განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/625-18 (№041010418005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ------ ტა--–---
სტაჟიორ-პროკურორი - რუ------- ლა----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ირ---–- გი--–-ს ძე მა-----–---–- - დაბადებული 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნი------------------.
ადვოკატი - ნა---- ჩხ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, დანით შეიარაღებული ირ---–- მა-----–---–- სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ქუთაისში, ნი----------------–----------------- - ში მდებარე მაღაზია ,,დეილიში“ მოლარე-კონსულტანტებს - ელ--- დი-----ს და ელ---- რუ----ს. ელ--- დი-----ს სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოთხოვა ფულადი თანხა. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს ,,დეილი“-ს კუთვნილი 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ირ---–- მა-----–---–-ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ელ---- რუ----ს, ელ--- დი-----ს, ჯი-–--- და-----–---–-ს, ბე--- ჯღ-------ს, ბი---- ახ--–-------ს, ლე--- მს----–----ა და ბრალდებულ ირ---–- მა-----–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ირ---–- მა-----–---–-ს დაკავებისა და პირადი ცხრეკის ოქმი, ირ---–- მა-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ირ---–- მა-----–---–-ს მონაწილეობით, ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ირ---–- მა-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–- მა-----–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ირ---–- მა-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ასაკს. ირ---–- მა-----–---–- ნასამართლობის არ მქონე პირია, მან აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ირ---–- მა-----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ირ---–- მა-----–---–ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა სანქციით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით.
რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას, ბრალდებულ ირ---–- მა-----–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით კანონმდებლის მიერ მოცემული დანაწესი (თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდებისას სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა) - ჩადენილი ქმედების ხასიათის, განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის სახელურები - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მისი ნდობის აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის გარე ზედაპირიდან აღებული ექვსი ცალი ხელის კვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის შიდა ზედაპირიდან აღებული სამი ცალი ხელის კვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სალაროს გასაღები - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სალარო აპარატი - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სალაროს მახლობლად იატაკიდან ამოღებული ღია ფერის სამი ცალი თმის მაგვარი ღერი - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სალაროს წინა დახლიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ირ---–- მა-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ათლარიანი, სამი ცალი ხუთლარიანი - დაუბრაინდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ყავისფერი ტყავის საფულე, ერთი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურით, სამსუნგ ს-8 ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრინდეს ბრალდებულ ირ---–- მა-----–---–ს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ირ---–- მა-----–---–-საგან აღებული ხელის ნახჭის ნიმუში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
ირ---–- მა-----–---–-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მოვერცხლისფრო ფერის დანა -განადგურდეს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ქუთაისი, ნი-------------–---------ში მდებარე შპს „დეილი“-ს მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ერთ ცალ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ქ. სამტრედია, აღ--–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ამოღებული მოვერცხლისფრო დანა და ნაქსოვი ქუდი - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ირ---–- მა-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ირ---–- მა-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ირ---–- მა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის სახელურები - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მისი ნდობის აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის გარე ზედაპირიდან აღებული ექვსი ცალი ხელის კვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის კარის მინის შიდა ზედაპირიდან აღებული სამი ცალი ხელის კვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სალაროს გასაღები - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სალარო აპარატი - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სალაროს მახლობლად იატაკიდან ამოღებული ღია ფერის სამი ცალი თმის მაგვარი ღერი - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სალაროს წინა დახლიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ირ---–- მა-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ათლარიანი, სამი ცალი ხუთლარიანი - დაუბრაინდეს დაზარალებულს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ყავისფერი ტყავის საფულე, ერთი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურით, სამსუნგ ს-8 ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრინდეს ბრალდებულ ირ---–- მა-----–---–ს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს;
ირ---–- მა-----–---–-საგან აღებული ხელის ნახჭის ნიმუში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს;
ირ---–- მა-----–---–-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მოვერცხლისფრო ფერის დანა -განადგურდეს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ქუთაისი, ნი-------------–---------ში მდებარე შპს „დეილი“-ს მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ერთ ცალ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ქ. სამტრედია, აღ--–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ამოღებული მოვერცხლისფრო დანა და ნაქსოვი ქუდი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური