განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002607058
N1/248-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
01 ოქტომბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ----- თ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ--–----- გ------ი
მამის სახელი: ნ---------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ი------------–ო
მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ტ----------ა
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 6-------–--------ზე, ბაკურციხის მიმართულებით, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „ვაზ -2107“, სახელმწიფო ნომრით С------, რომელსაც მართავდა ბ---- გ--–----–---–ი. ამავე დროს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ჩ---–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაკურციხის მიმართულებით სავალი ნაწილის კიდეზე ნელი სვლით მოძრაობდა ავტომობილი „OPEL VECTRA“, სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა მძღოლი გ--–----- გ------ი. მოძრაობისას გ--–----- გ------მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო ბაკურციხის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც საფრთხე შეუქმნა ბაკურციხის მიმართულებით სავალ ნაწილზე მოძრავ ბ---- გ--–----–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს „ვაზ-2107-ს“. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, ბ---- გ--–----–---–მა დაამუხრუჭა ავტომანქანა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ავტომობილებს შორის მოხდა შეჯახება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად „OPEL VECTRA-ს“, მგზავრმა თ----- ჩ-----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ----- ჩ-----–---–ის ჩვენებით, მოწმეების ბ---- გ--–----–---–ის, ვ----– მ-----–---–ის, ნ-----–--------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, ავტოტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–----- გ------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ გ--–----- გ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--–----- გ------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
7. გ--–----- გ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
9. გ--–----- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადარა მოეხსნას გ--–----- გ------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ მ------- მ---------ს (პირადი N3----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს საგარეჯოს რაიონის სოფელ დ-----------ში).
10. ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომობიილი „OPEL VECTRA“, სახელმწიფო ნომრით B--------, ხელწერილით დაუბრუნდა მფლობელს და ავტომობილი „VAZ-2017“, სახელმწიფო ნომრით C------, ხელწერილით დაუბრუნდა მესაკუთრეს დარჩეს მათ მფლობელობაში.
11. ბ---- გ--–----–---–ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა და გ--–----- გ------ის სისხლის ნიმუშის დარჩენილი ოდენობა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური