განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
330100118002586693
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გ------- გ-------,ადვოკატის - ს--–------------–---–ის,ბრალდებულის – გ------- დ--------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

გ------- თ-----ის ძე დ--------–---–ის, დაბადებულის - 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ა-–------------------ ქუჩა N--ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ – გ------- დ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ი/მ „გ------- დ--------–---–ი“ (ს/კ 0----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2007 წლის 02 აპრილს. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა თბილისში, პ-------–---–ის ქუჩა N---ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. გ------- დ--------–---–ი, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „გ------- დ--------–---–ის“ საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივლისის N3---- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „გ------- დ--------–---–ის“ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. ინვენტარიზაციის შედეგად, 2015 წლის 25 თებერვლის N0----- და N0----- სამართალდარღვევის ოქმებით, საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა 385 597,4 ლარი, რაც შემდგომ შეუმცირდა და ჯარიმა განესაზღვრა 79 178,58 ლარით.

გ------- დ--------–---–მა იცოდა რა, რომ ი/მ „გ------- დ--------–---–ს“ ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება.

მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ი/მ „გ------- დ--------–---–ის“ ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა გ------- დ--------–---–მა 2014 წლის 15 აგვისტოს, თავის რძალს - ლ--–------------–--ეს დაარეგისტრირებინა ი/მ „ლ--–------------–--ე“ (ს/ნ 0----------). 2014 წლის 25 აგვისტოს, გ------- დ--------–---–მა ი/მ „გ------- დ--------–---–ის“ საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 4 736,85 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „ლ--–------------–--ის“ ბალანსზე და იგივე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

ჩადენილი ქმედებისათვის გ------- დ--------–---–ი 2018 წლის 20 ივლისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა გ------- დ--------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმები და დათვალიერებისას მოპოვებული მასალები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გ------- დ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

გ------- დ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

გ------- დ--------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ გ------- დ--------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- დ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გ------- დ--------–---–ს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი