გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2018
საქმის ნომერი
020310018002663564
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310018002663564 (3/177-1-)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - და-----------–---–-ა

 

მოპასუხე - ს----------–----–-----------------------------------–-–---------------------------------------------–--------------–--

წარმომადგენლები: ირ---–--------–-------------------–-ა

 

მესამე პირი ასკ-ის 16.2 მუხლით - ზო-----------ია

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მხარეთა ერთობლივი განცხადება შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

201- წლის 05 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა და-----------–---–-ამ მოპასუხე საქართ---–----–----------------------------------------–------------------------–-–---------------------------------------------–--------------–---ა და მესამე პირის - ზო-----------იას მიმართ - მოსარჩელის მიმართ შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

 

201- წლის 0- ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე პროცესის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ერთობლივი გაცხადება, რომლითაც შერიგების საფუძველზე მოთხოვნილია 201- წლის 0- ოქტომბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებების და თავისუფლების დაცვა, ოჯახში ძალადობის თავიდან აცილება მსხვერპლთა დაცვა და სხვა გარანტიების უზრუნველყოფა; შექმნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლები; კანონი უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის შესაბამისად, მსხვერპლად მიიჩნევა ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან სასამართლო ორგანომ... მოძალადედ მიიჩნევა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის წევრის მიმართ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

შემაკავებელი ორდერით მსხვერპლი ზო-----------ია აცხადებს, რომ იგი შეურიგდა მოსარჩელეს (მოძალადეს). მისი განმარტებით გამორიცხულია მოსარჩელის მხრიდან შემაკევებელ ორდერში მითითებული ქმედების განმეორების შესაძლებლობა, ასევე, როგორც მოსარჩელის და მესამე პირის განმარტების, ისე საქმის მასალების განხილვის შედეგად, მოსარჩელის მხრიდან ოჯახური ძალადობის ჩადენის საფრთხე არ იკვეთება და საფრთხე არ ემუქრება ოჯახის სხვა წევრთა უფლებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირი - ირ---–--------–----ა დადებითად ახასიათებს და-----------–---–-ას და შემაკავებელ ორდერში მითითებულ შემთხვევას მოსარჩელის მხრიდან პირველ მოვლენად ასახელებს, რის გამოც ეთანხმება და-----------–---–-ასა და მესამე პირის ზო-----------იას ერთობლივ განცხადებას შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ პროცესის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2114 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი მე-12-13 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე და-----------–---–-ას და მესამე პირის ზო-----------იას განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2.და-----------–---–-ასა და ზო--------------ს შერიგების საფუძველზე, გაუქმდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელე და-----------–---–-ას მიმართ 201- წლის 0- ოქტომბერს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 0- (სამი) დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ამავე სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა