განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
200100118002594001
დავის ტიპი
362 1
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002594001

N1/239-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

03 ოქტომბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–---- ტ-----–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ-----–- ღ---–--ე

ბრალდებული: რ----- ა---------ი (დასწრების გარეშე)

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ა--–--ი

მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ----------------------–---, კორპ. N1, ბინა N42

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2014 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 16:50 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა „ფიატის“ სახელმწიფოი ნომრით V------ მართვის დროს, რ----- ა---------ი იყენებდა მძღოლის ყალბ მოწმობას, რაშიც იგი ამხილეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--ს თანამშრომლებმა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებული არ დაკითხულა, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მიმალვაში, თუმცა დაცვის მხარემ მტკივენულებები გახადა უდავოდ, მათ შორის რ----- ა---------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ ჰქონდა მართვის ყალბი მოწმობა და იყენებდა მას. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების რ----- ა---------ის, ზ--------–-–---–ის, გ------- მ------–---–ის და ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმით, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ა---------მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ რ----- ა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

5. რ----- ა---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იმყოფებოდა მიმალვაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდესგ, მის ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ----- ა---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მართალია ბრალდებული ამჟამად იმყოფება ძებნაში, თუმცა მხედველობაში მისაღებია, რომ რ.ა---------ს, ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტის გამოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2018 წლის 07 აგვისტოს წარედგინა ბრალდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2014 წლის 07 სექტემბერს. მართვის მოწმობის სიყალბის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია 2014 წლის 12 სექტემბერს, გამოძიების დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ. საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ინფორმაციით (ს.ფ. 56 და 61) დადგენილია, რომ რ----- ა---------მა თბილისის აეროპორტის გავლით, თურქეთის მიმართულებით, 2014 წლის 5 ნოემბერს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ეს მიუთითებს იმას, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაცემიდან, თითქმის ორი თვის მანძილზე, ბრალდების მხარემ არ წარუდგინა ბრალდება რ.ა---------ს. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან, დაირღვა სწრაფი მართლმსაჯულების უფლება, რომლის დაცვის შემთხვევაში, მის მიმართ აღარ გამოცხადდებოდა ძებნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძებნილი რ.ა---------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, მითუმეტეს, რომ ძებნაში მყოფმა რ.ა---------მა ადვოკატის მეშვეობით მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. რ----- ა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

10. რ----- ა---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

11. ნივთიერი მტკიცებულება - რ----- ა---------ის სახელზე გაცემული მძღოლის მოწმობა, რაც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური