გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210018002412368
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12059-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: მზ----------ე, პ/ნ 0----------

მოპასუხე: ლე-–--------–---–ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: ცი--------------ე

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ლე-–--------–---–ს აეკრძალოს მოსარჩელე მზ----------ის მხრიდან ქ. თბილისში, მისამართზე დ--------------------------------------------------------–--- არსებული საერთო სარგებლობის ფართით - ,,საშრობით'' - სარგებლობაში ხელშეშლა და დაევალოს ლე-–--------–---–ს სადავო ,,საშრობის'' კარის საკეტის მოხსნა.

 

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, მისამართზე დ--------------------------------------------------------–--- მ------------------–-, ხოლო მოპასუხე ლე-–--------–---–ი არის მისი იმავე სართულზე, ბ---–----- მცხოვრები მეზობელი. მხარეებს თავიანთი საცხოვრებელი ბინები საკუთრების უფლებით აქვთ დარეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და, შესაბამისად, ორივე სადავო მისამართზე არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,------------- წევრია. მხარეების საცხოვრებელ სართულზე მდებარეობს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართი, ე.წ. ,,საშრობი'', რომლის შესასვლელი კარიც მოპასუხემ ბოქლობით ჩაკეთა და მოსარჩლეს აღარ აძლევს ამ ფართის სარგებლობის შესაძლებლობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ლე-–--------–---–ის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ბ-------, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ-----------------------------------------------------------------------------------------., მოსარჩელე მზ----------ის საკუთრებაა (ს.ფ. 17).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ბინა N15, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ-----------------------------------------------------------------------------------------5., მოპასუხე ლე-–--------–---–ის საკუთრებაა (ს.ფ. 19).

 

3.1.3. მხარეთა ახსნა-განმარტერტებით და ამხანაგობა ,------------- თავმჯდომარისა და წევრების მიერ ხელმოწერილი განცხადებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ სადავო ,,საშრობი'' ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართია და მისი კარი ჩაკეტილი აქვს მოპასუხე ლე-–--------–---–ს, რის გამოც მოსარჩელე მზ----------ე ვერ სარგებლობს სადავო ,,საშრობით'' (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ს.ფ. 21).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპი და დადგენილია, რომ მოპასუხეს უფლება აქვს, ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სადავო ,,საშრობი'' ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,------------- წევრთა, მათ შორის - მხარეთა - თანასაკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩლი ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მზ----------ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - ლე-–--------–---–ს უნდა აეკრძალოს მოსარჩელე მზ----------ის მხრიდან ქ. თბილისში, მისამართზე დ--------------------------------------------------------–--- არსებული საერთო სარგებლობის ფართით - ,,საშრობით'' - სარგებლობაში ხელშეშლა და მასვე უნდა დაევალოს სადავო ,,საშრობის'' კარის საკეტის მოხსნა.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელეზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრიტებული პირი, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ. 23). ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მზ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ლე-–--------–---–ს აეკრძალოს მოსარჩელე მზ----------ის მხრიდან ქ. თბილისში, მისამართზე დ--------------------------------------------------------–--- არსებული საერთო სარგებლობის ფართით - ,,საშრობით'' - სარგებლობაში ხელშეშლა და დაევალოს ლე-–--------–---–ს სადავო ,,საშრობის'' კარის საკეტის მოხსნა.

 

3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების გამოცხადებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. განემარტოს მოპასუხეს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე