განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2018
საქმის ნომერი
130100118002485296
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/109-2018

№ 038070518002

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ვ--–------ არსენის ძე მ---------ე დაბადებული 1979 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.--–----–----–----------- ქ.N7-ში.

 

ადვოკატი - ქეთევან გაგოევი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ვლერიან მ---------ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 მაისს დაახლოებით 18:30 საათზე ქ.--–----–----–----------- ქ.N22-ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, ვ--–------ მ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის, ნ------------–--ის მიმართ. კერძოდ, სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით და ყელის არეში ხელის მოჭერით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ე.ი. ვ--–------ მ---------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ვ--–------ მ---------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ------------–--ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: მზისა მოსიაშვილის, ლევან ბანცაძის, მიხეილ კიპაროიძის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 10 მაისის N003064618 დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ვ--–------ მ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვ--–------ მ---------ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ვ--–------ მ---------ეს.

 

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით ვ--–------ მ---------ე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა,-გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ 2015 წლის 31„ ივლისიდან მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

3.3 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ--–------ მ---------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ--–------ მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. აღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ სხვა დროს ანალოგიური ქმედების ჩადენას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მოცემული დანაშაული ჩაიდინა შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო, ასევე მისი ოჯახის დაცვის ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწომილად არ მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ--–------ მ---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ვ--–------ მ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით ვ--–------ მ---------ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

2. გაუქმდეს ვ--–------ მ---------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

4.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი