განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
010100113262837
დავის ტიპი
180 2 ბ
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100113262837

საქმე N1-540/13

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

29 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი _ დ--------------–ი

ადვოკატი – დ-------------ე

 

ბრალდებული: ი-----–--–-------- (დასწრების გარეშე)

მამის სახელი: ქ----–-

დაბადებული: 14.06.1----–--–ი

პ-----------------------------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ-----------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----------------–---–---–----------------

ნასამართლობა: ნ----------–--------------ე

 

ქმედები კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–--–--------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ი-----–--–--------მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება მოტყუებით. განზრახვის განსახორციელებლად, 2----–-–-----------------ს, მივიდა ქ---------–-----–----–----–-----------ში მდებარე „ს-------“ კომპიუტერულ მაღაზიაში, სადაც იქვე მომუშავე კ-----------------ს, მოტყუებით, თითქოსდა ავტომანქანა „ვოლცვაგენ გოლფ-4-ის“ (სახელმწიფო ნ---------------) სანაცვლოდ, ი-----–------------ზე გადასაცემად გამოართვა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო მეორე დღეს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით კვლავ გამოართვა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული თანხას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და ი-----–------------ს არ გადასცა. 2013 წლის 13 მარტს, ი-----–------------მ კ-----------------ის სახელზე გაცემული გენერალური მინდობილობა გააუქმა, ხოლო კ-----------------ს ჩამოართვეს ავტომანქანა. ი-----–--–-------ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა 5775 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2 ი-----–--–-------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

მოწმის სახით დაკითხული კ----------------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს შპს ,,ს-------“ კომპიუტერულ სერვის ცენტრში. ი-----–--–-------- იყო მისი თანამშრომლის, ა-–-------------------ს მეგობარი, რომელმაც იცოდა, რომ მას მანქანის ყიდვა უნდოდა. 2012 წლის დეკემბრის თვეში, მასთან სამსახურში მივიდნენ ი-----–--–-------- და ი-----–------------, რომელსაც სურდა ,,----––-------’’ მარკის ავტომანქანის გაყიდვა, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ კვირაში კვლავ მივიდა ი-----–--–--------. მან ი-----–------------ს მანქანა მიუყვანა და განუცხადა, რომ ი-----–------------ თვითონ ვერ მივიდა, არ სცალია, მაგრამ თანახმაა, რომ 3500 დოლარად გაყიდოს მისი კუთვნილი მანქანა და ამიტომ შესთავაზა მანქანა წაეყვანა ხელოსანთან და შეემოწმებინა. შეთანხმების შემთხვევაში დაეტოვებინა და გადაეხადა მანქანის საფასური. მანქანა შეამოწმა და დაიტოვა. ი-----–--–--------ს თავდაპირველად 1500 დოლარი გადასცა და უთხრა, რომ დანარჩენ თანხას გადაფორმების შემდეგ გადაიხდიდა, რაზედაც ი-----–--–--------მ უპასუხა, რომ ,,ი-----–------------ თბილისშია, თანხა მაინც მე უნდა მასესხოს და ფული მე მომეციო.“ ი-----–--–--------ს როგორც პატიოსან კაცს ისე იცნობდა, რის გამოც მეორე დღეს 2000 დოლარი გადასცა. ი-----–------------ს, რომ დაურეკა, მან უთხრა, რომ იცოდა ფული ი-----–--–--------ზე, რომ ჰქონდა გადაცემული და 2013 წლის 05 თებერვალს გენერალური მინდობილობით გადაუფორმა მანქანა, თუმცა მარტის თვეში გააუქმა მინდობილობა, ხოლო მანქანა პატრულმა ჩამოართვა.

 

1.3 მოწმე ი-----–------------ს ჩვენების თანახმად, ი-----–--–--------სთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. 2012 წლის დეკემბრის თვეში ი-----–--–--------მ თბილისიდან ჩამოუყვანა ავტომანქანა ,,ვ---––----------–---’’, რომელიც პროფილაქტიკაში ჰყავდა დატოვებული. აღნიშნული მანქანის გაყიდვის მიზნით, შპს ,,ს-------“ ოფისთან ის და ი-----–--–-------- შეხვდნენ კ-----------------ს, რომელსაც მანქანა მოეწონა, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. დეკემბრის ბოლოს, ი-----–--–--------მ მიაკითხა და უთხრა, რომ კ----------------- თანახმა იყო, რომ 3500 დოლარი გადაეხადა და საჭირო იყო მანქანის პროფილაქტიკაში წაყვანა და შემოწმება. ფულის გადაცემა არ უხსენებია. მანქანა წაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ არ გამოჩენილა. მას არც მანქანა დაუბრუნებია და არც ფული მიუტანია. რომ გამოჩნდა, განცხადა, რომ კ----------------ისაგან აღებული მანქანის ფული მევალეებმა წაართვეს. მისმა მეუღლემ სთხოვა კ----------------ისათვის მანქანის გადაფორმება, ხოლო თანხას აუცილებლად გადაიხდიდნენ პირველ მარტამდე, თუმცა პირობა არ შესრულდა, მხოლოდ 500 დოლარი მიუტანეს, რის გამოც გააუქმა მინდობილობა და მიმართა პოლიციას.

 

1.4 მოწმე ა-–-------------------ს ჩვენების თანახმად, მუშაობდა შპს ,,ს-------“ კომპიუტერულ სერვის ცენტრში. მისმა თანამშრომელმა, კ-----------------მ გამოთქვა მანქანის შეძენის სურვილი. მასთან სამსახურში დადიოდა მეგობარი, ი-----–--–--------, რომელმაც კ-----------------ს შესთავაზა ი-----–------------ს კუთვნილი მანქანის ყიდვა. ფასზე შეთანხმების შემდეგ,კ-----------------მ ი-----–--–--------ს თავდაპირველად გადასცა - 1500 დოლარი, მეორე დღეს - 2000 დოლარი. თანხის გადაცემას მასთან ერთად ესწრებოდა ე------ ფ------------ გარკვეული დროის შემდეგ, კ-----------------ს მინდობილობა გაუუქმეს და მანქანა ჩამოართვეს, რადგან გაირკვა, რომ ი-----–--–--------ს კ----------------ისაგან აღებული თანხა არ გადაუცია ი-----–------------სათვის.

 

1.5 მოწმე ე------ ფ------------ ჩვენების თანახმად, მუშაობდა შპს ,,ს-------“ კომპიუტერულ სერვის ცენტრში. მისმა ნათესავმა, კ-----------------მ, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, იყიდა მანქანა 3500 დოლარად. კ-----------------მ მანქანის ფული ი-----–--–--------ს გადასცა. გაირკვა, რომ ი-----–---–-------ემ მანქანის მესაკუთრეს დიასამიძეს ფული არ მიუტანა და ამიტომ კ-----------------ს გენერალური მინდობილობა გაუუქმეს და მანქანა ჩამოართვეს.

 

1.6 სასამართლო განმარტავს, თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს მოტყუება წარმოადგენს, რაც ნივთის მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეალობის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს. ამ დროს დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–--–--------მ დაზარალებულ კ----------------ის შეცდომაში შესაყვანად რეალობა განზრახ დაამახინჯა (კ-----------------ს განუცხადა, რომ ,,ი-----–------------ თბილისშია, თანხა მაინც მე უნდა მასესხოს და ფული მე მომეციო". ასევე დადგენილია, რომ მას დანაშაულებრივი განზრახის სისრულეში მოყვანის გეგმა წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული და შემუშავებული.

 

თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში ი-----–--–--------მ მოატყუა როგორც კ-----------------, ასევე ი-----–------------, თუმცა დაზარალებულს კ----------------- წარმოადგენს, რადგან ი-----–--–-------ის დანაშაულებრივი განზრახვა უშუალოდ მიმართული იყო კ----------------ის ფულადი თანხის დაუფლებისაკენ და მისი ქმედებით საბოლოოდ ზიანი მიადგა კ-----------------ს (გადაიხადა ავტომანქანა ,,ვ---––----------–-------’’ საფასური 3500 დოლარის ოდენობით, მაგრამ სანაცვლოდ ავტომანქანა ვერ მიიღო საკუთრებაში).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–---–-------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ი-----–--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების ხასიათს და სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას და თვლის, რომ ი-----–--–--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-217-ე, 219-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----–--–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. ი-----–--–-------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულ ი-----–--–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. მსჯავრდებულ ი-----–--–-------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი