განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2404-18
(001050518004)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ხ-------------–---–ის,ბრალდებულ გ-----------–---–ის,ადვოკატ ი-----------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–-------------------–---–ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–----------------–ს, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–---------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ-----------–---–ს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება შემდეგში:
2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 03:45 საათზე, თბილისში, მ-------------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------–---–ი შეეცადა მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ნ-----------------ის მფლობელობაში არსებულს 5500 (ხუთიათას ხუთასი) ლარად შეფასებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით U-------)
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ--------------–---–-----------------------------–--------------–ის გამოკითხვის ოქმები, გ---------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ავტომანანის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები ) ერთობლიობა გ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დანარჩენი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
გ-----------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 05 მაისიდან.
გაუქმდეს გ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა
ნივთიერი მტკიცებულები:
1. გ-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამღებული დანა, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 გაყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
2. გ-----------–---–ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები. რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3. ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, რომლრბიც ერთვის სისხლის სამათლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი