განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100115001087472
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თ---–----------–--ო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ------ა

სხდომის მდივნები: გ------ კ----------–---–ი და თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ვ------------------ე, ი-----–------–----–--ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------ გ-------–ის ძე ჭ----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფ------ბრივად მცხოვრები: თ---–-------------------–------------–-

 

ადვოკატები - ზ----------–----ე, ა------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

სისხლის სამართლის საქმეზე, თ------ ჭ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ზ/აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2003 წლის 2 სექტემბერს დაარსდა შპს „ი-------------სი“. საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ პ----- ნ------ე 49% წილით, თ------ ჭ---------- 49% წილით და ქ------- რ-------ე 2% წილით. საწარმოს დირექტორი 2007 წლიდან 2--- წლის 5 ივნისამდე იყო თ------ ჭ----------, 2--- წლის 5 ივნისიდან 2--- წლის 16 სექტემბრამდე კი - ი----- რ-------ე. 2--- წლის 15 სექტემბერს შპს „ი-------------სის“ 2% წილი თ------ ჭ----------მ შეიძინა ქ------- რ-------ისაგან და გახდა შპს „ი-------------სის“ 51% წილის მფლობელი და დირექტორი.

 

შპს „ი-------------სის“ გაკოტრებისა და ფ------ბრივად მის მფლობელობაში არსებული შპს „თ-----------ისათვის“ მოგების მიღების მიზნით, თ------ ჭ----------მ 2--- წლის 30 და 31 მაისს შპს „ი-------------სის“ მიერ დილერებისათვის 10%-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია დაიბრუნა უკან ისე, რომ არ განუხორციელებია ტვირთის ტრანსპორტირება. იმავე დღეს, ტვირთი ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა შპს „თ-----------ს“ 1,5% მარჟით, ხოლო შპს „თ-----------მა“, თავის მხრივ იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს, იგივე ფასში, როგ----ც შპს „ი-------------სს“ ჰქონდა რეალიზებული. აღნიშნული ქმედებით შპს „ი-------------სმა“ დაკარგა 13 367 ლარის მისაღები მოგება და მოგება ნახა შპს „თ-----------მა“. თ.ჭ----------ს ქმედებით შპს „ი-------------სს“ მიადგა 13 367 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ------ ჭ----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ------ ჭ----------ს ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (13.05.2---წ-ის მდგომარეობით), შპს „ი-------------სის“ (დირექტორი თ------ ჭ----------), პარტნიორები არიან პ----- ნ------ე (წილის 49%), თ------ ჭ---------- (წილის 49%) და ქ------- რ-------ე (წილის 2%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (05.06.2---წ-ის მდგომარეობით), შპს „ი-------------სის“ (დირექტორი ი----- რ-------ე), პარტნიორები არიან პ----- ნ------ე (წილის 49%), თ------ ჭ---------- (წილის 49%) და ქ------- რ-------ე (წილის 2%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (16.09.2---წ-ის მდგომარეობით), შპს „ი-------------სის“ (დირექტორი თ------ ჭ----------), პარტნიორები არიან პ----- ნ------ე (წილის 49%) და თ------ ჭ---------- (წილის 51%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (24.10.13წ-ის მდგომარეობით), შპს „თ-----------ის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია თ-------------–---–ი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ შპს „ი-------------სში“ თემატური შემოწმების ჩატარების შედეგად, 2--- წლის 17 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების, კერძოდ, საწარმოს მიერ გამოწერილი ზედნადებებით, შპს „ი-------------სს“, დილერებისათვის მიწოდებული - 127 979 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების 217 ცალი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნ--- 2--- წლის 30-31 მაისს დაბრუნებული აქვს უკან, რომელიც იმავე დღეს - 114 610 (დღგ-ს ჩათვლით) მიწოდებული აქვს შპს „თ-----------ზე“, ხოლო შპს „თ-----------ს“ ზ/აღნიშნული საქონელი მიწოდებული აქვს იმავე დღეს იმავე დილერებზე. ამდენად, შპს „ი-------------სის“ მიერ დილერებიდან უკან დაბრუნებული და შპს „თ-----------ზე“ მიწოდებული საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 13 367 ლარი (127 979-114 610).

 

ზ/აღნიშნული ცნობის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ხ-------–---–მა და ქ------–--ს ა--–----მ.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის პ----- ნ------ის ჩვენებით, 2003 წელს მან და თ------ ჭ----------მ დააფუძნეს შპს „ი-------------სი“, რომლის 49-49% წილს ფლობდნენ თავად და თ------ ჭ----------, 2%-ს კი - ი-–-- ო-----------ე (შემდეგში აღნიშნული 2%-ის მფლობელი გახდა ქ------- რ-------ე). 2011 წელს იგი დათანხმდა თ------ ჭ----------ს შეთავაზებას და ბიზნესის განვითარების მოტივით, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ბრალდებულის სიძე დ--- დ---–-–---–ი. 2013 წელს შპს „ი-------------სის“ მიზნებისათვის ბანკიდან აიღეს კრედიტი, რაც უზრუნველყოფილი იქნა როგ----ც თ------ ჭ----------ს, ისე მისი ოჯახის უძრავი ქონებით. მოწმის განმარტებით, 2013 წლის ნოემბრის თვეში, თ------ ჭ----------მ და დ--- დ---–-–---–მა დააარსეს შპს „თ-----------ი“, რომელსაც ფ------ბრივად ხელმძღვანელობდა თ------ ჭ----------, ამასთან ხსენებული კომპანიისა და შპს „ი-------------სის“ საქმიანობის სფერო იყო იდენტური, შესაბამისად, ბრალდებული მიზნად ისახავდა „ი-------------სის“ პარტნიორ „დ---ს“-თან ბიზნესურთიერთობის გაგრძელებას პ----- ნ------ის გარეშე. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მან თ------ ჭ----------ს შესთავაზა შპს „ი-------------სში“ აუდიტორული შემოწმების ჩატარება და ამის შემდეგ, საწარმოს რეორგანიზაცია-გაყოფა, რაც გაფორმდებოდა პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილებითა და ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 11 თებერვალს შპს „ი-------------სის“ პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა და არც შესაბამისი კრების ოქმი გაფორმებულა, ეს იყო პარტნიორთა შეხვედრა, რა დროსაც იყო მსჯელობა საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე სახის შეთანხმება არ მიღწეულა, 11 თებერვალი იყო გაყოფის პროცესის ათვლის წერტილი. მოწმემ დაადასტურა, რომ კომპანიის საწყობი გაიყო „ს------სა“ და „ტ------–----ის“ მიმართულებების შესაბამისი ტექნიკის მიხედვით, გაიყო გარკვეული საბანკო ანგარიშებიც, თუმცა კომპანიას ჰყავდა ერთი მთავარი ბუღალტერი, რომელიც ხელმძღვანელობდა მთლიანი საწარმოს ბუღალტრულ საქმიანობას. პ----- ნ------ის ჩვენებით, არ იცნობს ბრძანებებს, რომლითაც მას დაევალა „ს------ს“, ხოლო ბრალდებულს - „ტ------–----ის“ მიმართულების მართვა. მოწმის განმრტებით, შპს „ი-------------ისის“ გაკოტრებისა და მის ფ------ბრივ მფლობელობაში არსებული საწარმოს შპს „თ-----------ისათვის“ მოგების მიღების მიზნით, 2--- წლის 30-31 მაისს, თ------ ჭ----------მ შპს „ი-------------სის“ მიერ დილერებისათვის 10-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია უკან დაიბრუნა ტრანსპორტირების გარეშე და იმავე დღეს, კვლავ ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა შპს „თ-----------ს“ 1,5% მარჟით, თავის მხრივ კი, შპს „თ-----------მა“ იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს იმავე ფასად, რა ფასადაც ჰქონდა რეალიზებული შპს „ი-------------სს.“ ბრალდებულის ამ ქმედებით შპს „ი-------------სმა“ დაკარგა მისაღები მოგება და საქონლის თვითღირებულების თანხა, რაც დღემდე არ აქვს გადახდილი შპს „თ-----------ს“ შპს „ი-------------სისათვის“, თავად „თ-----------მა“ კი განხორციელებული ტრანზაქციით მიიღო მოგება. კომპანიისათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღების გამო, თ------ ჭ---------- გადაყენებული იქნა დირექტორობიდან, ახალ დირექტორად კი 2% წილის მფლობელი ქ------- რ-------ის (ი-–-- ო-----------ის მეუღლე) მოთხოვნით დაინიშნა მამამისი - ი----- რ-------ე. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში, თ------ ჭ----------მ სასამართლოს გზით მოახდინა საწარმოში არსებული საქონლის დაყადაღება, რამაც ძლიერ დააზარალა კომპანია. 2--- წლის 15 სექტემბერს, თ------ ჭ----------მ ქ------- რ-------ისაგან შეიძინა 2% წილი და 16 სექტემბრიდან კვლავ საწარმოს დირექტორი გახდა. მოწმის განმარტებით, თ------ ჭ----------მ 2--- წლის 30-31 მაისს განხორციელებული სქემით კვლავ დაიწყო საწარმოს გაკოტრება, კერძოდ, 430 000 ლარის ღირებულების პროდუქცია მიყიდა შპს „თ-----------ს“, ამ უკანასკნელმა კი შპს „ა----------ს“. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი შვილის მიერ დაარსებული კომპანია „მ---------“ ეწევა „ი-------------სის“ იდენტურ საქმიანობას. მოწმის განმარტებით, საერთო ჯამში, თ------ ჭ----------მ კომპანია „ი-------------სს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი, უშუალოდ მას კი - მისაღები მოგების 49%-ის ოდენობის ზიანი (კუთვნილი წილის პროპორციულად).

 

მოწმე ი----- რ-------ის ჩვენებით, დაახლოებით 2005 წლიდან შპს „ი-------------სში“ 2% წილს ფლობდა მისი სიძე ი-–-- ო-----------ე (რომელმაც 2--- წელს კუთვნილი წილი გადაუფორმა მეუღლეს, ქ------- რ-------ეს), 49-49% წილი კი ეკუთვნოდათ პ----- ნ------ესა და თ------ ჭ----------ს. მოწმის განმარტებით, პ----- ნ------ემ მასთან და მის ქალიშვილთან, ქ------- რ-------ესთან საუბრისას განმარტა, რომ თ------ ჭ---------- იღებდა კომპანიისათვის ზიანის მომტან გადაწყვეტილებებს და სურდა მისი დირექტორობიდან გადაყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2--- წლის ივნისში, მოიწვიეს პარტნიორთა კრება, რომლის გადაწყვეტილებითაც შპს „ი-------------სის“ დირექტორად დაინიშნა ი----- რ-------ე. მოწმემ განმარტა, რომ მისი დირექტორობა გაგრძელდა დაახლოებით 3 თვეს, ვინაიდან 2--- წლის სექტემბრის თვეში, მეუღლის მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით, ქ------- რ-------ემ კუთვნილი 2% წილი მიყიდა თ------ ჭ----------ს. მოწმემ დაადასტურა, რომ წილის რეალიზაციამდე, ბრალდებულის მოთხოვნით, მან როგ----ც შპს „ი-------------სის“ დირექტორმა სასამართლოდან უკან გამოიხმო სარჩელები, აღნიშნული პროცედურა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება კი უზრუნველყვეს უშუალოდ თ------ ჭ----------მ და მისმა წარმომადგენელმა. მოწმის ჩვენებით, 2--- წლის 16 სექტემბერს, თ------ ჭ---------- გახდა კომპანიის 51% წილის მფლობელი, რის შემდეგაც ი----- რ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და შპს „ი-------------სის“ დირექტორი გახდა კვლავ თ------ ჭ----------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ვ--–---- ქ------–---–მა, ვ--–---- ხ----–---–მა, ს------ ა------მა, გ--–- კ-----–--მ, ვ------- ჭ--------–--ემ, ჯ---–----ა კ---------მ დაადასტურეს შემდეგი ფ------ბრივი გარემოებები:

- ვ--–---- ქ------–---–ი 2006 წლიდან საქმიანობს ი/მ ნ----- ა---–-----–---–ის (მოწმის მეუღლე) სახელით, საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ. გ---------ში არსებულ მაღაზიებში. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 31 მაისით დათარიღებული №ელ-0--------- და №0--------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ ი/მ ნ----- ა---–-----–---–ისაგან უკან დაიბრუნა 26 995 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- ი/მ ნ----- ა--–-----–---–ს 26 995 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ვ--–---- ხ----–---–ი 2010 წლიდან საქმიანობს ი/მ თ-- გ--–--ის (მოწმის მეუღლე) სახელით, საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ. გ----ში არსებულ მაღაზიაში. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 31 მაისით დათარიღებული №ელ-0--------- და №0--------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ ი/მ თ-- გ--–--ისაგან უკან დაიბრუნა 11 144 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- ი/მ თ-- გ--–--იეს 11 144 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ს------ ა------ი 2013 წლიდან არის შპს „მ-------------ის“ დირექტორი, კომპანიის საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტენიკით ვაჭრობა ქუთაისსა და თბილისში არსებული მაღაზიების მეშვეობით. მოწმემ განმარტა, რომ შპს „ი-------------სმა“ შპს „მ-------------ისაგან“ უკან დაიბრუნა საერთო ჯამში 20 945 ლარის ღირებულების საქონელი, რაც იმავე დღეს, იმავე ფასში მის კომპანიას მიაწოდა შპს „თ-----------მა“, მანვე დაადასტურა:

 

2--- წლის 30 მაისით დათარიღებული №0--------- და №0--------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „მ-------------ისაგან“ უკან დაიბრუნა 3115 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „მ-------------ს“ 3115 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“;

2--- წლის 30 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „მ-------------ისაგან“ უკან დაიბრუნა 10145 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „მ-------------ს“ 10145 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“;

 

2--- წლის 30 მაისით დათარიღებული №----------------------------ასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „მ-------------ისაგან“ უკან დაიბრუნა 7685 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „მ-------------ს“ 7685 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

 

- გ--–- კ-----–-- 2010 წლიდან არის შპს „გ---ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ.ფ----ში. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „გ---საგან“ უკან დაიბრუნა 30126 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „გ---ს“ 30126 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ვ------- ჭ--------–--ე 2010 წლიდან არის შპს „ა-------ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „ა------საგან“ უკან დაიბრუნა 6405 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „ა-------ს“ 6405 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ჯ---–----ა კ--------- 2--- წლის მარტიდან არის შპს „გ------ ე-–-------------ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ.თბილისში არსებულ მაღაზიებში. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც, შპს „ი-------------სმა“ შპს „გ------ ე-–-------------საგან“ უკან დაიბრუნა 31500 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნ--- და იმავე დღეს, იგივე საყოფაცხოვრებო ტექნ--- შპს „გ------ ე-–-----------სს“ 31500 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ყველა ზ/აღიშნულმა პირმა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებებში ასახული ოპერაციები განხორციელდა საქონლის ტრანსპორტირების გარეშე და ფასის უცვლელად, პროდუქციის ღირებულება კი აუნაზღაურეს საბოლოო მიმწოდებელს - შპს „თ-----------ს“. მოწმეთათვის შპს „ი-------------სის“ წარმომადგენლების: დ--- დ---–-–---–ის, თ----- მ---–-–---–ის, ბ--- ლ-----ისა და ზურა მ---------–ისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზ/აღნიშნული ოპერაციების განხორციელება განაპირობა შპს „ი-------------სის“ ჩანაცვლებამ ახალი მიმწოდებლით - შპს „თ-----------ით.“

 

მოწმე თ----- მ---–-–---–ის ჩვენებით, 2011 წლის 3 ოქტომბრიდან მუშაობდა შპს „ი-------------სში“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით დილერებისათვის საქონლის მიწოდება. მოწმის განმარტებით, 2--- წლის თებერვლის თვეში შპს „ი-------------სის“ დამფუძნებლებმა: პ----- ნ------ემ და თ------ ჭ----------მ მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს გაყოფის თაობაზე, კერძოდ, „ს------ს“ (სამშენებლო ხელსაწყოები) მიმართულებას უხელმძღვანელებდა პ----- ნ------ე, „ტ------–----ს“ (საყოფაცხოვრებო ტექნ---) კი - თ------ ჭ----------. დამფუძნებლებმა შეკრიბეს შპს „ი-------------სის“ თანამშრომლები და გააცნეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გაიყო როგ----ც საბანკო ანგარიშები, ისე კანცელარია და ფ------ბრივად, შპს „ი-------------სმა“ ფუნქციონირება განაგრძო ორ დამოუკიდებელ სუბიექტად, თუმცა საწარმოს გაყოფა იურიდიულად არ მომხდარა. მოწმის ჩვენებით, თავად მუშაობა გააგრძელა „ტ------–----ის“ მიმართულებით და ხელფასსაც იღებდა „ტ------–----ის“ ანგარიშიდან. მოწმის განმარტებით, 2--- წლის მაისის ბოლოს, თ------ ჭ----------ს გადაწყვეტილებით, დილერებისათვის მიწოდებული პროდუქცია უკან დაიბრუნა შპს „ი-------------სმა“ საქონლის ტრანსპორტირების გარეშე და იმავე დღეს, იგივე საქონელი მიაწოდა შპს „თ-----------ს“, ამ უკანასკნელმა კი იმავე დღეს, იმავე ფასად მიაწოდა იმავე დილერებს. 2--- წლის ივნისის დასაწყისში, პ----- ნ------ემ თანამშრომლებს შპს „ი-------------სის“ ახალ დირექტორად წარუდგინა ი----- რ-------ე, თუმცა ფ------ბრივად საწარმოს მართავდა თავად პ-----. მოწმის ჩვენებით, 2--- წლის სექტემბერში, პირადი განცხადების საფუძველზე წამოვიდა შპს „ი-------------სიდან“ და მუშაობა გააგრძელა შპს „აითი თ------ში“, რომელსაც 2--- წლის მაისის თვიდან ფ------ბრივად მართავს თ------ ჭ----------.

 

მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით, არის თ------ ჭ----------ს შორეული ნათესავი. ამ უკანასკნელის შეთავაზებით დააარსა შპს „თ-----------ი“, სადაც ერთდროულად ითავსებდა საწარმოს დირექტორისა და საწყობის გამგის თანამდებობებს. მოწმის განმარტებით, საწარმოს საქმიანობას დამოუკიდებლად წარმართავდა, თ------ ჭ----------ს კონსულტაციების მეშვეობით, კორეულ კომპანია „დ---სთან“ კი მოლაპარაკებებს საქონლის შემოტანაზე აწარმოებდნენ თ----- მ---–-–---–ი და დ--- დ---–-–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ არ ფლობს ინფორმაციას 2--- წლის 30-31 მაისს შპს „ი-------------სის“ მიერ შპს „თ-----------ისათვის“ საქონლის მიწოდებასა და იმავე დღეს აღნიშნული საქონლის „თ-----------ის“ მიერ დილერებისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

მოწმე ზ------ მ---------–ის ჩვენებით, 2012 წლიდან მუშაობა შპს „ი-------------სში“ ბუღალტრის, ხოლო 2013 წლის ივნისის თვიდან - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. მისთვის ცნობი-–--, რომ პარტნიორთა კრებაზე, საწარმოს დამფუძნებლებმა: პ----- ნ------ემ და თ------ ჭ----------მ მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს ორად გაყოფის თაობაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ, პ----- ნ------ემ საქმიანობა გააგრძელა „ს------ს“ სავაჭრო ნიშნით (სამშენებლო ტექნ---), ხოლო თ------ ჭ----------მ - „ტ------–----ის“ სავაჭრო ნიშნით, ხსენებული პირები შპს „ი-------------სის“ თანამშრომლებს ხელფასებს უხდიდნენ შესაბამისად, „ს------სა“ და „ტ------–----ის“ საბანკო ანგარიშებიდან. მოწმის განმარტებით, პარტნიორთა კრების ოქმის კონკრეტული შინაარსი და მასზე ხელმომწერი პირების ვინაობა მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ საწარმოს იურიდიულად გაყოფა არცერთ სახელმწიფო ორგანოში არ დარეგისტრირებულა. მოწმის ჩვენებით, იმ პერიოდში, როდესაც შპს „ი-------------სის“ დირექტორი იყო თ------ ჭ----------, საწარმომ დილერებისათვის მიწოდებული საქონელი უკან დაიბრუნა, შედარებით დაბალ ფასში მიაწოდა შპს „თ-----------ს“, რომელმაც გარკვეული ფასნამატით, იგივე საქონელი იმავე დილერებს მიაწოდა, ხსენებული საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი ჩაერიცხა შპს „თ-----------ს.“ მოწმის განმარტებით, შპს „თ-----------ის“ ფ------ბრივი მმართველი იყო თ------ ჭ----------, ფორმალური დირექტორი კი - თ-------------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი თანხმობით დათვალიერდა და CD დისკზე ჩაწერილი სახით, გამოძიებას გადასცა შპს „ი-------------სის“ საბუღალტრო პროგრამის ასლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი-–-- ე-–---ემ და დ------ ჩ-------მა დაადასტურეს თ------ ჭ----------ს ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

დაცვის მხარის მოწმეების: თ-- ი----ის (შპს „ი-------------სის“ ბუღალტერი), ქ------- რ-------ის, დ--- დ---–-–---–ი (შპს „ი-------------სის“ აღმასრულებელი დირექტორი), ექსპერტების: შ-----------–---–ისა და ქ------- კ------ის, აგრეთვე ბრალდებულ თ------ ჭ----------ს ჩვენებებით ირკვევა შემდეგი:

· დ.დ---–-–---–ისა და თ.ი----ის ინფორმაციით, შპს „ი-------------სის“ დამფუძნებლებმა თ------ ჭ----------მ და პ----- ნ------ემ მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის ორად გაყოფის თაობაზე (ორ მიმართულებად გაიყო კომპანიის თანამშრომლები, საბანკო ანგარიშები და ბუღალტერია), თუმცა საწარმოს რეორგანიზაცია იურიდიულად არ გაფორმებულა.

· თ.ი----ის ინფორმაციით, შპს „თ-----------ი“ დაფუძნდა შპს „ი-------------სის“ გაყოფამდე და მისი ფ------ბრივი მმართველი იყო თ------ ჭ----------; დ.დ---–-–---–ის ინფორმაციით, შპს „თ-----------ი“ შეიქმნა 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო პ----- ნ------ეც;

· დ.დ---–-–---–ის ინფორმაციით, შპს „ი-------------სი“ წარმოადგენდა D----O E---------S-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში, თუმცა მის წინაშე არსებული დავალიანების გამო შპს „ი-------------სს“ გაუფუჭდა ისტორია კორეულ კომპანიასთან და მათი მოთხოვნითვე მოხდა საქმეში T------------ის ჩართვა, ვის სახელზეც იგზავნებოდა პროდუქცია და რომლისგანაც ყიდულობდა შემდგომ მას განბაჟებამდე კომპანია. მოწმის ჩვენებით, T------------ის ჩართვა სავაჭრო ურთიერთობებში ემსახურებოდა მხოლოდ შპს „ი-------------სის“ ინტერესებს.

· ქ.რ-------ის ინფორმაციით, 2--- წლის დასაწყისში შეიტყო, რომ პ----- ნ------ემ და თ------ ჭ----------მ გადაწყვიტეს შპს „ი-------------სის“გაყოფა. 2--- წლის აპრილის თვიდან, მისი მეუღლის ი-–-- ო-----------ის კუთვნილი 2% წილი საკუთარ სახელზე გადაიფორმა და 2--- წლის ივნისის დასაწყისში, პ----- ნ------ესთან ერთად, როგ----ც 51% წილის მფლობელმა პარტნიორებმა დირექტორობიდან გადააყენეს თ------ ჭ---------- (ვინაიდან პ-----მ დაარწმუნა, რომ ბრალდებული ცდილობდა საწარმოს გაკოტრებას) და აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა ი----- რ-------ე. 2--- წლის 15 სექტემბერს, ქ.რ-------ემ კუთვნილი 2% წილი 50 000 ლარად მიყიდა თ------ ჭ----------ს, რის შემდეგაც კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ი----- რ-------ე კვლავ ბრალდებულმა შეცვალა.

· სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: შ-----------–---–მა და ქ------- კ------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2--- წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში შპს „ი-------------სის“ მთლიან შემოსავლებსა და მთლიან ხარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 186 444,79 ლარი.

· ბრალდებულმა თ------ ჭ----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ საწარმოს ორ მიმართულებად ფ------ბრივი გაყოფა მოხდა პ----- ნ------ესთან შეთანხმებით, „თ-----------ის“ ჩართვა სავაჭრო ურთიერთობებში კი განპირობებული იყო სწორედ შპს „ი-------------ისის“ ინტერესებით, არანაირი ზიანი კომპანიისათვის არასოდეს არ მიუყენებია და პირიქით, პ----- ნ------ემ მისი ქმედებებით (მაღაზიების დახურვა, თანამშრომლების გათავისუფლება, შპს „მ---------ს“ მეშვეობით იდენტური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ათეულობით სამოქალაქო სარჩელის შეტანა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება) მიაყენა ზიანი კომპანიას და მიზნად ისახავდა მის გაკოტრებას.

 

შპს „ი-------------სის“ დირექტორის ი----- რ-------ის 2--- წლის 3,4,8 და 9 სექტემბრით დათარიღებული წერილების თანახმად, კომპანიამ შეწყვიტა საქმიანი ურთიერთობა ი/მ ლ---- შ--------ესთან, ე---------- შ-----–--სთან, ნ-----–-- შ-----–--სთან, ა------ ფ-----სთან, გ------- პ---------სთან, ვ------- ყ-----–---–თან, შპს „გ-–-----–-------------–------თან“ და სს ბანკი „რ-------–---სთან“.

 

შპს „ი-------------სის“ დირექტორის თ------ ჭ----------ს 2--- წლის 14 თებერვლის ბრძანებით გადაწყდა შემდეგი საკითხები:

· პ----- ნ------ეს - დირექტორის მოადგილეს საერთო მომარაგების და ტექნიკურ საკითხებში 2--- წლის 15 თებერვლიდან მიენიჭა უფლებამოსილება შპს „ი-------------სის“ ნაცვლად გააფორმოს და ხელი მოაწეროს შპს „ი-------------სის“ „ს------ს“ მიმართულებით მომხმარებლებთან - კლიენტებთან (ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან) სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში ვადიანი კონსიგნაციით ან/და სხვა პირობით საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულებებს, კერძოდ: შპს „ი-------------სის“ „ს------ს“ მიმართულებით სარეალიზაციო პროდუქციის ნასყიდობის/მიწოდების ხელშეკრულებებს; შპს „ი-------------სის“ „ს------ს“ მიმართულებით მომხმარებლებზე (კლიენტებზე) მომსახურების გაწევის, კერძოდ, მიტანა-მონტაჟისა და გარე გადაზიდვების, ასევე ხელსაწყოების ან პროდუქციის სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხელშეკრულებებს, შეუზღუდავი ლიმიტით; სახელმწიფო შესყიდვების წესით გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ვადიანი კონსიგნაციის წესით, შესყიდვების საერთო ფასი - ულიმიტო; აღნიშნული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელი მოაწეროს საგადასახადო დავალებებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, სასაქონლო ზედნადებებს, მიღება-ჩაბარების აქტებს და დაამოწმოს მისთვის გადაცემიული საკანცელარიო ბეჭდით შპს „ი-------------სის“ სახელწოდებით და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით;

· დროულად წარადგინოს კომპანიის ბუღალტერიაში მის მიერ ხელმოწერილი საფინანსო-საანგარიშგებო დოკუმენტაცია ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

· შპს „ი-------------სის“ „ს------ს“ მიმართულებით მიენიჭოს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს შრომით ხელშეკრულებებს, სათაო ოფისის, ცენტრალური საწყობისა და „ს------ს“ ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიათა ქსელში დასაქმებული თანამშრომლების საკადრო საკითხებთან, მათ შორის სამსახურში მიღებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან, შვებულებაში გასვლასთან, დისციპლინარული სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებულ ბრძანებებს („ს------ს“ მიმართულებით თანამშრომლების განცხადებების, მოხსენებითი ბარათებისა და ახსნა-განმარტებითი ბარათების ვიზირება და შესასრულებლად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე გადაწერა; შემოსული კორესპონდენციის, წერილების და სხვა მასალის ვიზირება და შესასრულებლად კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში განაწილება);

· 2--- წლის 15 თებერვლიდან გაუფორმდეს პ----- ნ------ეს მინდობილობა ზ/აღნიშნული ფულებამოსილებების განსახორციელებლად (ხსენებული მინდობილობა თ.ჭ----------ს მიერ გაცემულია 2--- წლის 15 თებერვალს ნომრით 3------, რომლის გაცნობაც ხელმწოერით დადასტურებული აქვს პ----- ნ------ეს);

· დაევალოს „ს------ს“ კომერციულ დეპარტამენტში დასაქმებულ პერსონალს და ბუღალტერიას იხელმძღვანელონ წინამდებარე ბრძანებით;

· დაევალოს ოფის მენეჯერს გააცნოს წინამდებარე ბრძანება თანამშრომლებს (აღნიშნული ბრძანებას გაცნობი-–-- თავად პ----- ნ------ე, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით).

 

თ---–----------–--ო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ი-------------სის“ სარჩელი (მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი თ------ ჭ----------) დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: პ----- ნ------ეს, ი----- რ-------ესა და ქ------- რ-------ეს შპს „ი-------------სის“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 186 444,96 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებით, 2--- წლის ივნისიდან 2--- წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში შპს „ი-------------სს“ მიადგა ზიანი 186 444,79 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეული იყო შპს-ს „დ----------“ და „დ--------“ დირექტორების: პ----- ნ------ისა და ი----- რ-------ის, პარტნიორ ქ------- რ-------ესთან შეთანხმებული, არაკეთილსინდისიერი ქმედებებით, მათ შორის, კომპანიის დირექტორობიდან თ------ ჭ----------ს გათავისუფლებით.

 

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი-------------სში“ 2--- წლის 4 ივნისიდან 2--- წლის 15 სექტემბრამდე რეალური დირექტორი და გადაწყვეტილებების მიმღები იყო პ----- ნ------ე, რომელიც როგ----ც რეალური დირექტორი განზრახ მოქმედებდა დანიშნულ დირექტორს ი----- რ-------ეს ამოფარებული. კომპანიას ზიანი მიაყენა პ----- ნ------ის, როგ----ც ფ------ბრივი მმართველის მიერ მიღებულმა შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: პ----- ნ------ე ი----- რ-------ის დირექტორობის პერიოდში იხდიდა შპს „ი-------------სის“ იმ დავალიანებებს, რომელთა დაკავშირებითაც კომპანიას ჰქონდა დავა, კერძოდ, მან დავალიანება სრულად გადაუხადა შპს „მ-----“ დირექტორს (აღსანიშნავია, რომ პ----- ნ------ის შვილმა, რომელიც ასევე იყო „ი-------------სის“ თანამშრომელი, დააარსა იგივე პროფილის კომპანია შპს „მ---------“, რომლის დირექტორად მითითებულია ნ--- ნ------ე, ხოლო საზოგადოების პარტნიორები 50-50%-იანი წილით არიან ნ--- ნ------ე და თ-------- მ-------–---–ი); სადავო პერიოდში კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, იმპორტი არ შემოდიოდა, არ ხდებოდა შემოსული საქონლის რეალიზაცია, დახურა მაღაზიები, გაათავისუფლა თანამშრომლები და ა.შ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა პ----- ნ------ის სააპელაციო საჩივარი თ------ ჭ----------სათვის შპს „ი-------------სის“ სასარგებლოდ მიყენებული 10 114 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავია შემდეგი:

· 2013 წლის 24 დეკემბერს, სს „თ----- ბანკის“ მიერ პრინციპალზე - შპს „ი-------------სზე“ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, საბანკო გარანტიის ბენეფიციარს წარმოადგენდა D----O E---------S D--------, ხსენებული საბანკო გარანტია კი შპს “ი-------------სმა“ დაუთმო შპს „თ-----------ს“. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ინფორმირებული იყო პ----- ნ------ე და იმ მომენტში გადაწყვეტილება ფასდებოდა კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმულ ნაბიჯად.

· სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი-------------სსა“ და “D----O E---------S”-ს შორის სავაჭრო ურთიერთობებში “T-----------”-ის ჩართვას არ გამოუწვევია კომპანიისათვის ზიანი, ვინაიდან თ------ ჭ----------ს მოქმედება შეფასდა როგ----ც ბიზნესისთვის გამართლებული, საწარმოს მართვის პროცესში დამფუძნებლის, დირექტორის მიერ მიღებული ერთ-ერთი ბიზნეს გადაწყვეტილება.

 

თ---–----------–--ო სასამართლოს 2--- წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა პ----- ნ------ის სარჩელი, რომლითაც ითხოვდა მოპასუხეებისათვის: თ------ ჭ----------სა და ი----- რ-------ისათვის მიყენებულის ზიანის შპს „ი-------------სის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ყოფილი და მოქმედი დირექტორების მოქმედებებით შპს „ი-------------სს“ მიადგა ზიანი და რომ ეს მოქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1. დირექტორ თ------ ჭ----------ს მიერ შპს „ი-------------სის“ მოვალე ქ------- ბ-------ის მიმართ სარჩელის არ აღძვრაში;

2. დირექტორ თ------ ჭ----------ს მიერ 2--- წლის 26 მაისიდან 2--- წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში, შპს „ი-------------სის“ კუთვნილი 249002,91 ლარის ღირებულების საქონელის შპს „თ-----------ისათვის“ მიყიდვაში 1-2%-იანი მოგებით მაშინ, როდესაც შპს „ი-------------სი“ საქონელს ყიდდა 15-20%-იანი მოგებით;

3. დირექტორ ი----- რ-------ის მიერ შპს „ი-------------სის“ სახელით შეტანილ სარჩელებზე უარის თქმაში (მათ შორის, სარჩელზე 2--- წლის 26 მაისიდან 2--- წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ------ ჭ----------ს მიერ განხორციელებული ტრანზაქციით კომპანიიისათვის მიყენებული ზიანის - 31 400,87 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით);

4. დირექტორ თ------ ჭ----------ს მიერ დირექტორად ყოფნის პერიოდში შესყიდვების განუხორციელებლობით შპს-სათვის ზიანის მიყენებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენებისათვის თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული დანაშაულის უშუალო ობიექტია სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციის როგ----ც ქონებრივი, ისე მართლზომიერი ინტერესები, ობიექტური მხარე კი გამოიხატება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლება განხორციელდეს როგ----ც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

 

პირი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს თავის უფლებამოსილებას, თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ორგანიზაციის სახელით დადებულ გარიგებებში ჩქმალავს პირად დაინტერესებას, სახელს უტეხს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას, საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის გადახდისუნარიანობას და კონკურენტუნარიანობას და ა.შ.

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი კატეგ----ია და სასამართლომ უნდა დაადგინოს ყოველ კონკრეტულ საქმეში კონკრეტულ ფ------ბრივ გარემოებებზე დაყრდნობით. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ ზიანის აბსტრაქტული მოცულობა, არამედ აგრეთვე ორგანიზაციის ქონებრივი მდგომარეობა, დაზარალებულთა რაოდენობა და ა.შ. ზიანი მნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, თუკი მან გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება, საფრთხე შეუქმნა ორგანიზაციის გადახდისუნარიანობას ან თუ მისი აღმოფხვრა დამოკიდებულია დიდ მატერიალურ დანახარჯებთან. მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება გამოიხატოს მორალურ ზიანშიც, რომელიც ლახავს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვითა და სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით. დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს:

1. განზრახი ქმედება - ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ;

2. თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი;

3. მნიშვნელოვანი ზიანი;

4. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მნიშვნელოვან ზიანს შორის.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგ----ც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:

 

· არ დადგინდა თ------ ჭ----------ს განზრახვა, ემოქმედა შპს „ი-------------სის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ

 

იმ პირობებში, როდესაც თ------ ჭ----------ს საკუთარი უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი შპს „ი-------------სის“ საბანკო კრედიტი და რომლის ფინანსურ მდგომარეობაზეც კუთვნილი 49%-იანი წილის პროპორციულად, პირდაპირ ასახვას ჰპოვებდა კომპანიისათვის მიყენებული მოგებაცა და ზიანიც, სასამართლოს მტკიცებულებით საფუძველს მოკლებულად მიაჩნია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში განვითარებული ვერსია, რომ თ------ ჭ---------- მოქმედებდა კომპანიის გაკოტრების განზრახვით მაშინ, როდესაც საწინააღმდეგოზე მიუთითებს როგ----ც სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ისე პ----- ნ------ესთან წარმოებული სამოქალაქო დავების რაოდენობისა და შინაარსის ლოგიკური ანალიზი, აგრეთვე პ----- ნ------ის ათეულობით უსაფუძვლო სარჩელი და მის წინააღმდეგ მიღებული არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება დაცულია ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით (Business judgement rule), რაც ნიშნავს, რომ კანონმდებელი დირექტორისაგან მოითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ ჭ----------ს მიერ ადგილი არ ჰქონია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დაკისრებული ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობის განზრახ დარღვევას და მის მიერ, შპს „ი-------------სსა“ და “D----O E---------S”-ს შორის სავაჭრო ურთიერთობებში „თ-----------ის” ჩართვა და 2--- წლის 30-31 მაისს განხორციელებული ტრანზაქცია წარმოადგენდა ბიზნესისთვის გამართლებულ, საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბიზნეს გადაწყვეტილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია როგ----ც სამოქალაქო დავის, ისე მოცემული სს საქმის განხილვის ფარგლებში დადგენილი ფ------ბრივი გარემოება, რომ პ----- ნ------ის შვილის, ნ--- ნ------ის კომპანია „მ---------“ ეწევა შპს „ი-------------სის“ იდენტურ საქმიანობას მაშინ, როდესაც დაზარალებულის წარმომადგენლად ცნობილი პ----- ნ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ფ------ბრივი გაყოფის შემდეგ, შპს „თ-----------ის“ მიერ შპს „ი-------------სის“ ანალოგიური საქმიანობის განხორციელება შეფასდა შპს „ი-------------სის“ გაკოტრებად და შპს „თ-----------ისათვის“ მოგების მიღებად, რაც ასევე ასახულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, შპს „ი-------------სის“ გაყოფა არ იყო იურიდიულად გაფორმებული, მაგრამ სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი დოკუმენტები) ცალსახად ადასტურებს, რომ „ს------სა“ და „ტ------–----ის“ მიმართულებებად გაიყო როგ----ც შპს „ი-------------სის“ საწყობში არსებული პროდუქცია, ისე კომპანიის თანამშრომლები და საბანკო ანგარიშები, რაც კატეგ----იულად ვერ უარყო თავად პ----- ნ------ემაც (რომელიც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს შპს „ი-------------სის“ დირექტორის ბრძანებას „ს------ს“ მიმართულების მისთვის სამართავად გადაცემის თაობაზე), თუმცა აპელირებდა რეორგანიზაციისათვის კანონით დადგენილი პროცედურის დაუცველობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ ჭ----------სა და პ----- ნ------ის ზ/აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა მათ მიერ კონკრეტული საბოლოო მიზნის - საწარმოს გაყოფის მისაღწევად განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებს. ასეთ პირობებში, შპს „ი-------------სის“ ფ------ბრივი გაყოფა ორ მიმართულებად კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, შესაძლოა შეფასდეს თ------ ჭ----------ს, როგ----ც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ მაღალი რისკის მატარებელ გადაწყვეტილებად, თუმცა პ----- ნ------ესთან არსებული კონფლიქტური სიტუაციის, საწარმოს გაყოფის თაობაზე ამ უკანასკნელის დაჟინებული მოთხოვნისა და გაყოფის პროცედურისათვის აუცილებელი აუდიტორული შემოწმების დაუყოვნებლივ ჩატარების შეუძლებლობის (ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ ჭ---------- მოქმედებდა კეთილგონიერების ფარგლებში იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებული იყო საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

 

თ------ ჭ----------ს ქმედებაში განზრახვის არარსებობა თავისთავად გამორიცხავს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად შეფასების შესაძლებლობას, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხვა გარემოებასაც, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტია მნიშვნელოვანი ზიანი, თუმცა ზიანი შეფასებითი კატეგ----იაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს საქმის კონკრეტულ ფ------ბრივ გარემოებებზე დაყრდნობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზიანი არ შეიძლება შეფასდეს მნიშვნელოვნად, ვინაიდან სს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ 13 367 ლარის ოდენობით მიუღებელმა შემოსავალმა (სავარაუდო ზიანმა) გამოიწვია კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება, სამუშაო ადგილების შემცირება, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახვა ან მისი გადახდისუნარიანობისათვის საფრთხის შექმნა. 13 367 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის მნიშვნელოვან ზიანად შეფასება ემყარება მხოლოდ შპს „ი-------------სის“ წარმომადგენლის, პ----- ნ------ის განმარტებას. პ----- ნ------ის სუბიექტურობასა და პირად დაინტერესებაზე კი გარდა საქმეში არსებული მტკიცებულებების ლოგიკური ანალიზისა, ნათლად მიუთითებს მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული წინააღმდეგობრივი და არაგულწრფელი განმარტებები და ცალკეულ ფ------ბრივ გარემოებებზე საუბრისაგან თავის არიდების მცდელობა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი არის 13 367 ლარის ოდენობით ზიანის „მნიშვნელოვან ზიანად“ შეფასება იმ პირის მიერ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო დავის ფარგლებში, დაკისრებული აქვს არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განზრახ მიყენებული, დაახლოებით ათჯერ მეტი - 186 444,96 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება შპს „ი-------------სის“ სასარგებლოდ ანუ სწორედ იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს თ------ ჭ----------ს ბრალდების სს საქმეში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფ------ბრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფ------ბრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------ ჭ----------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, რის გამოც თ------ ჭ---------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------ ჭ---------- საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

განემარტოს თ------ ჭ----------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 3 (სამი) ცალი CD დისკი (ბრალდების მხარის მტკიცებულება) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- 2 (ორი) ცალი CD დისკი (დაცვის მხარის მტკიცებულება, ერთვის სს საქმეს დაულუქავი სახით) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–----------–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ---- ნ------ა