განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
190100118002553715
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი 2018 წელი, ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ხა----------------ის;

 

ბრალდებულ - გუ-----------ას;

 

ადვოკატ - პა----------–--–--ას;

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

გ-----------------------------------------–-------–-–---------–----------------–----------–-----------------------------------------------–-------------------–----–----------------------------–----–----------------–------------- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გუ-----------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

უკანასკნელი ორი წელია, 1--- წელს დაბადებული გ------------------------- სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად თავის პაპას - 1--- წელს დაბადებულ გურამ გურის ძე ვახანიას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, ესაუბრებოდა უხეშად და უქმნიდა სახლიდან წასვლის პირობებს, ხოლო 2018 წლის 03 ივლისს დილის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელები მოუჭირა ყელზე და ცდილობდა მის დახრჩობას. 1--- წელს დაბადებული გუ-----------ას ქმედებებით, 1--- წელს დაბადებულმა გუ-----------ამ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გუ-----------ას ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 03 ივლისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ლა-–-----------ის მიერ. ბარათის მიხედვით, გამოძიება დაიწყო გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში მცხოვრები გუ-----------ას მიმართ მისი შვილიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე (ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 03 ივლისს გუ-----------ამ განაცხადა, რომ მის მიმართ შვილიშვილის მიერ ხორციელდება ძალადობა. შვილიშვილმა გამოაგდო სახლიდან.(ტ1. ს.ფ.2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული გუ-----------ა, რომელმაც განმარტა, რომ ის გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში ცხოვრობდა შვილიშვილთან - გუ-----------ასთან, რძალთან - ქე-----------სთან და მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. 2018 წლის 03 ივლისს მის 3 წლის შვილთაშვილს ძაღლთან თამაშის გამო მისცა სიტყვიერი შენიშვნა. მისმა რძალმა - ქე-----------მ უთხრა, რომ გაენებებინა თავი ბავშვისთვის და ნუ აძლევდა შენიშვნას, ვინაიდან, ბავშვი იყო მისი და მოიქცეოდა ისე, როგორც ბავშვს უნდოდა. აღნიშნული ფაქტის გამო მასსა და მის რძალს მოუვიდათ სიტყვიერი კამათი, რა დროსაც ქე-----------მ აგინა და დაარტყა ხელი, რაც გამოძიებისთვის არ უთქვამს. აღნიშნული ფაქტის შემსწრე გახდა მისი შვილიშვილი გუ-----------ა. ქე-----------მ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით წააქეზა მისი მეუღლე გუ-----------ა, რის გამოც გუ-----------ა (შვილიშვილი) მივარდა დაზარალებულ გუ-----------ას, სწვდა ყელზე და ახრჩობდა. მოწმის განმარტებით, მან ძლივს გააშვებინა ხელები შვილიშვილს, გაერიდა სიტუაციას და გამოვიდა სახლიდან. შვილიშვილმა - გუ-----------ამ წამოაძახა, რომ გათრეულიყო სახლიდან და აღარ დაბრუნებულიყო და თუ დაბრუნდებოდა, თავს მოაჭრიდა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას შვილიშვილთან - გუ-----------ასთან ჰქონდა კონფლიქტი უძრავი ქონების გამო, ვინაიდან, არაერთი უძრავი ქონება გაუყიდა და ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლიც იპოთეკით ისე დატვირთა, რომ არც კი იცოდა. მოწმის განმარტებით, მას ოჯახის წევრები ,,ძაღლად არ აგდებდნენ“, არაფრის უფლებას არ აძლევდნენ, ყველაფერში ზღუდავდნენ, ხმის ამოღების უფლებასაც არ აძლევდნენ. მოწმის განმარტებით, ის ფაქტიურად სახლიდან არის გამოგდებული.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მისმა შვილიშვილმა - გუ-----------ამ მას ერთხელ მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში და რომ არა ქე-----------, რომელმაც ხელი გააშვებინა გუ-----------ას, დაზარალებული გაიგუდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, გუ-----------ამ (შვილიშვილი) მოსთხოვა დაზარალებულს დაეტოვებინა სახლი და თუ დაბრუნდებოდა, თავს მოჭრიდა.

 

გუ-----------ამ ასევე განმარტა, რომ პოლიციაში დარეკა სახლიდან გასვლისას, ვინაიდან, შვილიშვილის ქცევით ძალიან გამწარებული და გაღიზიანებული იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ შვილიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შემსწრე იყო მხოლოდ რძალი - ქე-----------.(ტ2. ს.ფ.73-85)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქე-----------, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლესთან-გუ-----------ასთან ერთად ცხოვრობს თითქმის 12 წელია. ქორწინების პირველ პერიოდში ცხოვრობდნენ: ქ. თბილისში საირმეზე დაზარალებულ გუ-----------ას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ბინა გაყიდა დაზარალებულმა გუ-----------ამ და ამონაგები თანხის წილი მისცა შვილს-ზა-----------ს და შვილიშვილს - გუ-----------ას. ქ. თბილისის ბინის გაყიდვის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.რუსთავში, თუმცა შემდეგ ის ბინაც გაყიდეს და ამჟამად ცხოვრობენ გარდაბნის რაიონ სოფელ მ--------ში. აღნიშნული სახლი გაფორმებულია და ეკუთვნის გუ-----------ას და ქე-----------ს შვილს - ლუ---------ას. აღნიშნული სახლი ამ ეტაპზე არის დატვირთული ფინანსური ვალდებულებით. მოწმის განმარტებით, წლების განმავლობაში ბაბუა - გუ-----------ა (დაზარალებული) ცხოვრობს მათთან ერთად. დამოკიდბეულება შვილიშვილს, რძალსა და ბაბუას შორის იყო ნორმალური, თუმცა გარდაბნის რაიონ სოფელ მ--------ში გადასვლის შემდეგ, დაზარალებული - გუ-----------ა გახდა აგრესიული. მიუხედავად აღნიშნულისა, ქე----------- და მისი მეუღლე - გუ-----------ა ყოველთვის ცდილობდნენ არ შეპასუხებოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იყო მოხუცი და უნდა მოეთმინათ მისი ასეთი ქცევები. მოწმის განმარტებით, დაზარალებული- გუ-----------ა მისი შვილიშვილის - გუ-----------ას შვილებს ყოველთვის ეჩხუბებოდა, აძლევდა შენიშვნებს და ხშირად უმიზეზოდ საყვედურობდა. 2018 წლის 2 ივლისს, დაზარალებულმა - გუ-----------ამ დაიწყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაშიც ეხმარებოდნენ ბავშვები, თუმცა წყალი მალე შეწყდა, რის გამოც ბაბუამ (გუ-----------ამ) დაუწყო ყვირილი და საყვედური, რომ წყალი მათ გამო დაწყდა. მოწმის განმარტებით, როდესაც გაიგო, რომ ბაბუა ეჩხუბებოდა შვილთაშვილებს, იმყოფებოდა სამზარეულოში, საიდანაც გამოვიდა და გუ-----------ას მიუთითა: ნუ უყვიროდა შვილთაშვილებს, რადგან წყლის დაწყვეტა მათი ბრალი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, დაზარალებულმა - გუ-----------ამ განაგრძო ჩხუბი და ყვირილი. ქე-----------მ ყურადღება აღარ მიაქცია გუ-----------ას ქცევას და შებრუნდა სამზარეულოში. თუმცა, მოულოდნელად გუ-----------ა (ბაბუა) მასთან მივიდა და დაუწყო ყვირილი და მოთხოვნა - წასულიყო მისი სახლიდან, ამასთან სახეში გაარტყა ხელი. ქე-----------მ თავდაპირველად შვილს - ლუ---------ას სთხოვა მოეყვანა მამამისი- გუ-----------ა, რომელიც მეგობრებთან ერთად მეხუთე ქუჩაზე იყო, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა და ლუ---------ა აღარ გაგზავნა მამის დასაძახებლად. იმ საღამოს ბრალდებული გუ-----------ა გვიან დაბრუნდა სახლში, თუმცა ქე-----------ს მისთვის არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ, რადგან ცდილობდა ბაბუასთან-გუ-----------ასთან თვითონ მოეგვარებინა ურთიერთობა. მეორე დღეს, როდესაც ქე-----------მ ნახა, რომ ბაბუა-გუ-----------ა არ ნანობდა ჩადენილ საქციელს, რათა კვლავ არ განმეორებულიყო გუ-----------ას მხრიდან ძალადობა, მეუღლეს-გუ-----------ას მოუყვა მომხდარის შესახებ. გუ-----------ამ (შვილიშვილმა) ამ ფაქტის მოსმენის შემდეგ, ბაბუას-გუ-----------ას მოსთხოვა, წასულიყო მათი სახლიდან მის შვილთან-ზა-----------სთან, ვინაიდან, მას არ ჰქონდა უფლება ქე-----------სთვის ხელი დაერტყა. ქე-----------ს განმარტებით, გუ-----------ა მშვიდად ელაპარაკებოდა ბაბუას-გუ-----------ას და კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. საუბრის შემდეგ ბაბუა-გუ-----------ა წავიდა სახლიდან და დაურეკავს 112-ში. მოწმის განმარტებით, როდესაც მან ბოლოს ნახა დაზარალებული გუ-----------ა, მას კისრის არეში არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ უპასუხა, რომ ბრალდებული - გუ-----------ა არის ბუნებით მშვიდი და მან არ იცის, თუ რაში დასჭირდა ბაბუას შვილიშვილის დაჭერა. მოწმე განმარტავს, რომ ბაბუა მოითხოვს სახლის დაბრუნებას, მას აქვს სახლის ინტერესი. ბაბუისთვის ცნობილია, რომ სახლი გაფორმებულია ლუ---------აზე (ბრალდებულის შვილი). ბაბუას აქვს ტელეფონი და მას შეუძლია მისი მოხმარება. მოწმის განმარტებით, მან არ იცის საიდან მიიღო გუ-----------ამ დაზიანებები, მას არ დაუნახავს ყელში მოჭერის ფაქტი. გუ-----------ა (ბაბუა) ამჟამად ცხოვრობს შვილთან-ზა-----------სთან. (ტ2. ს.ფ.63-66)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ზა-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 3 ივლისს, დილის საათებში მიდიოდა პირად საქმეზე, რა დროსაც შეხვდა მამამისი-გუ-----------ა, რომელმაც უთხრა, რომ შვილიშვილთან - გუ-----------ასთან იჩხუბა. თავის მხრივ ზა-----------მ უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და საღამოს სახლში რომ დაბრუნდებოდა, შეეცდებოდა მათ შერიგებას. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, დაზარალებულ-გუ-----------ას მასთან საუბრის შემდეგ დაურეკავს 112-ში. როდესაც აღნიშნული გახდა მისთვის ცნობილი, მამას-გუ-----------ას ჰკითხა, თუ რატომ დარეკა 112-ში და რატომ არ დაელოდა მას, რაზეც გუ-----------ამ უპასუხა, რომ მისი შვილიშვილი ახრჩობდა და ამიტომ დარეკა 112-ში. ზა-----------ს განმარტებით, გუ-----------ასთან მისი შეხვედრა და საუბარი შედგა გარდაბნის რაიონ სოფელ კ--–----ში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე. მოწმის განმარტებით, გუ-----------ა მასთან საუბრისას იყო აღელვებული, როგორც მისთვის ცნობილია ბაბუას და შვილიშვილს ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი, თუმცა სერიოზული კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 3 ივლისს მამისთვის - გუ-----------ასთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს, თუმცა გუ-----------ამ უთხრა, რომ შვილიშვილმა ყელზე მოუჭირა, რაზეც ზა-----------მ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო და საღამოს შეარიგებდა შვილიშვილთან. მოწმის განმარტებით, მამამისი - გუ-----------ა ამჟამად ცხოვრობს მის სახლში. (ტ2. ს.ფ.93-100)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თა-----------ე რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 2 ივლის საღამოს საათებში ის, დედამისი და მისი შვილი იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც მეზობლის გუ-----------ას სახლიდან შემოესმათ ჩხუბის ხმა, კერძოდ, მეზობელი-ქე----------- ცდილობდა ბაბუის-გუ-----------ას დამშვიდებას, რომელიც ჩხუბობდა და იმუქრებოდა, რომ ცეცხლს წაგიკიდებთ სუყველასო. ამავე დროს, მან პირადად დაინახა, თუ როგორ გაარტყა ბაბუამ- გუ-----------ამ ხელი ქე-----------ს სახეში და ქე-----------ს სახიდან ჩამოუვარდა სათვალე. მეორე დღეს 3 ივლისს, როდესაც თა-----------ე და დედამისი მიდიოდნენ საავადმყოფოში ანალიზების ასაღებად, მათ დაინახეს, რომ დაზარალებული-გუ-----------ა იყო ეზოში, ხოლო ბრალდებული გუ-----------ა აივანზე იდგა და ეწეოდა სიგარეტს, ბრალდებული მშვიდად ეუბნებოდა ბაბუას - გუ-----------ას, რომ მას არ ქონდა უფლება დაერტყა მისი ცოლისთვის და ამიტომ უნდა წასულიყო მათი სახლიდან. თავის მხრივ დაზარალებული გუ-----------ა სახლიდან გამოვიდა და იმუქრებოდა, რომ მათ აჩვენებდა სეირს. თა-----------ის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლიდან ბრალდებულის სახლი კარგად ჩანს მაგრამ არ დაუნახავს, რომ ბრალდებული გუ-----------ა ფიზიკურად შეხებოდა დაზარალებულ-გუ-----------ას.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებული- გუ-----------ა 2018 წლის 03 ივლისს სახლიდან გამოსვლისას ყელზე ხელს არ იკიდებდა, ხელები ჰქონდა ზურგს უკან და მიდიოდა ჩხუბით. მოწმის განმარტებით, გუ-----------ა ხშირად ჩხუბობდა სახლში, უფრო მეტად შვილთაშვილებს უყვიროდა და ეჩხუბებოდა.

(ტ2. ს.ფ.119-132)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლა-–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 03 ივლისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, მის მიერ მოხდა შეტყობინების ავტორის გუ-----------ას გამოკითხვა, რომელიც განმარტავდა, რომ მისმა შვილიშვილმა გუ-----------ამ მასზე იძალადა ფიზიკურად, აღნიშნული პიროვნება იყო აღელვებული რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის დაკავება მოხდა ინფორმაციული პატაკის მიღების შემდეგ, რის მიხედვითაც გუ-----------ა იმყოფებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ მ--------ში. ორ თანამშრომელთან (ლა–---–-----ე და ან----------–--ე) ერთად გავიდნენ პატაკში მითითებულ მისამართზე, სადაც მოხდა მისი დაკავება, განემარტა უფლებები და გადაყვანილ იქნა გარდაბნის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი გამოკითხვა და შემდგომ გადაიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში. იმის გამო, რომ დაზარალებული-გუ-----------ა აღელვებული იყო და კანკალებდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, დაზარალებულ-გუ-----------ას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, როგორც ახსოვს დაზარალებულს გარეგნული დათვალიერებით ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, თუმცა ეს სიწითლე სისხლნაჟღენთები არ ყოფილა. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ როგორც ახსოვს დაზარალებულ გუ-----------ას მიმართ ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული იყო, რომ დაზარალებულს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება. (ტ2. ს.ფ.100-102)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლა–---–-----ემ დაადასტურა მის მიერ გუ-----------ას დაკავებაში მონაწილეობა და განმარტა, რომ გუ-----------ას დაკავება მოხდა კანონის სრული დაცვით. (ტ2. ს.ფ.115-116)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მი----–---------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 03 ივლისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება შვილიშვილის მხრიდან ბაბუაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გუ-----------ა (შვილიშვილი) იმყოფებოდა გარდაბნის რაიონ სოფელ კ--–----ში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას. მოწმის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა გუ-----------ას დაკავება მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ტ2. ს.ფ.116-118)

 

ბრალდებულ გუ-----------ას დაკავების ოქმის მიხედვით: 2018 წლის 03 ივლისს, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელ ლა-–-----------ის მიერ გარდაბნის რაიონის, სოფელ კ--–----ში (მ--------ი) ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - გუ-----------ა, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ამავე განყოფილების გამომძიებლები ან----------–--ე და ლა–---–-----ე. გუ-----------ა დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 12-14)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N--- სამედიცინო ბარათის თანახმად, მომსახურება განხორციელდა პაციენტ გუ-----------ას მიმართ, რომლის ასაკია 80 წელი, სამედიცინო დახმარების გამოძახების ადგილია გარდაბნის რაიონის სოფ. ქვემო თელეთის პოლიციის განყოფილება, პაციენტის დაზიანების მიზეზად მითითებულია ძალადობა, ანამნეზის გრაფაში პაციენტის მდგომარეობა არჩეულია პრაკტიკულად ჯანმრთელი, პაციენტის ნევროლოგიური შეფასების გრაფაში მითითებულია, ორიენტაცია დროში -კი, სივრცეში - კი, გარემოში - კი; საჭმლის მომნელებელ სისტემაში მუცელი - რბილი, უმტკივნეულო; სასუნთქი სისტემის გრაფაში მითითებულია გამავალობა - ნორმა. აღნიშნული ბარათის გრაფაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის ტკივილს კისრის (ყელის) მიდამოში, ყლაპვის გაძნელებას, რასაც უკავშირებს ფიზიკურ ძალადობას შვილიშვილის მხრიდან ყელში ხელის წაჭერით. გარეგნული დათვალიერებით სისხლნაჟღენთები არ აღენიშნება. გარეგნული დათვალიერებით დაზიანების ნიშნები არ ჩანს, საჭიროებს უფრო დაწვრილებით კვლევას. ბარათს ხელს აწერს ექიმი, ექთანი და გამომძიებელი ლა-–-----------ე (ტ1. ს.ფ.21).

 

ბრალდებულმა გუ-----------ამ წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის № 0-------- დასკვნით, დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისის, გუ-----------ას (ბაბუა) ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების: ზა-----------ს, ლა-–-----------ის, მი----–---------–---–ის და ლა–---–-----ის ჩვენებები გუ-----------ას მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ გუ-----------ასგან მიღებულ ინფორმაციას. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N--- სამედიცინო ბარათი, რომელიც შედგენილია 2018 წლის 03 ივლისს და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, ასევე ასახავს დაზარალებულ გუ-----------ას განმარტებას და არ ადასტურებს დაზიანების არსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს შეფასებით ირიბი ჩვენება, სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოცემულ შემთხვევაში საქმეში გვაქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. აღნიშნულ ფაქტს, როგორც დაზარალებული განმარტავს შეესწრო ქე-----------, რომელმაც (სასამართლო სხდომაზე დადო ფიცი, რომ იტყოდა სიმართლეს და გაფრთხილებულ იქნა ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ) არ დაადასტურა გუ-----------აზე (ბაბუა) შვილიშვილის-გუ-----------ას მხრიდან ძალადობის ფაქტი, ისევე, როგორც ფაქტის შემსწრე თა-----------ემ.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ).

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვის მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა გუ-----------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა გუ-----------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გუ-----------ას ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ გუ-----------ას ჩვენება, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გუ-----------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც გუ-----------ა წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გუ-----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

 

2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. განემარტოს გუ-----------ას, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე