განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
180100118002577148
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/178-18 20 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

 

დაცვის მხარე: ნ----------------–---–ი

 

ბრალდებული - ა–---- ვ-------ს ძე ბ---------ი (დაბადებული 1--- წლის 26 ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი მ-------ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი- ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ა–---- ბ---------მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის ე----- ბ---------ის მიმართ. ა–---- ბ---------მა მეუღლეს უთხრა, რომ მაღაზიიდან მისთვის მიეტანა სიგარეტი, მაგრამ ვინაიდან მაღაზიაში ჰქონდათ ვალი, ე----- ბ---------მა უარი უთხრა სიგარეტის მიტანაზე. აღნიშნულის გამო გაბრაზდა ა–---- ბ---------ი, გახდა აგრესიული და მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სამჯერ თავში ჩაარტყა ხელი. ძალადობის დროს ე----- ბ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესს ა–---- ბ---------ი არ ესწრებოდა მისი ავადმყოფობის გამო.

2.2. დაზარალებულ ე-----ი ბ---------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მეუღლესთან ა–---- ბ---------თან ერთად ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში. 2018 წლის 24 მაისს ე----- ბ---------ი იმყოფებოდა მარტო სახლში, რა დროსაც მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა–---- ბ---------ი და მოსთხოვა ცოლს სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში წასვლა, ვინაიდან მათ ჰქონდათ ვალი, დაზარალებულმა უარი უთხრა მაღაზიაში წასვლაზე, რაზეც ა–---- ბ---------ი გაბრაზდა და დაუწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ თავში ცემა, მან სამჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც ე----- ბ---------მა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ იგი დაუსხლტა ხელიდან და გაიქცა მ-------ის პოლიციის განყოფილებაში.

2.3. მოწმე ი---- ი------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ე------------–---ად. 2018 წლის მაისიდან ა–---- ბ---------ი გადმოყვანილი იქნა ღუდუშაურის კლინიკიდან მწვავე ავადმყოფობით, ინსულტის მდგომარეობით. ა–---- ბ---------ის შემოსვლიდან ყურადღებას იქცევდა მისი გონებრივი მდგომარეობა, დაზიანებული იყო ტვინის უბანი, დადიოდა შიშველი, ყრიდა ყველაფერს, შემდეგ მკურნალობის ფონზე გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, დაახლოებით 1 თვის უკან, საშხაპედან გამოსვლის დროს წაიქცა და მოიტეხა მენჯ-ბარძაყი, რაზეც გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი მწოლიარეა, გონებრივად არასტაბილურია, რჩება მენტალური პრობლემები, თავიდან შემოდის კონტაქტში და შემდეგ კი ხდება არაორიენტირებული. ექიმის ჩვენებით, ბრალდებული ყოველდღე ესაუბრება მას, დეზოორიენტირებულია საკუთარ თავში, დროში, ასაკში, ვერ ასახელებს ასაკს, მარტივ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, მაგ. სახელის, გვარის, არ შეუძლია პროცესში მონაწილეობის მიღება, მოწმის ჩვენებით ა–---- ბ---------მა ინსულტი მიიღო პატიმრობაში აყვანის შემდეგ, რაც გახდა მაპროვოცირებული მისი ავადმყოფობის. მოწმე ი---- ი------ის ჩვენებით, ა–---- ბ---------ს ექსპერტიზა არ უტარდება, ვინაიდან მას არ აქვს სასჯელი დანიშნული.

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 24.05.2018 წ. მოქალაქე ე----- ბ---------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევის და მარცხენა ქვედაყბის ქვედა მიდამოში შუა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულის განცხადება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ა–---- ბ---------ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, თანდართული მასალებით, დახასიათება, ზ------ ბ---------ის გამოკითხვის ოქმი, გ------ი ტ----–---–ის, ნ-------- შ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა–---- ბ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ა–---- ბ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გართულებული, მას აქვს ინსულტი და არის დეზოორიენტირებული, არის 70 წელს მიღწეული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა–---- ბ---------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა–---- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. ა–---- ბ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.

3. ა–---- ბ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი