განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
200100118002610096
დავის ტიპი
120
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002610096

N1/252-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

04 ოქტომბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ----- გ---–------ი

მამის სახელი: შ--–---

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა:ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, მ----------ის ქუჩა N56

მცხოვრები: ქ.თელავი, გ----ის ქუჩა N17

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ქალაქ თელავში, ა-–----ის გამზირი N2-ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მ----- გ---–------სა და ი-–----------–-–---–ს მოუხდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფზიკურ დაპირისპირებაში. მ----- გ---–------მა მის ხელში არსებული დანა ი-–----------–-–---–ს განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით დაარტყა მარცხენა მხარის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი-–----------–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნბით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----- გ---–------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3. სასამართლოს ბრალდებულ მ----- გ---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

4. მ----- გ---–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ----- გ---–------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

7. სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ მ.გ---–------მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, დაეთანხმა მტკიცებულებებს, რაც სადავოდ არ გაუხდია. აღიარების გათვალისწინებით და ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მ.გ---–------საც გააჩნია ფიზიკური დაზიანებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს არასაპატიმრო სასჯელი. ასევე, ყურადღებამისაქცევია, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მ.გ---–------ი 2018 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, შესაბამისად არასაპატიმრო სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. მ----- გ---–------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

9. მ----- გ---–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მთლიანად გათავისუფლდეს მისი მოხდისგან.

10. მ----- გ---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

11. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული და ერთი ცალი შავტარიანი დანა, დალუქული; ასევე ი-–----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული და მ----- გ---–------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური