გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/676-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ი-----–--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ვ-–----------------ე
მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ------------------ა
მესამე პირი - შპს „კ------------------–ი“
წარმომადგენელი - გ-----------–--ე
მესამე პირები - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ფ---------"-ის დამფუძნებელი წევრები - ლ-----------–--------–-------–---------------------------–-----------------------–--------–-–---–------------–-–---–-------------------------------–--------–--------–----------------------------–---–-ა, ასევე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.1-.01.0--.0-- მესაკუთრეები - ზ------–--–--–---–-------------------–-----------–----------------------------------------------------------–---–-ა, ამხანაგობა "ფ---------", სააქციო საზოგადოება „ბ---------ი“, შპს "ჯ----------------ს", ასევე ი-----------–---------------–-----------------------–---–--------------–----------–---–------–-------–----------–---–ი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
დავის საგანი - რეგისტრაციის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 20 დეკემბრის N3----, 2003 წლის 22 მაისის N0-----------, 2005 წლის 14 ივნისის N0-----------, 2006 წლის 20 აპრილის N0----------- განაცხადის რეგისტრაციებთან დაკავშირებული რეგისტრაცია.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1- აპრილის N8------------08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკადასტრო კოდზე - 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო საზღვრების კორექტირებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახალი რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს "კ------------------–ის" წარმომადგენელმა - გ-----------–--ემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. მესამე პირმა - ლ-----------–-ამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2001 წლის 20 დეკემბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, მ----------------- და ფ-----–---–------------------- მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ საკუთრება; შენობა-ნაგებობა მშენებარე (პროექტის შესაბამისად) საერთო ფართობით 987,5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობით 673 კვ.მ. დამხმარე ფართით 314,5 კვ.მ.) სახელოსნოები ფართობით 580 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები ფართობით 426 კვ.მ. და ავტოსადგომები ფართობით 360 კვ.მ. - კერძოდ, ბლოკი ,,ბ’’ საერთო ფართით 535,5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360,5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. – I სართული, ბინა N1 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., ბინა N2 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., - II სართული, ბინა N3 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., ბინა N4 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., სახელოსნო N1 საერთო ფართობით 143 კვ.მ, სახელოსნო N2 საერთო ფართობით 143 კვ.მ, ბლოკი ,,გ’’ საერთო ფართობით 452 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართით 312,5 კვ.მ, დამხმარე ფართით 139,5 კვ.მ.) სახელოსნო ფართით 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სარდაფი საერთო ფართით 184 კვ.მ. – I სართული, ბინა N5 საერთო ფართობით 130,39 კვ.მ., ბინა N6 საერთო ფართით 62,19 კვ.მ. – II სართული, ბინა N7 საერთო ფართით 130,39 კვ.მ., ბინა N8 საერთო ფართით 129.04 კვ.მ., სახელოსნო N3 საერთო ფართით 142,5 კვ.მ., სახელოსნო N4 საერთო ფართით 143,5 კვ.მ. - ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ საკუთრება, ხოლო ნაგებობები N2, N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველო კანონი ,,ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 24 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება N23.131.2---, ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 24 დეკემბრის N1--- და 1992 წლის 22 დეკემბრის N6-- ბრძანებები, ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1992 წლის 10 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2001 წლის 20 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 137-138.
4.1.2. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილებით, ფ--------------ზე გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი/ფ-------ს ქ. N-------, დაუმაგრდა 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომს ორბინიანი ამხანაგური ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ოთხი შემოქმედებითი სახელოსნოს ასაშენებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 118-120.
4.1.3. ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1990 წლის 03 ოქტომბერს მიღებული იქნა N22.131.2--- გადაწყვეტილება ფ-----–---–--ის ქუჩის/ყოფილი ფ-------ს/N--------ში მენაშენეთა ამხანაგობისა და მხატვართა კავშირის შემოქმედებითი სახელოსნოების დაკომპლექტების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 03 ოქტომბრის N22.131.2--- გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 121-126.
4.1.4. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1--- წლის 24 დეკემბრის N1--- ბრძანებით ჩაითვალა შეთანხმებულად ქ. თბილისში ისნის რაიონის მ---------------ში და ფ-----–---–--ის ქუჩაზე N2-----ში საცხოვრებელი სახლებისაგან გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთზე სა---------–-----–-----–-------–---ის ამხანაგობისათვის /,,მ---------’’/ ინდივიდუალური 03/სამი/ სართულიანი, 06 ბინიანი, I სართულზე სავაჭრო მაღაზიის განთავსებით და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობისათვის //ფ-----–---–--ა 2-----ში/ ინდივიდუალური 02/ორი/ სართულიანი, 08 ბინიანი მანსარდის სართულის გამოყენებით/საქართველოს მხატვართა კავშირისათვის მანსარდის სართულში 4 შემოქმედებითი სახელოსნოს მოწყობისა და სარდაფის სართულში საგამოფენო დარბაზის განთავსების საცხოვრებელი სახლის პროექტი.
თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ გაცემული 1992 წლის 12 აპრილის N-- ნებართვით დგინდება, რომ მიეცა ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ს ქ. თბილისი, მ-------------- და ფ-----–---–--ის ქ. N2-----ში 03 სართულიანი 06 ბინიანი (I სართულზე მაღაზიის განთავსებით) და 02 სართულიანი 08 ბინიანი (მანსარდის სართულში 04 შემოქმედებითი სახელოსნო) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 21.12.1989 წლის N23.20.6-- და 1990 წლის 11 იანვრის N01.09.08 გადაწყვეტილებები, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1--- წლის 24 დეკემბრის N1--- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1--- წლის 24 დეკემბრის N1--- ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 129-131.
- თბილისის სახელწმიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1992 წლის 12 აპრილის N-- ნებართვა - ტ.1, ს.ფ. 132-133
4.1.5. ქალაქ თბილისის მერიის თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მიერ 1998 წლის 27 ივლისს გაცემული - ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილებით ფ----–---–--ის ქუჩის/ყოფილი ფ-------ს/ N2-----ში დარეგისტრირებულ მენაშენეთა ამხანაგობის „მ---------’’-ის დამატებითი წევრებით დაკომპლექტების შესახებ, მიღებული იქნა საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის წინადადება და დაკმაყოფილდა სა---------–-----–-----–-------–---ის თხოვნა, მოქალაქე ნ--------------------–------–-----ი, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობის აღრიცხვაზე იყო 1987 წლიდან თვითონ, 02 შვილთან ერთად, 03 სული გაწევრიანდა ფ-----–---–--ის ქუჩის N2-----ში დარეგისტრირებულ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------’’-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 127-128
4.1.6. ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებული იქნა - ქ. თბილისში, ისნის რაიონში, მ---------------ში და ფ-----–---–--ის (ფ-------ს) ქუჩა N--------ში დანგრეული სახლების ადგილზე ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------’’-ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის კორექტირებული გეგმა 1410 კვ.მ. მიწის ფართობზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის გეგმა - ტ.1, ს.ფ. 147-148
4.1.7. 2001 წლის 27 დეკემბრის მომზადებული სანოტარო აქტით - უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N3------) დგინდება, რომ ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის წარმომადგენელმა გ----------------–--ემ მოქალაქე გ---------------–--ეს მიყიდა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------’’-ის კუთვნილი 360 კვ.მ. ავტოსადგომებიდან 260 კვ.მ. ფართი, განთავსებული ,,გ’’ ბლოკის ქვეშ. მდებარე მ-------------- და ფ----–---–--ის N20 და N22-ში. მთელი ფართობის მახასიათებელია: სარეგისტრაციო ზონა თ---–------------, სექტორი - ი----, კოდი - 1-, კვარტალის N1, ნაკვეთი N9--- ფართობი 1410 კვ.მ. მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი 1/1-/1/9---.
2002 წლის 03 იანვარს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის და გ---------------–--ის (დაბ: 1-.06.1--- წელი) საკუთრება;
2002 წლის 1- აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის, გ---------------–--ისა და კომპანია ,,---–-------------–----------–--------ის’’ საერთო საკუთრება.
2003 წლის 03 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის, გ---------------–--ის, კომპანია ,,---–-------------–----------–--------ისა’’ და შპს „დ---’’ საერთო საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 1-3-1-7
- 2002 წლის 03 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 162-163
- 2003 წლის 1- აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 200-201
- 2003 წლის 03 მაისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 224-225
4.1.8. 2002 წლის 04 იანვარს მომზადებული სანოტარო აქტით - გადახდა განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2002 წლის 04 იანვარს გ---------------–--ესა და ,,მ--–-------------–----------–--------ს’’ რწმუნებულს პ---------–------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ-------------- და ფ----–---–--ის ქ. N20, 22-ში მშენებარე შენობა-ნაგებობის ,,გ’’ ბლოკში არსებული სამი ავტოსადგომის ფართით 108 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2002 წლის 04 იანვარს მომზადებული სანოტარო აქტით - გადახდა განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 1-1-1-5
4.1.9. 2002 წლის 24 აპრილს მოქალაქე გ---------------–--ესა და შპს ,,დ---’’ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით (სანოტარო აქტი - რეესტრის სარეგისტრაციო N1-----), ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ავტოსადგომების ფართით 1-2 კვ.მეტრიდან 40 კვ.მ., რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, მ-------------- და ფ----–---–--ის ქ. N-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2002 წლის 24 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით - ტ.1, ს.ფ. 208-213
4.1.10. ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ----------’’ 2003 წლის 10 აპრილის N2 კრების ოქმის მიხედვით, კრებამ დაადგინა, რომ ამხანაგობა ,,მ---------’’-ის წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფართობების განაწილება. ,,ბ’’ ბლოკში საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება. II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება.
ბინა N4, საერთო ფართი 133.88 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. ,,ბ’’ ბლოკის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში და ბლოკი ,,ბ’’ და ბლოკი ,,გ’’ გაიმიჯნა თანდართული საკადასტრო რუქის მიხედვით. მიწის ნაკვეთი N1 დაახლოებით ფართი 774 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა. ბლოკი ,,ბ’’ პროექტის მიხედვით საერთო ფართობით 535,5 კვ.მ. სახელოსნოები 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N2 დაახლოებითი ფართობი 636 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა ბლოკი ,,გ’’ საერთო ფართით 452 კვ.მ. სახელოსნოს ფართით 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სარდაფი 184 კვ.მ. და ავტოსადგომი 360 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ----------’’ 2003 წლის 10 აპრილის კრების ოქმით N2 - ტ.1, ს.ფ. 238-241.
4.1.11. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ----------ის“ „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის 2003 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ხ------–------–-–---–ი; რეესტრის N1----) თანახმად, გაიმიჯნა ამხანაგობა „მ---------“-ის წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფართობები „ბ“ და „გ” კორპუსები. „ბ" ბლოკში, საერთო ფართით 535.5 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 360,5 კვ.მ. და სახელოსნოები 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. – I სართული ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. დარჩა ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133,88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება, II სართული ბინა N3 საერთო ფართი 133,88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება. ბინა N4 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი სათავსოები 242 კვ.მ. ,,ბ’’ ბლოკის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში.
მეორეს მხრივ ,,გ’’ ბლოკი დარჩა ძველი მდგომარეობით, კერძოდ: ბლოკი ,,გ’’ საერთო ფართი 452 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართით 312.5 კვ.მ. დამხმარე ფართით 139,5 კვ.მ.) სახელოსნო ფართით 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სარდაფი 184 კვ.მ. – I სართული, ბინა N5 საერთო ფართობით 130,39 კვ.მ. ბინა N6 საერთო ფართობით 62,19 კვ.მ. – II სართული, ბინა N7 საერთო ფართობით 130.39 კვ.მ. ბინა N8 საერთო ფართობით 129,04 კვ.მ. სახელოსნო N3 საერთო ფართი 142,5 კვ.მ., სახელოსნო N4 საერთო ფართით 143,5 კვ.მ. და ავტოსადგომები ფართობით 100 კვ.მ. ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ -ის საკუთრება და ,,გ’’ ბლოკში ავტოსადგომები ფართობით 260 კვ.მ. აქედან 40 კვ.მ. შპს ,,დ---’’ და 112 კვ.მ. გ---------------–--ის საკუთრება,108 კვ.მ. კომპანია ,,მ--–-------------–----------–--------ი’’-ს საკუთრება, ხოლო ნაგებობები N2 და N3 უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ----------ის“ „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის 2003 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 232-234
4.1.12. 2003 წლის 22 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ი-----------–--ის, ე---------–-----ის, ჯ-------------–---–ის, ქ----------–----------–---–ის და ს--–-------–----------–---–ის საერთო საკუთრება.
შენობა-ნაგებობა მშენებარე (პროექტის შესაბამისად) საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება. II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება. ხოლო ნაგებობები N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველო კანონი ,,ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილება; ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 24 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება N23.131.2---; ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 24 დეკემბრის N1--- და 1992 წლის 22 დეკემბრის N6-- ბრძანებები; ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1992 წლის 10 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვა; 2001 წლის 27 დეკემბრის მომზადებული სანოტარო აქტით - უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N3------); 2003 წლის 10 აპრილის ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ----------’’ კრების ოქმით N2; 2003 წლის 14 აპრილის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------“-ის „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2003 წლის 22 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 253-255
4.1.13. 2004 წლის 08 ნოემბრის (რეესტრში რეგისტრაციის N1-----) ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ი-----------–--ემ, ე---------–-----მა, ჯ-------------–---–მა, ს--–-------–----------–---–მა და ქ----------–----------–---–მა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე) პროექტის შესაბამისად საერთო ფართით - 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360,5 კვ.მ., დამხამრე 1-5 კვ.მ. სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები - 242 კვ.მ.) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ--------------, ფ----–---–--ის ქ. N--------ში გაასხვისეს მ---------------–--ის, ლ-----------–-ასა და გ-------–--------–-–---–ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2004 წლის 08 ნოემბრის (რეესტრში რეგისტრაციის N1-----) ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 267-273
4.1.14. 2005 წლის 14 ივნისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - მ---------------–--ის, გ-------–--------–-–---–ისა და ლ-----------–-ას საერთო საკუთრება შენობა-ნაგებობა მშენებარე (პროექტის შესაბამისად) საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ლ-----------–-ას საკუთრება, II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. მ---------------–--ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. და სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. გ-------–--------–-–---–ის საკუთრება. ხოლო ნაგებობები N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: სანოტარო წესით 2004 წლის 08 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ნოტარიუსი ხ. შ------–-–---–ი; რეესტრის N1-----).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2005 წლის 14 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ.1, ს.ფ. 279-280
4.1.1-. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბრის N20---- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ი-----ს--------- რაიონში, ფ-----–---–--ის ქ. N20/22-ში მოქალაქეების: მ. გ--------–--ის, გ. მ------–-–---–ის და ლ. ხ-----–-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.
2005 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა N2------ მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. თბილისი ფ-----–---–--ის ქ. N20/22-ში საკადასტრო კოდზე: 1/1-/1/9----. დამკვეთებს წარმოადგენდნენ მოქალაქეები: მ. გ--------–--ე, გ. მ------–-–---–ი, ლ. ხ-----–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბრის N20---- ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 294-295
- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბერს N2----- მშენებლობის ნებართვა - ტ.1, ს.ფ. 296-297
4.1.16. 2006 წლის 01 თებერვალს (რეგისტრირებული სანოტარო აქტების რეესტრში N1----) დაფუძნებული იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’. აქტის დამოწმების დროისათვის ამხანაგობის დამფუძნებლები (წევრები) იყვნენ: ლ-----------–--------–-------–---------------------------–-----------------------–--------–-–---–------------–-–---–-------------------------------–--------–--------–----------------------------–---–-ა. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლ-----------–-ა.
მ---------------–--ემ, ლ-----------–-ამ და გ-------–--------–-–---–მა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ფ---------“-ში შენატანის სახით შეიტანეს ქ. თბ--–--–---------------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N--------ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე 774 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2006 წლის 01 თებერვლის სანოტარო აქტი (რეგისტრირებული სანოტარო აქტების რეესტრში N1----) ამხანაგობა „ფ---------’’-ის დაფუძნების შესახებ - ტ.1, ს.ფ. 332-343
4.1.1-. 2006 წლის 20 აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’ საკუთრება.
შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართობით 1253 კვ.მ. ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’ საკუთრება. შენობა N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. იურიდიული მისამართი: ფ-----–---–--ის ქ. N20. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: სანოტარო წესით 2006 წლის 01 თებერვალს დამოწმებული ამხანაგობის დაფუძნების შესახებ (ნოტარიუსი ო. ზ----ე; რეესტრის N1----).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2006 წლის 20 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ - ტ. 1, ს.ფ. 349-350
4.1.18. 2007 წლის 22 ნოემბრის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის N0------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში ფ----–---–--ის ქ. N--------ში მოქალაქეების: მ.გ--------–--ის, გ. გრ----–-–---–--ა და ლ. ხ-----–-ას საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა.
2007 წლის 22 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობა Nნ-------. მშენებლობის ობიექტი: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ფ----–---–--ის ქ. N--------ში, საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 22 ნოემბრის N0------ ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 397
- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მშენებლობის სანებართვო მოწმობა 2007 წლის 22 ნოემბერს Nნ------- - ტ.1, ს.ფ. 396
4.1.19. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 22 თებერვლის Nბ---- ბრძანებით მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ქ. თბილისში, ი-----ს--------- რაიონი, ფ----–---–--ის ქ. N--------ში მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 22 თებერვლის Nბ---- ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 376
4.1.20. 2008 წლის 1- აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, მ-------------- და ფ----–---–--ის ქ. N--------ში მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ,,ფ---------’’. უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 774.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 9---; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობი(ებ)ის საერთო ფართი:1827.00კვ.მ.; სხვა ფართი: შენობა-ნაგებობები N2, N3, N4. უფლების დამდგენი დოკუმენტი: ბრძანება Nბ----, დამოწმების თარიღი: 22.02.2008 წელი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური; სანოტარო წესით 2006 წლის 01 თებერვალს დამოწმებული ამხანაგობის დაფუძნების შესახებ (ნოტარიუსი: ო. ზ----ე, რეესტრის N1----).
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2008 წლის 1- აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ. 393-395
4.1.21. 201- წლის 10 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, მ--------------, ფ----–---–--ის ქ. N--------ში საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: ზ------–--–--–---–ი, ი-----------ის, ლ-----------–-ას, მ---------------ის, ქ-----------------------------------–---–---------------------–---–-ას, ამხანაგობა ,,ფ---------’’-ის, სს ,,ბ---------ის’’, შპს ,,კ------------------–ის’’ და შპს ,,ჯ----------------სის’’ საკითრების უფლება. უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 774.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:9---; 01.1-.01.0--.008; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; შენობა-ნაგებობი(ებ)ის საერთო ფართი:1827.00კვ.მ.; სხვა ფართი: შენობა-ნაგებობები N2, N3, N4.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 201- წლის 10 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტ.1, ს.ფ. 4161-422
4.1.22. 2008 წლის 13 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისი, მ-------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 166 კვ.მ. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით: 106 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრე: შ------------–-–---–ი; N1-------, სამკვიდრო მოწმობა, ნოტარიუსი ე-–--------–---–ი 29.07.1--- წელი. შ------------–-–---–ი N59, დიდუბის რაიონის საბჭოს განკარგულება გვარის შეცვლის შესახებ 07.03.1--- წელი. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე: 60 კვ.მ. აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვისზეა აღრიცხული: შ------------–-–---–ი, სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1940 წელი.
შენობა-ნაგებობა: ლიტერი ,,ა’’ სართული- 2, ფართობი: საერთო - 84,1-, საცხოვრებელი - 40,37; არასაცხოვრებელი სარდაფი - სხვენი/მანსარდა - დამხმარე 43,80, სხვა - 30,91. ლიტერი - ვც (საპირფარეშო) სართული, ფართობი, საერთო, საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი, სარდაფი, სხვენი/მანსარდა - დამხმარე, სხვა - 2,00. მოსარგებლე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შ------------–-–---–ი, დიდუბის რაიონის საბჭოს განკარგულება გვარის შეცვლის შესახებ N59 07.03.1--- წელი; მოსარგებლე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შ------------–-–---–ი, სამკვიდრო მოწმობა, ნოტარიუსი ე-–--------–---–ი N1------- 29.07.1--- წელი.
2008 წლის 11 მარტს მომზადებული თბილისს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიცაზიო გეგმით დგინდება: მიწის ნაკვეთი ქ. თბილისი, მ-------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 166 კვ.მ. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით: 106 კვ.მ. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე: 60 კვ.მ. აღრიცხვის თარიღი 1994 წლის 31 დეკემბრამდე; ფართობი უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის გარეშე: 0 კვ.მ., აღრიცხვის თარიღი 1994 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2008 წლის 13 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათება - ტ.1, ს.ფ. 64
- საინვენტარიცაზიო გეგმა - ტ.1, ს.ფ. 65.
4.1.23. 20-- წლის 08 თებერვალს გაცემული იქნა 2010 წლის 24 ივნისს გარდაცვლილ შ------------–-–---–ის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------------------*). აღნიშნული მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვირეს წამოადგენს ი-----–--------–-–---–ი. სამკვიდროს გახსნის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, მ--------------, მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდრო ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე, თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა - ტ.1, ს.ფ. 18-22
4.1.24. 20-- წლის 24 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ი-----–--------–-–---–მა და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მ---------------ში მდებარე უძრავ ნივთზე.
20-- წლის 02 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დგინდებოდა ზედდება მეზობელ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 01.1-.01.0--.0--; მესაკუთრე ამხანაგობა "ფ---------", ს/ნ 1--------), ამდენად, წარსადგენი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ იყო გადახდილი საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის (30) ლარის ოდენობა.
20-- წლის 05 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 20-- წლის 24 თებერვლის განცხადება თანდართული მასალებით - ტ.1, ს.ფ. 423-436
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 20-- წლის 02 მარტის N8------------03 გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 437-438
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 20-- წლის 05 აპრილის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ - ტ.1, ს.ფ. 439
4.1.25. 201- წლის 25 დეკემბერს ი-----–--------–-–---–მა N7-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 20 აპრილს განხორციელებული რეგისტრაციის (რეგისტრაციის ნომერი: 0-----------; თარიღი: 20.04.2006 წელი) ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 01.1-.01.0--.0--, საზღვრების კორექტირება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის N5--- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ი-----–--------–-–---–ს 201- წლის 25 დეკემბრის N7-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის N5--- გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 74-76
4.1.26. 201- წლის 1- ივლისს მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული N0-------- დასკვნით დგინდება, რომ თბილისში, მ---------------ში 14.06.06 წელს შ------------–-–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული შენობა-ნაგებობების სამხრეთ ნაწილში არსებული გარე კედლისა და ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობების სამხრეთ ნაწილში მყოფი გარე კედლის კორდინატების გათვალისწინებით გაორენტირებული 166 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი გადაფარვაში მოდის საჯარო რეესტრის N01.1-.0--.0-- და N01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, კერძოდ გადაფარვის ფართი N01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან შეადგენს 99 კვ.მ-ს, ხოლო N01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 5 კვ.მ-ს (აღნიშნული გადაფარვის ფართი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ხვდება სერვიტუტით დატვირთულ ნაწილში).
ქ. თბილისში მ---------------ში 14.06.06 წელს შ------------–-–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის და მასზე მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით (ექსპერტის მიერ შედგენილი) ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობის სამხრეთ ნაწილში არსებული გარე კედლისა და ფაქტობრივად მყოფი შენობა-ნაგებობების სამხრეთ ნაწილში მყოფი გარე კედლის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული 166 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი გადაფარვაში მოდის საჯარო რეესტრში N01.1-.0--.0-- და N01.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, კერძოდ გადაფარვის ფართი N01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან შეადგენს 94 კვ.მ-ს, ხოლო N01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 1 კვ.მ.-ს (აღნიშნული გადაფარვის ფართი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ხვდება სერვიტუტით დატვირთულ ნაწილში).
ქ. თბილისში მ---------------ში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვარი მოიცავს N01.1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, კერძოდ გადაფარვის ფართი შეადგენს 75 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 1- ივლისის N0-------- დასკვნა - ტ.1, ს.ფ. 47-61
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–--------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონისა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (შემდგომში მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტირის შემადგენელი ნაწილი და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებულ ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მისაღებად მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის წარმოების ერთიანი სისტემით.
2001 წლის 20 დეკემბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, მ----------------- და ფ-----–---–------------------- მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ საკუთრება; აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველო კანონი ,,ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 24 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება N23.131.2---, ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 24 დეკემბრის N1--- და 1992 წლის 22 დეკემბრის N6-- ბრძანებები, ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1992 წლის 10 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2001 წლის 27 დეკემბერს მომზადებული იქნა სანოტარო აქტი - უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N3------), ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის წარმომადგენელმა გ----------------–--ემ მოქალაქე გ---------------–--ეს მიყიდა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის კუთვნილი 360 კვ.მ. ავტოსადგომებიდან 260 კვ.მ. ფართი, განთავსებული ,,გ’’ ბლოკის ქვეშე. მდებარე მ-------------- და ფერიცვლაბეის N20 და N22-ში. მთელი ფართობის მახასიათებელია: სარეგისტრაციო ზონა თ---–------------, სექტორი -ი----, კოდი -1-, კვარტალის N1, ნაკვეთი N93 /8 ფართობი 1410 კვ.მ. მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი 1/1-/1/9---. ამავე უძრავ ქონებაზე 2002 წლის 03 იანვარს მომზადებული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ სადაც ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 1410 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’-ის და გ---------------–--ის საკუთრება. ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან (2001 წლის 20 დეკემბრის ამონაწერი) ერთად მითითებული იქნა 2001 წლის 27 დეკემბერის სანოტარო აქტი - უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N3------).
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მიწაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს, სარეგისტრაციო ბარათში იდენტურად ასახული უნდა იქნეს თითოეული თანამესაკუთრის წილი. თუ თითოეული მესაკუთრის წილის ოდენობა ცნობილი არ არის. მაშინ ყოველ თანამესაკუთრეზე აღირიცხება ქონების თანაბარი წილი, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.
2002 წლის 04 იანვარს სანოტარო აქტის თანახმად, გადახდა განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით 2002 წლის 04 იანვარს გ---------------–--ესა და ,,მ--–-------------–----------–--------ის’’ რწმუნებულს პ---------–------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ-------------- და ფ----–---–--ის ქ. N20, 22-ში მშენებარე შენობა-ნაგებობის ,,გ’’ ბლოკში არსებული სამი ავტოსადგომის ფართით 108 კვ.მ. ხოლო 2002 წლის 24 აპრილს მოქალაქე გ---------------–--ესა და შპს ,,დ---’’ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით (სანოტარო აქტი - რეესტრის სარეგისტრაციო N1-----), ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გ---------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ავტოსადგომების ფართით 1-2 კვ.მეტრიდან 40 კვ.მ., რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, მ-------------- და ფ----–---–--ის ქ. N-------.
2003 წლის 14 აპრილის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------"-ის „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი ხ------–------–-–---–ი; რეესტრის No1----), გაიმიჯნა ამხანაგობა „მ---------"-ის წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფართობები „ბ" და ,,გ” კორპუსები. „ბ" ბლოკში, საერთო ფართით 535.5 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 360,5 კვ.მ. და სახელოსნოები 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. – I სართული ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. დარჩა ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133,88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება, II სართული ბინა N3 საერთო ფართი 133,88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება. ბინა N4 საერთო ფართით 133,88 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი სათავსოები 242 კვ.მ. ,,ბ’’ ბლოკის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში.
მეორეს მხრივ ,,გ’’ ბლოკი დარჩა ძველი მდგომარეობით, კერძოდ: ბლოკი ,,გ’’ საერთო ფართი 452 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართით 312.5 კვ.მ. დამხმარე ფართით 139,5 კვ.მ.) სახელოსნო ფართით 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სარდაფი 184 კვ.მ. – I სართული, ბინა N5 საერთო ფართობით 130,39 კვ.მ. ბინა N6 საერთო ფართობით 62,19 კვ.მ. – II სართული, ბინა N7 საერთო ფართობით 130.39 კვ.მ. ბინა N8 საერთო ფართობით 129,04 კვ.მ. სახელოსნო N3 საერთო ფართი 142,5 კვ.მ., სახელოსნო N4 საერთო ფართით 143,5 კვ.მ. და ავტოსადგომები ფართობით 100 კვ.მ. ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ -ის საკუთრება და ,,გ’’ ბლოკში ავტოსადგომები ფართობით 260 კვ.მ. აქედან 40 კვ.მ. შპს ,,დ---’’ და 112 კვ.მ. გ---------------–--ის საკუთრება, ხოლო 108 კვ.მ. კომპანია ,,მ--–-------------–----------–--------ი’’-ს საკუთრება, ხოლო ნაგებობები N2 და N3 უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე.
ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ---------’’ის 2003 წლის 10 აპრილის კრების N2 ოქმით კრებამ დაადგინა, ამხანაგობა ,,მ---------’’ წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფართობების განაწილება. ,,ბ’’ ბლოკში საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება. II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება.
ბინა N4, საერთო ფართი 133.88 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. ,,ბ’’ ბლოკის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში და ბლოკი ,,ბ’’ და ბლოკი ,,გ’’ გაიმიჯნა თანდართული საკადასტრო რუქის მიხედვით. მიწის ნაკვეთი N1 დაახლოებით ფართი 774 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა. ბლოკი ,,ბ’’ პროექტის მიხედვით საერთო ფართობით 535,5 კვ.მ. სახელოსნოები 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N2 დაახლოებითი ფართობი 636 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა ბლოკი ,,გ’’ საერთო ფართით 452 კვ.მ. სახელოსნოს ფართით 286 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სარდაფი 184 კვ.მ. და ავტოსადგომი 360 კვ.მ.
2003 წლის 22 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დგინდება, რომ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ი-----------–--ის, ე---------–-----ის, ჯ-------------–---–ის, ქ----------–----------–---–ის და ს--–-------–----------–---–ის საერთო საკუთრება.
შენობა-ნაგებობა მშენებარე (პროექტის შესაბამისად) საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ი-----------–--ის საკუთრება, ბინა N2 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება. II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქ----------–----------–---–ის საკუთრება, სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება. ხოლო ნაგებობები N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველო კანონი ,,ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილება; ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 24 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება N23.131.2---; ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 24 დეკემბრის N1--- და 1992 წლის 22 დეკემბრის N6-- ბრძანებები; ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1992 წლის 10 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვა; 2001 წლის 27 დეკემბრის მომზადებული სანოტარო აქტით - უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N3------); 2003 წლის 10 აპრილის ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ----------’’ კრების ოქმით N2; 2003 წლის 14 აპრილის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------"-ის „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის ხელშეკრულება.
7.3. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების (შემდგომში – უფლებების) სახელმწიფო რეგისტრაცია ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით. მე-2 პუნქტის მიხედვთ, ეს კანონი ადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესსა და პირობებს, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესს.
ამავე კანონის მიზნებისათვის მე-2 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა ,,ზ’’ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე; ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი – სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ასახავს უძრავი ნივთის საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემებს, რეგისტრირებული უფლებებისა და შესაბამისი უფლებების მქონე პირების, უძრავი ნივთის დანიშნულების შესახებ დოკუმენტურ მონაცემებს. ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება) – დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი ფორმით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის მიზნით. ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი საბუთი – კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას.
ამავე კანონის მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, განსაზღვრული იყო უფლებები, რომლებიც ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას: "ა" უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების დადასტურების, პრივატიზების გზით, აგრეთვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვება; "დ" ქვეპუნქტის თანახმად ბინის მესაკუთრეთა ან/და ამხანაგობის წევრთა შორის დადებული შეთანხმებები.
ამავე კანონის მე-5 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის საფუძველი, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.
ამავე კანონის მე-10 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია თუ რას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი. პირველი პუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების დამადასტურებელ საბუთს. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეიცავს გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ბათილია ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის სააღრიცხვო ბარათს მისი გაცემის მომენტისათვის. მე-3 პუნქტის თანახმად საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განუყოფელ ნაწილს (დანართს) წარმოადგენს საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მე-6 პუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს უძრავ ნივთზე გარიგების და სხვა სამართლებრივი მოქმედებისას საკუთრების ან სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს.
2004 წლის 08 ნოემბრის სანოტარო აქტით (რეესტრში რეგისტრაციის N1-----) ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ი-----------–--ემ, ე---------–-----მა, ჯ-------------–---–მა, ს--–-------–----------–---–მა და ქ-------------–---–მა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე) პროექტის შესაბამისად საერთო ფართით - 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360,5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ. სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები - 242 კვ.მ. )უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ--------------, ფ----–---–--ის ქ. N--------ში გაასხვისეს მ---------------–--ის, ლ-----------–-ასა და გ-------–--------–-–---–ზე.
2005 წლის 14 ივნისის მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - მ---------------–--ის, გ-------–--------–-–---–ისა და ლ-----------–-ას საერთო საკუთრება შენობა-ნაგებობა მშენებარე (პროექტის შესაბამისად) საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ., დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ.მ., საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ., I - სართული, ბინა N1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ლ-----------–-ას საკუთრება, II - სართული ბინა N3 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. მ---------------–--ის საკუთრება, სახელოსნო N1 საერთო ფართი 143 კვ.მ. და სახელოსნო N2 საერთო ფართი 143 კვ.მ. გ-------–--------–-–---–ის საკუთრება. ხოლო ნაგებობები N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: სანოტარო წესით 2004 წლის 8 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ნოტარიუსი ხ. შ------–-–---–ი; რეესტრის N1-----).
2006 წლის 01 თებერვალს (რეგისტრირებული სანოტარო აქტების რეესტრში N1----) დაფუძნებული იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’. აქტის დამოწმების დროისათვის ამხანაგობის დამფუძნებლები (წევრები) იყვნენ: ლ-----------–--------–-------–---------------------------–-----------------------–--------–-–---–------------–-–---–-------------------------------–--------–--------–----------------------------–---–-ა. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლ-----------–-ა.
მ---------------–--ემ, ლ-----------–-ამ და გ-------–--------–-–---–მა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ფ---------“-ში შენატანის სახით შეიტანეს ქ. თბ--–--–---------------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N--------ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე 774 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2006 წლის 20 აპრილს მომზადებული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, ქალაქ თბილისში მ----------------- და ფ-----–---–--ის ქუჩა N20 და N22 მიწის ნაკვეთზე 774 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი: 1/1-/1/9----) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება: მიწის ნაკვეთი - ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’ საკუთრება.
შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართობით 1253 კვ.მ. ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ---------’’ საკუთრება. შენობა N2 და N3 - უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. იურიდიული მისამართი: ფ-----–---–--ის ქ. N20. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: სანოტარო წესით 2006 წლის 01 თებერვალს დამოწმებული ამხანაგობის დაფუძნების შესახებ (ნოტარიუსი ო. ზ----ე; რეესტრის N1----). (4.1.18.)
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, მ---------------სა და ფ----–---–--ის ქ. N--------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 01.1-.01.0--.0--) ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ფ---------“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების - ამხანაგობის დაფუძნების შესახებ შეთანხმების (დამოწმებული ნოტარიუს ო. ზ----ის მიერ რეესტრის ნომრით 1----) საფუძველზე. მ---------------–--ემ, ლ-----------–-ამ და გ-------–--------–-–---–მა ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს ქ. თბ--–--–---------------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N20 და N22-ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე 774 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენდა მ---------------–--ის, ლ-----------–-ასა და გ-------–--------–-–---–ის თანასაკუთრებას, რაც დასტურდებოდა 2004 წლის 08 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ხ. შ------–-–---–ი; რეესტრის N°1–1309), ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბრის N20---- ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბრის მშენებლობის No2----- ნებართვის საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2001 წლიდან წარმოადგენდა ინდ. ამხანაგობა ,,მ---------’’-ის ,შემდგომ მასთან ერთად გ---------------–--ის, ,,მ--–-------------–----------–--------ის’’-სა და შპს ,,დ---’’ თანასაკუთრებას. ხოლო შემგომ 2003 წლის 22 მაისიდან წარმოადგენდა ი-----------–--ის, ე---------–-----ის, ჯ-------------–---–ის, ქ----------–----------–---–ის და ს--–-------–----------–---–ის საერთო საკუთრებას, რომელთა საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა "ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის, ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 21 დეკემბრის N23.20.6-- გადაწყვეტილების, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 24 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის, ქ. თბილისის ისნის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 03 ოქტომბრის N23.131.2--- გადაწყვეტილების, ქ. თბილისის ისნის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N07.128.--- გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1992 წლის 24 დეკემბრის No1--- და 1992 წლის 22 დეკემბრის N66-- ბრძანებების, ასევე ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1992 წლის 10 აპრილს გაცემული მშენებლობის ნებართვის, სანოტარო წესით 2001 წლის 24 დეკემბერს დამოწმებული ხელშეკრულების, სანოტარო წესით 2003 წლის 14 აპრილს დამოწმებული ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა "მ---------"-ის 2003 წლის 10 აპრილის კრების N2 ოქმით, სანოტარო წესით 2003 წლის 14 აპრილს დამოწმებული გამიჯვნის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ხ. შ------–-–---–ი; რეესტრის No1----) საფუძველზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------"-ის N2 კრების ოქმის მიხედვით, კრებამ დაადგინა ამხანაგობის წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფათობების განაწილება. კერძოდ, „ბ" ბლოკში, საერთო ფართი 535.5 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი 360.5 კვ.მ. დამხმარე 1-5 კვ.მ.) სახელოსნოები 286 კვ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. I სართული, ბინა No1 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ი-----------–--ის საკუთრება, ბინა No2 საერთო ფართი 133.88 კვ.მ. ე---------–-----ის საკუთრება. II სართული ბინა No3 საერთი ფართი 133.88 კვ.მ. ჯ-------------–---–ის საკუთრება, სახელოსნო No1 საერთო ფართი 143 კვ.მ. ქეთევან ალექსი მესხიშვილის საკუთრება, სახელოსნო No2 საერთო ფართი 143 კვ.მ. ს--–-------–----------–---–ის საკუთრება. ბინა No4, საერთო ფართი 133.88 კვ.მ. საგამოფენო დარბაზი და სათავსოები 242 კვ.მ. „ბ" ბლოკის მცხოვრებთა საერთო საკუთრებაში. ბლოკი „ბ" და ბლოკი „გ" გაიმიჯნა თანდართული საკადასტრო რუკის მიხედვით. მიწის ნაკვეთი No1 - 774 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა. მიწის ნაკვეთი No2 - 636 კვ.მ. და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა ბლოკი „გ" საერთო ფართით 452 კვ.მ.
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ---------"-ის „ბ" და „გ" ბლოკების გამიჯვნის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ხ. შ------–-–---–ი; რეესტრის No1----) თანახმად, გაიმიჯნა ამხანაგობა „მეტენი 90"-ის წევრებს შორის მშენებარე ობიექტზე კუთვნილი ფართობები „ბ" და ,,გ” კორპუსები. „ბ" ბლოკში, საერთო ფართით 535,5 კვ.მ. დარჩა ი-----------–--ის, ე---------–-----ის, ჯ-------------–---–ის, ქ----------–----------–---–ის და ს--–-------–----------–---–ის საკუთრება, რომლებმაც თავის მხრივ გაასხვისეს აღნიშნული უძრავი ქონება მ---------------–--ის, ლ-----------–-ასა და გ-------–--------–-–---–ზე სანოტარო წესით 2004 წლის 8 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მ---------------–--ემ, ლ-----------–-ამ და გ-------–--------–-–---–მა კი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ფ---------“ში შენატანის სახით შეიტანეს ქ. თბ--–--–---------------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N--------ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე 774 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მ----------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N--------ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ამხანაგობა "ფ---------"-ის საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით ასევე დასტრუდება, რომ 20-- წლის 24 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ი-----–--------–-–---–მა და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მ---------------ში მდებარე უძრავ ნივთზე, რაზეც 20-- წლის 02 მარტს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 8------------03 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დგინდებოდა ზედდება მეზობელ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 01.1-.01.0--.0--; მესაკუთრე ამხანაგობა "ფ---------", ს/ნ 1--------), ამდენად, წარსადგენი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ იყო გადახდილი საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის (30) ლარის ოდენობა. 20-- წლის 05 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N28------------05 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ვერ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.
ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 01 თებერვლის სანოტარო აქტით ირკვევა, რომ ამხანაგობის მიზანი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართი 1253 კვ.მ) აშენება 774 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.1-.01.0--.0--). ამასთან, მ---------------–--ემ, ლ-----------–-ამ და გ-------–--------–-–---–მა ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს ქ. თბილისში, მ----------------- და ფ----–---–--ის ქუჩა N-------–ში 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე 774 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მითითებული უძრავი ქონება კი წარმოადგენდა მათ საკუთრებას სანოტარო წესით 2004 წლის 08 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ამრიგად, საკუთრების უფლებით კონსტიტუციურად დაცული სფერო მოიცავს საკუთრების უფლებას, მისი მემკვიდრეობით ან სხვა საფუძვლით დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას და თუმცა აღნიშნული ძირითადი უფლებები არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, როგორც საკუთრების უფლების შეძენის ფაქტის სახელმწიფოს მიერ ფორმალური აღიარება ადამიანის საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მასზე უარი ე.ი. შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ი-----–--------–-–---–ის მამკვიდრებელს სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში.
უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციები განახორციელა ზემოთ აღნიშნული სარეგისტრაციო (უფლების დადმგენი) დოკუმენტების საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მესამე პირების საკუთრების უფლების ზემოთ აღნიშნული რეგისტრაციების განხორციელებისას, უფლების დამდგენი დოკუმენტების ნამდვილობასა თუ სისწორეში ეჭვის შეტანის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ი-----–--------–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის დროს, იმ სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრული მონაცემები, რომლებიც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი, დაემთხვა მესამე პირების საკუთრების უფლების უკვე რეგისტრირებულ მონაცემებს და ამასთან, დღემდე არ არსებობს რაიმე სახის აქტი, რომელიც მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების - სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობას დაადგენდა. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ გასაჩივრებული იყო ან არის) სადავოდ გამხდარი რეგისტრაციების (უფლების დამდგენი დოკუმენტები) საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
7.4. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-339-335(2კ-14) სადაც განმარტებულია შემდეგი - „საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.’’
სასამართლო მიუთითებს, რომ ი-----–--------–-–---–მა ჯერ კიდევ 20-- წელს იცოდა საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ და მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს 2018 წლამდე. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, რეგისტრაციიდან ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–--------–-–---–ის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 20 დეკემბრის N3----, 2003 წლის 22 მაისის N0-----------, 2005 წლის 14 ივნისის N0-----------, 2006 წლის 20 აპრილის N0----------- განაცხადის რეგისტრაციებთან დაკავშირებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულია, შესაბამისად უსაფუძვლოა ი-----–--------–-–---–ის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1- აპრილის N8------------08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 20 დეკემბრის N3----, 2003 წლის 22 მაისის N0-----------, 2005 წლის 14 ივნისის N0-----------, 2006 წლის 20 აპრილის N0----------- განაცხადის რეგისტრაციებთან დაკავშირებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1- აპრილის N8------------08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკადასტრო კოდზე - 01.1-.01.0--.0-- საკადასტრო საზღვრების კორექტირებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–--------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი