ის, რომ ვ--–------------–---–ს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაშინ როდესაც იგი, მისი მეუღლე და შვილი მიუთითებენ თითქოს მას ორი პირი წაქცეულს ცემდა ხელებითა და ფეხებით. ხოლო ასეთი ცემის შედეგად, რომ მას არანაირი დაზიანება არ მიუღია სასამართლოსთვის ცოტა არადამაჯერებელია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, კ----------------ისა და თ-----------–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც გამორიცხავს მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და კ----------------ი და თ-----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,კ----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

კ----------------ს და თ-----------–---–ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე