გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/8159-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელეები - ბ-----–-------–--ლი, ლ--–-----------ლი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი
მესამე პირი - ი-----------–--ე
წარმომადგენელი - ი-----–-------------–---–ი
მესამე პირი - ქ-------------–--ე
წარმომადგენელი - ი-----–-------------–---–ი
მესამე პირი - ნ-----–-------–---–ი
წარმომადგენელი - მ----------–----ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №88-----------16 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - ი-----------–--ის და ქ-------------–--ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მესამე პირის - ნ-----–-------–---–ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 18.02.20-6) დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ-------- ქუჩა, №21, საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--/0--, დაზუსტებული ფართობი: 743.00 კვ.მ, რეგისტრირებულია ნ-----–-------–---–ის 1/2 ნაწილი, ლ--–-----------ლის 1/4 ნაწილი, ბ-----–-------–--ლის 1/4 ნაწილი, თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-6 წლის 18 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 71-73).
4.1.2. 20-7 წლის 23 ივნისს ქ-------------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------- ქუჩა №23 (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--), რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. №88---------- განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ირინე და ქ-------------–--ეებს შორის გაფორმებული შეთანხმება, შპს „სუ----------ის“ დირექტორის, ე---–------------ის განცხადება, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ი-----------–--ის და ქ-------------–--ის პირადობის მოწმობების ასლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ-------------–--ის 20-7 წლის 23 ივნისის №88---------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 159-166).
4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 29 ივნისის №88-----------03 გადაწყვეტილებით ქ-------------–--ეს ეცნობა, რომ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 0-.1-.0-.0--.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარსადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 29 ივნისის №88-----------03 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 197-198).
4.1.4. 20-7 წლის 30 ივნისს ქ-------------–--ემ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ-------------–--ის 20-7 წლის 30 ივნისის №88---------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 167-169).
4.1.5. „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ივლისის №88-----------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით იცვლებოდა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-7 წლის 06 ივლისის №2----- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან გამოითხოვა თანხმობა მითითებული უძრავი ნივთის კონფიგურაციის ცვლილებასთან დაკავშირებით და №88---------- სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო მითითებულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ივლისის №88-----------05 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 20--202).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ივლისის №2----- წერილი (ტ. I, ს.ფ. 193-194).
4.1.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 07 აგვისტოს №60-0-1-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ „სამსახურის ვებგვერდზე http://tas.ge/-ზე 26.07.20-7წ. NAR1------ განაცხადით ფიქსირდება საჩივარი, თქვენს მიერ ისნის რაიონი, მ-------- ქ. №23-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--) საზღვრების კონფიგურაციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, სადაც ასევე ჩანს რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა. შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ისნის რაიონი, მ-------- ქ. №23-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--) საზღვრების კონფიგურაციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ზემოთაღნიშნული დავის დასრულებამდე.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 07 აგვისტოს №60-0-1-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 196).
4.1.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 13 სექტემბრის №60-0---------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 07 აგვისტოს №60-011-------- წერილში ფიქსირდებოდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, სარეგისტრაციო უძრავ ნივთთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა სასამართლო დავა და არქიტექტურის სამსახურს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიაჩნდა 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციის ცვლილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 13 სექტემბრის №60-0---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 195).
4.1.8. 20-7 წლის 21 აგვისტოს ქ-------------–--ემ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, თბილისის არქიტექტურის სამსახურის №3------ გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 20-7 წლის 22 მაისის №9--- წერილი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ-------------–--ის 20-7 წლის 21 აგვისტოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 1-0-1-7).
4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 25 აგვისტოს №88-----------12 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით იცვლებოდა რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია, რომლის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საკუთრების აღიარების მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-7 წლის 25 აგვისტოს №3----8 მიმართვით გამოითხოვა თანხმობა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ხოლო სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო მითითებულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 25 აგვისტოს №88-----------12 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 211-212).
4.1.10. 20-7 წლის 05 ოქტომბერს ქ-------------–--ემ №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ-------------–--ის 20-7 წლის 05 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 228-229).
4.1.11. „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილებით ქ-------------–--ის 20-7 წლის 05 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების განახლება, საქმის გარემოებების გამოკვლევა, შესწავლა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ აქტის სამართლებრივი დასაბუთების 2.7. 2.8 პუნქტების გათვალისწინებით, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განკარგულია ქ. თბილისში, მ-------- ქუჩის №23-ში მდებარე უძრავი ნივთი, რომლის ფართობი, №88---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, არ იცვლება. ამასთან, 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილება ხორციელდება უმნიშვნელოდ და არსებითად არ იცვლება მიწის ნაკვეთის საზღვრები. მომიჯნავე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით, ამდენად, ქ-------------–--ის მიერ მოთხოვნილი ცვლილების განხორციელებით ვერ შეილახება მოსაზღვრე უძრავი ნივთის მესაკუთრეთა ინტერესები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 224-227).
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №88-----------16 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით ქ-------------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------- ქუჩა №23, რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №88-----------16 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 13);
- 20-7 წლის 13 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 14);
- 20-7 წლის 13 ნოემბრის საკადასტრო გეგმა (ტ. I, ს.ფ. 15).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ-----–-------–--ლის და ლ--–-----------ლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- და 20-7 წლის 13 ნოემბრის №880-7550437-16 გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-7 წლის 23 ივნისს ქ-------------–--ემ №88---------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------- ქუჩა №23 (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--), რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 29 ივნისის №88-----------03 გადაწყვეტილებით ქ-------------–--ეს ეცნობა, რომ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 0-.1-.0-.0--.051 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარსადგენად.
20-7 წლის 30 ივნისს ქ-------------–--ემ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
„სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ივლისის №88-----------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით იცვლებოდა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-7 წლის 06 ივლისის №2----- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან გამოითხოვა თანხმობა მითითებული უძრავი ნივთის კონფიგურაციის ცვლილებასთან დაკავშირებით და №88---------- სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო მითითებულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 20-7 წლის 13 სექტემბრის №60-0---------- წერილით ეცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა სასამართლო დავა და არქიტექტურის სამსახურს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიაჩნდა 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციის ცვლილება.
20-7 წლის 21 აგვისტოს ქ-------------–--ემ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, თბილისის არქიტექტურის სამსახურის №3------ გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 20-7 წლის 22 მაისის №9--- წერილი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 25 აგვისტოს №88-----------12 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით იცვლებოდა რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია, რომლის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საკუთრების აღიარების მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-7 წლის 25 აგვისტოს №3----8 მიმართვით გამოითხოვა თანხმობა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ხოლო სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო მითითებულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე.
20-7 წლის 05 ოქტომბერს ქ-------------–--ემ №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
„ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილებით ქ-------------–--ის 20-7 წლის 05 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №88---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების განახლება, საქმის გარემოებების გამოკვლევა, შესწავლა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ აქტის სამართლებრივი დასაბუთების 2.7. 2.8 პუნქტების გათვალისწინებით, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №88-----------16 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით ქ-------------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ-------- ქუჩა №23, რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე დარეგისტრირდა ქეთევან და ი-----------–--ეების საკუთრების უფლება.
7.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას“, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული 20-7 წლის 13 ნოემბრის №88-----------16 გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა №88---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 20-0 წლის 13 იანვრის და 20-7 წლის 13 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ცვლილების რეგისტრაციის შედეგად ქ. თბილისში, მ-------- ქუჩა №23-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--) ფართობი არ შეცვლილა და 615 კვ.მ-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 20-7 წლის 13 ნოემბრის რეგისტრაციის შედეგად განხორციელებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--) საზღვრების, კოორდინატების ცვლილების საკითხს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც ირკვევა, რომ 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავ ნივთის (0-.1-.0-.0--/0--) და 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება არ ფიქსირდება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად და სადავო გადაწყვეტილებებით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მესამე პირის საკუთრების უფლება ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას, სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებული იყო დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით, ხოლო №88---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება არ დაფიქსირდა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №880-7550437-16 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მოსარჩელეების უფლებების და კანონიერი ინტერესის შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტზე, რომლითაც კანონმდებელი განმარტავს დაინტერესებული პირის ცნებას. კერძოდ, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება მოსარჩელეების კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-----–-------–--ლი და ლ--–-----------ლი არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მათი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის ვალდებულება არ ეკისრებოდა.
7.4. მოსარჩელეები ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 ნოემბრის №880-7550437-16 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ირინე და ქ-------------–--ეებმა უკანონოდ განახორციელეს შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ასევე მისი რეგისტრაცია, რაც უსაფუძვლოდ ზღუდავს მათ უფლებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია გულისხმობს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების აღრიცხვას. აქედან კი გამომდინარეობს, რომ საჯარო რეესტრი მხოლოდ ადასტურებს რეგისტრირებული მონაცემების არსებობას და არ არის უფლებამოსილი ორგანო განსაზღვროს შენობა-ნაგებობის კანონიერება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სამშენებლოდ განვითარება მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელსაც წყვეტს ერთიანი საჯარო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო მშენებლობის ნებართვის გაცემის სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის კანონიერების დასადგენად საკმარისად იქნება მიჩნეული მხოლოდ შენობა-ნაგებობის, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ობიექტის კანონიერების დასადგენად აუცილებელ დოკუმენტად არ იქნება მიჩნეული სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი, მაშინ აზრს დაკარგავს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი სამშენებლო საქმიანობის სფეროში. აღნიშნული კი დაუშვებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-7 წლის 19 ოქტომბრის №ბს-360-357(2კ-1-) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის პროცესებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელ განსახვავებულ ორგანოებს. კერძოდ, საჯარო რეესტრი განიხილება, როგორც საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი.“
სასამართლო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, არ შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისი კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (მოსარჩელეთა საკუთრებასთან) ზედდება (მათ შორის შენობა-ნაგებობების ნაწილშიც) არ დაფიქსირდა, მოსარჩელეთა მითითება კაკუშაძეების მიერ შენობა-ნაგებობის უკანონო მშენებლობის განხორციელების შესახებ, ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, იგი წარმოადგენს სხვა დავის საგანს და ვერ გახდება მოცემული სასამართლოს მსჯელობის საგანი.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 06 ნოემბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ და 20-7 წლის 13 ნოემბრის №880-7550437-16 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ბ-----–-------–--ლის და ლ--–-----------ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია