განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2018
საქმის ნომერი
330100118002572073
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ----- ქ--------–-–---–ის,ბრალდებულ - მ----- კ--–--–-–---–ის,ადვოკატ - ო-–--- გ-------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- კ--–--–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თ--–--–-----------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ჩ-------------------------------------–------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- კ--–--–-–---–მა ჩაიდინა მუქარა ე. ი. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ჩ-------------------ში, ყოფნისას მ----- კ--–--–-–---–ი ყოფილ მეუღლეს მ----------- ქ------–---–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რომ სახეზე შეასხამდა მჟავას და სიცოცხლის ბოლომდე დაამახინჯებდა, რა დროსაც მ----------- ქ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

ბრალდებულმა მ----- კ--–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, მ----- კ--–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 08:30 საათზე, მ----- კ--–--–-–---–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ----------- ქ------–---–ს, რომ სახეზე შეასხამდა მჟავას და სიცოცხლის ბოლომდე დაამახინჯებდა, რა დროსაც მ----------- ქ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების მ------ ქ------–---–ის და მ----------- ქ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა მ----- კ--–--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ----- კ--–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ მ----- კ--–--–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ მ----- კ--–--–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ მ----- კ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- კ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ მ----- კ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი