გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
330350018002662145
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6221-18

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის

დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე

 

5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

შუამდგომლობის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

წარმომადგენელი - ნ-------------–-–---–ი

 

დროებითი განთავსების ცენტრში მოსათავსებელი პირი - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ი (M-------------------; დაბადებული: 08.06.1----–--–---------------------------

 

თარჯიმნები:

მ----------ე

ო---------------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის ეკატერინე სურმავას შუამდგომლობა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

2018 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე მოითხოვა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ის შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსება, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

 

შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ნებაყოფლობითი დაბრუნება-გაძევებისა და რეადმისიის განყოფილების უფროსის 2018 წლის 05 ოქტომბრის N2433129 სამსახურებრივი ბარათით და თანდართული მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, პოლიციის მე-7 განყოფილებაში გამოცხადდა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ი. განყოფილებაში მისი გადამოწმებისას გაირკვა, რომ აღარ არსებობს მისი საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი, მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არა აქვს მუდმივი სამუშაო, არ აქვს ფინანსური შემოსავლები. პირს საქართველოში კანონიერად ყოფნისათვის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე) საფუძველზე, 16:50 საათზე დაკავებულ იქნა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ი. დაკავების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

 

2018 წლის 04 ოქტომბერს ჩატარდა გასაუბრება ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------თან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დროს შსს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განემარტა კანონმდებლობით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა ქართულიდან-ინგლისურ და ინგლისურიდან ბენგალურ ენაზე, თარჯიმნების მონაწილეობით. გასაუბრებისას მან განმარტა, რომ დაიბადა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. მანიგონში. აღნიშნულ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, მას სამშობლოში ჰქონდა ტანსაცმლის მცირე ბიზნესი, თუმცა სამშობლოს დატოვება ფინანსური სახსრების გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 30 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ვიზის საფუძველზე. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ცხოვრობდა თბილისში სხვადასხვა მისამართებზე; ბოლო პერიოდში ცხოვრობდა თბილისში (ზუსტ მისამართს ვერ ასახელებს) მის მეგობარ გოგონასთან - ალტუნა მიქოიანთან ერთად, რომელთანაც ჰყავს საერთო მცირეწლოვანი შვილი; ამ ეტაპზე ალტუნა მიქოიანთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მალევე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, თუმცა საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე ეთქვა უარი; მას სხვა უწყებისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის მოპოვების მიზნით არ მიუმართავს. მიუთითა, რომ სურდა საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა, თუმცა თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლო განაცხადის შეტანა. აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი), რომელიც დატოვა ლტოლვილთა სამინისტროში. მისივე განმარტებით საქართველოში არა აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და შემოსავლის წყარო და ამასთან, არ სურს საქართველოს დატოვება.

 

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, დადგენილი გარემოებაა, რომ ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------იმ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 30 ივნისს ელექტრონული ვიზის საფუძველზე, მას შემდეგ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. მან 2015 წლის 14 მაისს, მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებლად. თუმცა იგი არ გამოცხადდა სამინისტროში კანონით დადგენილი პროცედურების გასავლელად და 2015 წლის 10 ივლისს, მისი საქმის განხილვა სამინისტროში შეწყდა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის წერილი N02-01/05/14801; მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს 2018 წლის 04 ოქტომბრის N2426132 სამსახურებრივი ბარათი). მ--------------------------ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოსათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით არ მიუმართავს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 03 ივლისის წერილი N01/208560). შესაბამისად ამოწურულია მისი ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა და საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მას საქართველოში არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მუდმივი შემოსავლის წყარო, ეს გარემოება ზრდის ალბათობას იმისა, რომ იგი მიიმალება და თავს აარიდებს მისი საქართველოდან გაძევების პროცედურებს და არ ითანამშრომლებს მიგრაციის დეპარტამენტთან, რაც ხელს შეუშლის საქართველოდან გაძევების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მასთან კომუნიკაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, მოითხოვს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ის მოთავსებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა ნ-------------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მ--------------------------ი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განმარტა, რომ ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად, სურს საქართველოში დარჩენა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებს შვილისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას.

 

სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი. ამავე კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.

 

სასამართლო საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ი უნდა მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

 

ბრძანების შესრულება უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს. მასვე განემარტოს, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლების მე-5 პუნქტის თანახმად, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლის შემდეგ ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლით და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით,ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ი (M-------------------; დაბადებული: 08.06.1----–--–--------------------------- მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით;

 

3. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------------------ის (M-------------------; დაბადებული: 08.06.1----–--–--------------------------- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა აეთვალოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრის 16:50 საათიდან;

 

4. ბრძანების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს;

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის ბრძანების გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე