განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/198-18.წ
გამოძიების ნომერი N041-40218005
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ლ---------–---–ი
მამის სახელი: რ---–-----
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 0-.1-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქუთაისი, ა------–-----–ის ქ. #1---
ადვოკატი: არჩილ ნიჟარაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა, 2018 წლის 23 თებერვალს, ქუთაისში, ა------–-----–ის პირველი შესახვევი #1----ში მდებარე ბინაში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ლ-- ლ---------–---–ს, კერძოდ, შეაგინა და ხელი დაარტყა სახეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული--ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-- ლ---------–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი არის მისი მეუღლე, ყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. მიუთითებს, რომ შემთხვევამდეც ბრალდებულთან ქონდა დაძაბული ურთიერთობა. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 თებერვალს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, კარგად ვერ იყო, რადგანაც იმ დროს იყო ორსულად, დაუკავშირდა მისი მეუღლე ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი და სთხოვა მას, რომ სახლში სტუმრად მოჰყავდა მისი დისშვილი და შეეწვა მათთვის კარტოფილი, რაზედაც უპასუხა, რომ იყო ცუდად და კარტოფილი ვერ შეუწვავდა, ამის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი, მის ნათესავ მამუკასთან ერთად დაბრუნდა სახლში და ისევ უთხრა მას შეეწვა მათთვის კარტოფილი, რაზედაც უარით უპასუხა, რადგანაც კარტოფილი სჭირდებოდა ბავშვებისთვის. სახლში დაბრუნებულ ბრალდებულს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, ასევე, სახლში მიიტანა არაყი და ძეხვი. დაზარალებულის განმარტებით, რადგანაც იყო ცუდად, მან დატოვა საცხოვრებელი სახლი და წავიდა მის დედასთან, რომელიც მუშაობს იქვე არსებულ ,,მარკეტში“ და იმყოფებოდა მასთან, როდესაც დედასთან ერთად დაბრუნდა სახლში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულამდე ისმოდა მათი ბინიდან გამომავალი მაღალი მუსიკის ხმა. როდესაც სახლში შესვლისთანავე კითხა მეუღლეს თუ რას ზეიმობდნენ, ხოლო მისმა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა უთხრა თუ სად წავიდა იგი მაშინ, როდესაც სახლში სტუმარი ჰყავდა მოყვანილი და მოულოდნელად ხელი დაარტყა სახის არეში, დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და შევიდა თავის ოთახში, სადაც გახდა ცუდად, რის გამოც, გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლითაც იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც, გაჰყვა მისი მეუღლე ბრალდებული დ----- ლ---------–---–იც. საავადმყოფოს ფულიც ამ უკანასკნელმა გადაიხადა და იმავე ღამეს ბრალდებულთან ერთად დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში. გზაზე მსვლელობის დროს ბრალდებულს ხმა არ ამოუღია და არც შემდგომ გაგრძელებულა იმ ღამით მათ შორის კონფლიქტი. განმარტავს, რომ კონფლიქტის დროს იქვე მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილი მიმართავდა ბრალდებულს ,,დედას ნუ ურტყამო“. მიუთითებს, რომ სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ ბრალდებულს თვითონ გაუმზადებია საჭმელი სტუმრისათვის. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევიდან მეორე დღეს, დედასთან ი------–--–-–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დღის საათებში სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი, რომელიც იყო გაღიზიანებული, აგინებდა, როგორც მას, ასევე, მის დედასაც, შემდგომ აიღო თავისი ნივთები ჩაალაგა თავისი ,,ბარგი“ და უთხრა მათ, რომ მათთან ერთად ვერ იცხოვრებდა. როდესაც გარეთ გადიოდა, მიმართა მათ ,,პატრული არ გამოიძახოთ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო“. დაზარალებულის განმარტებით, ამ სიტყვებით ბრალდებული დაემუქრა მათ, რის გამოც, იგი ძალიან შეშინებული იყო. ამ მუქარის შესახებ მან განუცხადა მის დას და სიძეს ტელეფონზე საუბრის დროს. განმარტავს, რომ სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დაახლოებით 17:00 საათზე, როგორც მისთვის ცნობილია პოლიცია გამოიძახა დედამისმა ი------–--–-–---–მა. მიუთითებს, რომ ამჟამად ორსულად არ არის. ორსულობა შეწყდა მისი მხრიდან ხელოვნურად. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას ბრალდებულმა ბავშვები სახლში იმყოფებოდნენ, ხოლო მისი უფროსი გოგო კი ტიროდა. განმარტავს, რომ სახლიდან წასვლის შემდგომ დედასთან ერთად სახლში დაბრუნდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე და როდესაც სახლში შევიდა, მის კითხვაზე, თუ რას ზეიმობდნენ ბრალდებულმა უპასუხა ,,ენას ნუ მიტრიალებო,“ ,,სად წახვედი მე სტუმარი მოგიყვანეო“ და ამის შემდგომ დაარტყა მას. ბრალდებულს მისთვის ადრეც მიუყენებია სიტყვიერ შეურაცხყოფა, ხოლო სხცა დროს ფიზიკურ შეურაცყოფას მის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა ი------–--–-–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. პირველი შესახვევი #1----ში. ჰყავს შვილი დაზარალებული ლ-- ლ---------–---–ი და სამი შვილიშვილი, მისი შვილის მეუღლეა ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 თებერვალს, დღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ღამის საათებში მასთან მივიდა მისი შვილი ლ-- ლ---------–---–ი, რომელიც იყო შეუძლოდ. მასთან ერთად სახლში დაბრუნდა დაახლოებით ღამის 01:00 საათისათვის. მისი საცხოვრებელი სახლიდან ისმოდა მუსიკის ხმა, როდესაც სახლში შევიდნენ მის შვილს ლ-- ლ---------–---–ს სახეზე შეეტყო, რომ იყო უკმაყოფილო იმის გამო, რომ მისი სიძე სტუმართან ერთად იმყოფებოდა სახლში და ხმამაღლა ჩართული ჰქონდა მუსიკა. შესვლისთანავე ბრალდებულმა უთხრა მის შვილს, რომ თუ სად წავიდა სახლიდან და გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მისმა შვილმა მიატოვა იგი სტუმართან ერთად. რის გამოც, ბრალდებულმა მის შვილს ლ-- ლ---------–---–ს ხელი გაარტყა სახის არეში. მოწმის განმარტებით, ამ დარტყმის შედეგად მის შვილს არც სისხლი წამოსვლ-- და არც გონება დაუკარგავს, მაგრამ გახდა ცუდად, რის გამოც, გამოიძახეს სასწრაფო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა თან გაყვა მათ დ----- ლ---------–---–ი. საავადმყოფოში გასინჯეს და უმკურნალეს მის შვილს და სახლში დაბრუნდნენ, იმ ღამით ბრალდებულსა და მის შვილს შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულა. მოწმის განმარტებით, შემთხვევიდან მეორე დღეს, შუადღის საათებში სამსახურიდან სახლში დაბრუნდა მისი სიძე დ----- ლ---------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული, მისი შვილი და იგი ისევ შეკამათდნენ. მოწმის განმარტებით ბრალდებული მის მიმართ იყო ძალიან აგრესიული უწოდა მას სულელი. ბრალდებული ამბობდა ,,უნდა დაგტოვოთო“, მოკიდა თავის ბარგს ხელი და უთხრა მათ, რომ ,,მე მივდივარ სახლიდან და პოლიციაში არ დარეკოთ თორემ არ ვიცი რას ვიზამო“ და წავიდა მათი სახლიდან. განმარტავს, რომ შემთხევის დღეს, ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა მის შვილს ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მისი შვილი ,,შებარბაცდა“ და ამ დარტყმის შემდეგ გავიდა გარეთ და გაჩერდა კიბეზე. რაც შეეხება მეორე დღეს მომხდარ ფაქტს, მოწმის განმარტებით, ბრალდებულს მისი შვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი მეორე დღესაც გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ თუ რატომ მიატოვა იგი მისმა შვილმა სტუმართან ერთად. ადასტურებს, რომ მის შვილსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერ კონფლიქტს ადრეც ჰქონდა ადგილი. მიუთითებს, რომ მისი შვილი ძალიან გაღიზიანებულია, ყველაფერზე ნერვები ეშლება, მისი სიძე დ----- ლ---------–---–ი შემთხვევის დღეს ალბათ იმიტომ გაბრაზდა, რომ მისმა შვილმა მიატოვა სტუმართან ერთად, შემთხვევის დღეს მის შვილს ლ-- ლ---------–---–ს ბრალდებულისთვის ხელი არ დაურტყამს. განმარტავს, რომ ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი ხუთი წელია რაც მისი სიძეა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა შ--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 24 თებერვალს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ა------–-----–ის ქუჩის N1 საცხოვრებელ ბინაში დ----- ლ---------–---–მა იძალადა მის მეუღლეზე ლ-- ლ---------–---–ზე. აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, ი-----–--------სთან ერთად გავიდა ზემოთაღნიშნულ მისამართზე, სადაც იმყოფებოდ ლ-- ლ---------–---–ი თავის სამ არასრულწლოვან შვილთან დედასთან ი-------–--–-–---–თან ერთად. განმარტავს, რომ იქ მისულებს დ----- ლ---------–---–ი არ დახვდათ, ხოლო ლ-- ლ---------–---–მა განუმარტა მათ, რომ იყო ფეხმძიმედ მე-4 შვილზე, მიუთითა, რომ წინა დღით, 23 თებერვალს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა კერძოდ, აგინა დედისა და მისი ახლობლების მისამართით და შემდეგ ხელი გაარტყა სახის არეში. ასევე განმარტა, რომ იმ დღესაც, კერძოდ, 24 თებერვალსაც მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახლიდან წასვლის დროს კი მოკვლით დაემუქრა თუ სადმე რაიმეს იტყოდა. სახლში მყოფმა ლ-- ლ---------–---–მა განუმარტა მათ, რომ მისი ქმარი დ----- ლ---------–---–ი სავარაუდოდ იმყოფებოდა მისი დის საცხოვრებელ ბინაში მ–-------ის ქუჩაზე ბინა N2-ში. განმარტავს, რომ ამის შემდგომ ისინი წავიდნენ ზემოდ მითითებულ მისამართზე, სადაც ნახეს დ----- ლ---------–---–ი, მოხდა მისი დაკავება და განყოფილებაში გადაყვანა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებებისათვის, ასევე აღნიშნავს, რომ დაკავების მომენტში დ----- ლ---------–---–ს მათთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ი-----–--------მ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 თებერვალს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, დღის მეორე ნახევარში განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, შ--------------ესთან ერთად გავიდა ა------–-----–ის ქუჩის პირველ ნომერ ბინაში, სადაც გაესაუბრნენ შეტყობინების ინიციატორს ლ-- ლ---------–---–ს, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა მას, კონკრეტულად თუ რა სახის მუქარას ქონდა ადგილი არ ახსოვდა. ლ-- ლ---------–---–მა უთხრა მათ, რომ მისი მეუღლე ინციდენტის შემდეგ წასული იყო მათი საცხოვრებელი ბინიდან და სავარაუდოდ იმყოფებოდა მისი დის საცხოვრებელ ბინაში მ–-------ის ქუჩაზე ბინა N2-ში. განმარტავს, რომ ამის შემდგომ ისინი წავიდნენ ზემოთმითითებულ მისამართზე, სადაც ნახეს დ----- ლ---------–---–ი, მოხდა მისი დაკავება და განყოფილებაში გადაყვანა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, დაკავების მომენტში დ----- ლ---------–---–ს მათთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. განმარტავს, რომ ზუსტად არ ახსოვს თუ რა სახის ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა დაზარალებულს მიყენებული. მისი განმარტებით, სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 24 თებერვალს განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, კერძოდ, შეტყობინების თანახმად, დ----- ლ---------–---–მა იძალადა მის მეუღლეზე ლ-- ლ---------–---–ზე მათი არასრულწლოვანი სამი შვილის თანდასწრებით. განმარტავს, რომ ამის შემდგომ ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც, მათ შორის, ბრალი წარუდგინა დ----- ლ---------–---–ს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N001287118 დასკვნის თანახმად ,,24.02.2018წ-ს 20:26-20:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ-- ლ---------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
მოწმის სახით დაკითხულმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა მ-------------–--ემ დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 24 თებერვალს შესაბამისი დადგენილებით საექსპერტო ბიუროში წარდგენილი იქნა მოქალაქე ლ-- ლ---------–---–ი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. განმარტავს, რომ შემოწმების დროს, ლ-- ლ---------–---–მა განუცხადა მას, რომ მისმა მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაარტყა სახის არეში, ის უჩიოდა ტკივილებს სახის არეში. განმარტავს, რომ გარეგნულად მას მექანიკური დაზიანებისათვის ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებული ლ-- ლ---------–---–ი ექვსი წელია არის მისი მეუღლე. ყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, შემთხვევის დროს მისი მეუღლე იყო ორსულად. იგი ცხოვრობდა მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მეუღლესთან შვილებთან და მეუღლის დედასთან ი------–--–-–---–თან ერთად. ამ ხნის მანძილზე იგი თავისი ფიზიკური შრომით და ამ შრომის შედეგად მიღებული შემოსავლით ეხმარებოდა ოჯახს, რისთვისაც მუშაობდა რამდენიმე ადგილას, რომ ოჯახი ერჩინა. განმარტავს, რომ მეუღლესთან დაზარალებულ ლ-- ლ---------–---–თან წელიწადნახევარია რაც დაეძაბა ურთიერთობა, ადრე იგი მისი დამჯერე იყო. ბოლო დროს მისი მეუღლე მასთან არ ურთიერთობდა და არც ბავშვებს უვლიდა სათანადოდ, ეჭვიანობდა მასზე იმის გამო, რომ მისი მეუღლე მას საერთოდ არ ეკარებოდა. შემთხვევის დღეს, შეხვდა მის დისშვილს მ--------------ეს, რომელთან ერთადაც მიიღო ცოტა რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი დაპატიჟა სახლში, დაურეკა მის მეუღლეს და სთხოვა სახლში მისვლამდე შეეწვა მათთვის კარტოფილი. რაზედაც მისმა მეუღლემ უარით უპასუხა ,,ვერ შეგვიწვავო“. ამ დროს მას პირადად ჰქონდა სახლში მიტანილი ერთი ტომარა კარტოფილი. როდესაც თავის დის შვილთან ერთად სახლში მივიდა, ეთამაშა ბავშვებს, ხოლო მეუღლეს უთხრა, თუ რატომ არ შეუწვა მას კარტოფილი, იქნებოდა დაახლოებით ღამის 11 საათი, როდესაც მისი მეუღლე გავიდა სახლიდან ისე, რომ მის კითხვაზე თუ სად მიდიოდა არაფერი არ უპასუხა. მეუღლის სახლიდან გასვლის შემდგომ თვითონ შეწვა კვერცხი, ჩართო ,,პლეიერი“ და უსმენდა მუსიკას. როდესაც მისი მეუღლე სახლში დაბრუნდა, უთხრა მას, ,,რა დღეში ხარო“. მის კითხვაზე თუ რატომ არ გაუკეთა საჭმელი და რატომ დატოვა სტუმართან ერთად მარტო მეუღლემ უპასუხა, რომ არ უნდოდა მისთვის საჭმლის გაკეთება, დაუწყო შენიშვნების მიცემა ,,სიგარეტს რატომ ეწევიო“. ბრალდებულის განმარტებით, მეუღლის ამ მოქმედების შედეგად იგი აღელდა და შეაგინა მას, რა დროსაც, მისმა მეუღლემ ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც, თვითონაც ხელი კრა მის მეუღლეს სახის არესი. ამ დროს მეუღლის დედამ დაიწყო ყვირილი, სთხოვდა მას ბოდიში მოეხადა ლ-- ლ---------–---–ისთვის. ეუბნებოდა ,,მუცელი არ მოეშალოსო“. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და როდესაც მეუღლე მიიყვანა ,,ეხოსკოპიაზე“ ექიმმა თქვა, რომ საშიში არაფერი არ იყო. საავადმყოფოსთან დაიქირავა ტაქსი და ის და მისი მეუღლე დაბრუნდნენ სახლში და დაწვნენ დასაძინებლად. მეორე დღეს, დილით, დაახლოებით 06:00 საათზე დაურეკეს ნიკიას ბაზრობიდან და წავიდა სამუშაოდ, საიდანაც დაბრუნდა სახლში. როდესაც მისმა მეუღლემ კარები გაუღო ჰკითხა მას, შესულიყო თუ არა სახლში, მეუღლემ თანხმობა უთხრა, რის შემდეგაც შევიდა საძინებელ ოთახში და დაღლილობის გამო ჩაეძინა, მაგრამ გააღვიძა მისი მეუღლისა და სიდედრის ხმამ, რომლებიც ამბობდნენ „როგორ მოხვედი შე უნამუსოო“, რამაც გამოიწვია მისი აღელვება და გადაწყვიტა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. აიღო მისი ჩანთა და დაუბარა მეუღლეს და მის დედას, რომ მიეხედათ ბავშვებისათვის და წამოვიდა მათი სახლიდან ისე, რომ არავის არ დამუქრებია. მივიდა მისი დის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დააკავა პოლიციამ. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც შეაგინა მის მეუღლეს ამ დროს დაარტყა ამ უკანასკნელმა მას სახეში, ხოლო თვითონ კი მეუღლისთვის სახეში არ დაურტყამს, ხელით ,,უჯიკავა“ სახის არეში მისი მოშორების მიზნით. ადასტურებს, რომ მეუღლეს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. განმარტავს, რომ იგი არჩენდა ოჯახს თავისი შრომით და ფიზიკური შრომის შედეგად დაახლოებით 1000 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი, რომელსაც მთლიანად ოჯახს ახმარდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ბრალდებულის ჩვენებას შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია ბრალდებულის ჩვენება შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და რამდენად შეესაბამებიან მათში გადმოცემული ფაქტები, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასახავს თუ არა ბრალდებულის ჩვენებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს.
საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N450744) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა პატრულ ინსპექტორ ა. ხარატიშვილისაგან.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, 2018 წლის 24 თებერვალს ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. პირველი შესახვევის #1-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ლ-- ლ---------–---–ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.
დაზარალებულმა ლ-- ლ---------–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დაროს, დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედასთან ი------–--–-–---–თან ერთად დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც სტუმართან ერთად იყო მისი მეუღლე დ----- ლ---------–---–ი და მაღალ ხმაზე უსმენდა მუსიკას, სახლში შესვლისთანავე უთხრა მეუღლეს, თუ რას ზეიმობდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა უთხრა რატომ არ შეუწვა კარტოფილი, შეაგინა, მიუახლოვდა მას და ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ, დაადასტურა, რომ შემოწმების მიზნით ექსპერტიზაზე წარდგენილ ლ-- ლ---------–---–ს, რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, მაგრამ უჩიოდა ტკივილს სახის არეში და აცხადებდა, რომ მეუღლემ დ----- ლ---------–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმე ი------–--–-–---–ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც, ეს უკანასკნელი უშუალოდ შეესწრო ბრალდებულსა და მის შვილს - ლ-- ლ---------–---–ს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოწმემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს სრულყოფილად აღწერა და დაადასტურა, ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის მხრიდან შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, კერძოდ, მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 თებერვალს ღამის საათებში, როდესაც მისი შვილთან ლ-- ლ---------–---–თან ერთად სახლში დაბრუნდა მისი საცხოვრებელი სახლიდან ისმოდა მუსიკის ხმა, როდესაც სახლში შევიდნენ, მის შვილს ლ-- ლ---------–---–ს სახეზე შეეტყო, რომ იყო უკმაყოფილო იმის გამო, რომ ხმამაღლა ქონდა მუსიკა ჩართული მის სიძეს დ----- ლ---------–---–ს. შესვლისთანავე ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა უთხრა მის შვილს, რომ თუ სად წავიდა სახლიდან და გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მისმა შვილმა მიატოვა იგი სტუმართან ერთად. რის გამოც, ბრალდებულმა მის შვილს ლ-- ლ---------–---–ს ხელი გაარტყა სახის არეში. მოწმის განმარტებით ამ დარტყმის შედეგად მის შვილს არც სისხლი წამოსვლია და არც გონება დაუკარგავს, მაგრამ გახდა ცუდად, რის გამოც, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რა დროსაც თან ახლდათ ბრალდებული დ----- ლ---------–---–იც. სადაც უმკურნალეს და როდესაც სახლში დაბრუნდნენ იმ ღამით ბრალდებულსა და მის შვილს შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არსებითად ეწინააღმდეგებიან საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაზარალებულისთვის რაიმე სახის დაზიანება არ მიუყენებია და მხოლოდ სახის არეში ხელით მიდებით მოიშორა იგი, რადგანაც ამ უკანასკნელმა ხელი დაარტყა სახეში, რაც, ბრალდებულის ჩვენების გარდა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შეიცავენ საკმარის საფუძველს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რის გამოც, სასამრთლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის მიერ, მისი მეუღლის დაზარალებულ ლ-- ლ---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში მითითებული პირების მიმართ, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.
წარდგენილ ბრალდებებში, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის დროს და ამის შედეგად შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა დ----- ლ---------–---–მა ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი ყოფილი მეუღლის ლ-- ლ---------–---–ის მიმართ, იმის გამო, რომ დაზარალებულმა არ შეასრულა მისი მოთხოვნა შეეწვა მისთვის კარტოფილი და ასევე, მარტო დატოვა სახლში სტუმართან ერთად, ამასთან, როგორც ბრალდებულის, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იცოდა, რომ მისი მეუღლე დაზარალებული ლ-- ლ---------–---–ი იყო ორსულად და ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ სახლში. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ლ-- ლ---------–---–მა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშნს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-- ლ---------–---–მა, განმარტა, რომ ბრალდებული კონფლიქტიდან მეორე დღეს, დღის საათებში, აღელვებული დაბრუნდა სახლში და განუცხადა მას და მის დედას ი------–--–-–---–ს, რომ არ აპირებდა მათთან ერთად ცხოვრებას და მიდიოდა სახლიდან. ჩაალაგა თავისი ბარგი და სახლიდან გასვლის დროს უთხრა მათ, რომ ,,პატრულში არ დარეკოთ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო“ და ამ სიტყვების შემდეგ წავიდა სახლიდან. ანალოგიურად განმარტა, საცხოვრებელ სახლში მყოფმა დაზარალებულის დედამ, მოწმის სახით დაკითხულმა ი------–--–-–---–მაც და მიუთითა, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს, მათი საცხოვრებელი სახლიდან წასვლის წინ მისმა სიძემ ბრალდებულმა მას და მის შვილს დაზარალებულ ლ-- ლ---------–---–ს უთხრა, რომ ,,ახლა მე მივდივარ, პოლიციაში არ დარეკოთ თუ არა არ ვიცი რას ვიზამო“ და ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წავიდა მათი სახლიდან.
მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი შემთხვევიდან მეორე დღეს, საცხოვრებელი სახლიდან წასვლის წინ მისი ოჯახის წევრებს კონკრეტულად არ დამუქრებია სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანებით, რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულის მხრიდან გამოხატული არ ყოფილა ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი კანონით დაცული სიკეთის განადგურების ან დაზიანების მუქარა. ბრალდებულმა მხოლოდ ზოგადად, ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე განაცხადა, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში იგი თავის თავზე პასუხს არ აგებდა. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, აღნიშნულის მიუხედავად, ფაქტზე პოლიცია დაზარალებულის დედამ გამოიძახა მეზობლის ტელეფონის საშუალებით. რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულის ამ განცხადებას რაიმე სახის შედეგი არ მოჰყოლია და არ შეიძლება წარმოადგენდეს საფუძვლიანი შიშის წარმოქმნის საფუძველს, მითუმეტეს, რომ ბრალდებული არავის არ დამუქრებია სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების განადგურების მუქარით. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავს მუქარის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რის გამოც, ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი უნდა გამართლდეს, მის მიმართ წარდგენილ სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ამ მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ----- ლ---------–---–ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ამასთან, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დ----- ლ---------–---–ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ასევე, მისი წარსული შებღალული არ ყოფილა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიერ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ასევე, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-270-ე, 271-275-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბრალდებული დ----- ლ---------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. მსჯავრდებულ დ----- ლ---------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში დ----- ლ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 24 თებერვლიდან - 25 ივნისის ჩათვლით.
6. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დ----- ლ---------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს დ----- ლ---------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე