განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
330100118002262387
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ან-------ა,დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ირ------------ე,თარჯიმანი - მა---------–----ე,ბრალდებული - გა-----------------------------ნი, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: და მცხოვრები: ქ.თბილისი, 4---------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტები და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავესათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2000 წლიდან გა----------------ი და ინ---–--–-----ი იმყოფებიან ქორწინებაში და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები გი------------------ი და გი-------------ნი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მე----------–------–-------------ში. წლების განმავლობაში 2017 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით გა----------------ი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის და სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ინ---–--–-----ს და არასრულწლოვან შვილებს გი------------------ს და გი-------------ნს, მათ მიმართ ახორციელებდა მრავალჯერად ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ასევე მრავალჯერადად მათ ხელის და ფეხის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგად მათ მიადგათ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, გა----------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ინ---–--–-----მა, გი------------------მა, გი-------------ნმა, მოწმეებმა რუ----------------მა და გე------------------მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ას---------------მა განაცხადა, რომ ბრალდებული არის ქმრის ძმა. 2017 წლის 06 დეკემბერს სახლში არ იყო და არ იცის რა მოხდა. მას გამომძიებლისათვის არ უთქვამს, რომ სისტემატურად ჩხუბობდნენ. ცოლ-ქმარი ყველა კამათობს, თუმცა მან არ იცის რამდენჯერ იკამათეს მათ. ის მუშაობს და არ იცის ოჯახში რა მოხდა.

 

მოწმე ზუ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა 2017 წლის 6 დეკემბერს. სახლის კარი გააღო ბავშვმა და უთხრა, რომ სცემეს. როდესაც ის და მისი თანამშრომელი ოთახში შევიდნენ დახვდათ მძინარე გა----------------ი, რომელიც დაკავებული იქნა მათ მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გა----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სახლი მდებარეობს ქ. თბილისში, მ------------–------–-----------9-ში. დათვალიერებული იქნა სახლი, მათ შორის ინ---–--–-----ისა და გა----------------ის საძინებელი ოთახი, სადაც შეინიშნებოდა არეულობა. ინ---–--–-----მა აღნიშნა, რომ სწორედ საძინებელ ოთახში მიაყენა 2017 წლის 06 დეკემბერს მისმა მეუღლემ გა----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გი-------------ნის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს,ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ინ---–--–-----ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა,სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გი------------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევები (ორი ნაჭდევი) მარჯვენა ლოყის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა--------------მ,საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი (უტყუარი) მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ხოლო რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები (თვითმხილველები) და ჩვენებაში უთითებენ, რომ ინფორმაციას დაზარალებულებისგან (ინ---–--–-----ი, გი------------------ი) ფლობენ, თუმცა არცერთმა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა. გარდა ამისა, სამართალდამცავების ჩვენებებიდან ასევე დგინდება შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა, მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ და რა ვითარებაში მოახდინეს ბრალდებულის გა----------------ის დაკავება, მაგრამ ამ ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულების მიმართ განახორციელა ძალადობა. არ დასტურდება აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. სადავო არ არის, რომ ინ---–--–-----ს, გი------------------სა და გი-------------ნს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მაგრამ იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მათ აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულებს მიაყენა გა----------------მა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან (ექსპერტიზის დასკვნა) არ გამომდინარეობს. ისევე როგორც არ გამომდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან - შემთხვევის ადგილის დათვალიერება ზოგადად ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით. არ შეიძლება კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურდეს ის, რაც არ გამომდინარეობს მისი ბუნებიდან და შინაარსიდან. საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირი ფლობს (მოწმე, დაზარალებული) უნდა აისახოს გამოკითხვის ოქმში, ხოლო შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში და არა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პირმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტუროს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში - იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც შეიცავს დაზარალებულის სავარაუდო ინფორმაციას, ვინაიდან იგი აღნიშნულს არ ადასტურებს საქმის არსებითი განხილვისას, ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება და ვერ დადასტურდება რაიმე ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. თუმცა, მიუხედავად ამ ტიპის საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გა----------------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გა----------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გა----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

გა----------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

01 ცალი CD დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

დაზიანებული თმის სამაგრი - განადგურდეს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე