განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002574218
N1/224-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
04 ოქტომბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–--------------------ს პროკურორი - დ----- გ---–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ვ-–-------------–---–ი
ბრალდებული: გ------ ტ---------–---–ი
მამის სახელი: ნ-----–-----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: გ------–----------–-
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი მ-----ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი მ-----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 29 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ მ-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------ ტ---------–---–მა საკუთარ შვილს ნ---- ტ---------–---–ს ერთხელ დაესვა დანა მარჯვენა მკვავზე და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- ტ---------–---–ს მარჯვენა წინამხრის და მაჯის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამორების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ ტ---------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3. სასამართლოს ბრალდებულ გ------ ტ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
4. გ------ ტ---------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ ბრალდებული 80 წელს გადაცილებულია და როგორც წესი, თავისუფლების აღკვეთა, ხანდაზმული პირების მიმართ არ გამოიყენება, მითუმეტეს, როდესაც ბრალდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რაც ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებსაც. ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე ვერ გამოიყენებს, შინაპატიმრობას, რადგან ისიც გარკვეულ შეზღუდვას უკავშირდება. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ჯარიმა.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------ ტ---------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნების, ასაკისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. გ------ ტ---------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.
9. გ------ ტ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გ------ ტ---------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო განესაზღვროს ჯარიმა 200(ორასი) ლარი.
10. გ------ ტ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
11. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი სკამი; ნ---- ტ---------–---–ის პერანგი; გ------ ტ---------–---–ის მაისური; რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
12. დანა და ორლესული დანა; ქვაზე ნაპოვნი მოწითალო ფერის ლაქა; ხის იატაკზე ნაპოვნი მოწითალო ფერის ლაქა; მოწითალო ფერის ლაქები; ნ---- ტ---------–---–ის სისხლის ნიმუში; გ------ ტ---------–---–ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური