განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/130-18
(130100118002527534)
განაჩენი
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–----–---შვილი, დაბადებული 1987 წლის 19 ივნისს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის დ-----------------–-----–------------
ადვოკატი: ლია ჩუტკერაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
ბრალდებული - მ------------–---–-, დაბადებული 1963 წლის 05 ივლისს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის ს------–------------–-
ადვოკატი: ლია ჩუტკერაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
ბრალდებული - ბ-------------–--–---–-, დაბადებული 1960 წლის 22 აპრილს, პირადი ნომერი: 4----------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქალაქი ქა----–--------–--------------
ადვოკატი: ი------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
ბრალდებული - გ--------------–--–---–-- დაბადებული 1973 წლის 03 ივნისს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქალაქი ქ-----–-------------------------
ადვოკატი: ი------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 მ-----–----–---შვილმა ჩაიდინა ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში მუშტი დაარტყა გ--–-------–---–-, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი მ-----–----–---შვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. მ------------–---–-- ჩაიდინა ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ------------–---–-- სცემა გ--------------–--–---–-- რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი მ------------–---–-- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. ბ-------------–--–---–-- ჩაიდინა ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში მუშტი დაარტყა გ--–-------–---–-, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი ბ-------------–--–---–-- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.4. გ--------------–--–---–-- ჩაიდინა ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა მ------------–---–-, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი გი-------------–--–---–-- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ--------------–--–---–--, ბ-------------–--–---–-ს, მ------------–---–-ს და მ-----–----–---შვილის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია გ--------------–--–---–--, ბ-------------–--–---–-ს, მ------------–---–-ს და მ-----–----–---შვილის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს: გ--------------–--–---–--, ბ-------------–--–---–--, მ------------–---–-- და მ-----–----–---შვილმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------------–--–---–--, მ-----–----–---შვილმა, მ------------–---–-- და ბ-------------–--–---–-- ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოთ მსჯავრი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--------------–--–---–--, ბ-------------–--–---–-ს, მ------------–---–-ს და მ-----–----–---შვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩიათ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა პიროვნებებს, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩადენილს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------------–--–---–--, ბ-------------–--–---–-ს, მ------------–---–-ს და მ-----–----–---შვილის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–----–---შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ-----–----–---შვილის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გაუქმდეს მ-----–----–---შვილის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
4. მ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
5. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ------------–---–-ს მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. გაუქმდეს მ------------–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7. ბ-------------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
8. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ბ-------------–--–---–-ს მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. გაუქმდეს ბ-------------–--–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
10. გიორგი გონგლიაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
11. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ--------------–--–---–-- მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
12. გაუქმდეს გ--------------–--–---–-- მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
13. გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეთ მის შემტანებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
14. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
15. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი