გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/516-2018) 010310018002652059
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ლ---- ხ-----–-ძე;
მოსარჩელე - ც-–- დ----ე არ გამოცხადდა
მოსარჩელეების წარმომადგენელი - ნ---- დ-----ძე
მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილება
წარმომადგენელი - არ გამოცხდდა
მესამე პირი - მ----- ა------ძე
დავის საგანი - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ---- ა--–--ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გამოცემული №000189 შემაკავებელი ორდერის და საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის რ----–-- ბ-----ის 2018 წლის მიერ 25 სექტემბერს გამოცემული N000190 შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ლ---- ხ-----–-ძის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ---- ა--–--ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გამოცემული №000189 შემაკავებელი ორდერი.
1.2.ც-–- დ----ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.3. გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის რ----–-- ბ-----ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გამოცემული N000190 შემაკავებელი ორდერი
2. მხარეთა პოზიცია
2.1. ლ---- ხ-----–-ძის განმარტებით, ცხოვრობს ქ. ბათუმში თამარის დასახლება 3------ში არასრულწლოვან შვილებთან და მოხუც დედასთან ც-–- დ----ესთან ერთად, იმავე სახლში ცხოვრობენ მისი ძმა და რძალი მ----- ა------ძე. მ----- ა------ძე მოსარჩელის ძმასთან ერთად ცხოვრობს ცალკე ოთახში, საერთო აქვთ აბაზანა და მისაღები ოთახი. მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 25 სექტემბერს მ----- ა------ძემ მეზობელს აბაზანაში დაადგმევინა ელექტრო წყლის გამაცხელებელი, მოსარჩელემ მეზობელს უსაყვედურა ელექტრო წყლის გამაცხელებლის დამონტაჟების გამო, რადგან, მოსარჩელეს და მ----- ა------ძეს აქვთ საერთო ელექტრო მრიცხველი და მ----- ა------ძე სრულყოფილად არ იხდის მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. მოსარჩელის განმარტებით მეზობელთან საუბარში ჩაერთო მ----- ა------ძე, ლ---- ხ-----–-ძესა და მ----- ა------ძეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ, მ----- ა------ძე წინააღმდეგი იყო დაედგა თავისთვის ცალკე ელექტრომრიცხველი, ხოლო მოსარჩელე წინააღმდეგი იყო წყლის ელექტრო გამაცხელებლის დამონტაჟების თუკი მ----- ა------ძე არ დადგამდა ცალკე ელექტრომრიცხველს. ლ---- ხ-----–-ძის განმარტებით მ----- ა------ძის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია, მათი შელაპარაკება დაკავშირებული იყო ცალკე ელექტრომრიცხველის დადგმასთან.
ლ---- ხ-----–-ძის განმარტებით, შელაპარაკებიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სთხოვეს გაყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. მოსარჩელის განმარტებით ბავშვი მიყავდა ექიმთან, აღნიშნულის გამო პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მივიდოდა თავად. 2018 წლის 27 სექტემბერს მივიდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი და მისი დედის ც-–- დ----ის მიმართ პოლიციიციის მიერ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რასაც არ ეთანხმება. ლ---- ხ-----–-ძის განმარტებით მის დედას ც-–- დ----ეს შელაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან არის ხანდაზმული და აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2.2. ც-–- დ----ე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. როგორც სარჩელშია აღნიშნული ც-–- დ----ე უარყოფს მ----- ა------ძის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას. ც-–- დ----ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე.
2.3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე ეცნობათ სასამართლო სხდომის თარიღი. წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა და სასამართლოში პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ წერილობითი შეპასუხება არ შემოსულა.
2.4. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი - მ----- ა------ძე არ დაეთანხმა მოსარჩელეების მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელეებთან ერთად ცხოვრობს ერთ სახლში, მათ შორის კონფლიქტური მდგომარეობა დიდი ხანია არსებობს, რაც უკავშირდება საცხოვრებელი ფართის გაყოფას. მ----- ა------ძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს კონფლიქტის საფუძველი გახდა აბაზანაში წყლის გამაცხელებლის დამონტაჟება, რის გამოც ლ---- ხ-----–-ძე სთხოვდა დაედგა ცალკე ელექტრომრიცხველი, რომლიც, მის მიმართ ახორციელებდა მუქარას. მ----- ა------ძემ სასამართლოს დაუდასტურა ასევე, რომ, ლ---- ხ-----–-ძეს ყავს არასრულწლოვანი შვილები და ლ---- ხ-----–-ძეს და ც-–- დ----ეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მ----- ა------ძის განმარტებით მისთვის უცნობი იყო შემაკავებელი ორდერით მოსარჩელეებს თუ ეკრძალებოდათ იმ საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება, სადაც თავად და მოსარჩელეები ცხოვრობენ. (იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----- ა------ძე არის მოსარჩელე ც-–- დ----ის შვილის მეუღლე. მოსარჩელე ც-–- დ----ე, ც-–- დ----ის ქალიშვილი ლ---- ხ-----–-ძე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, მესამე პირი მ----- ა------ძე თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობენ ერთ სახლში. მხარეებს შორის არის სადავო საკითხი საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მ----- ა------ძე თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ცალკე ოთახში, თუმცა მხარეებს საერთო სარგებლობაში აქვთ მისაღები ოთახი და აბაზანა. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საცხოვრებელი ფართის გაყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 25 სექტემბერს მ----- ა------ძემ აბაზანაში დაამონტაჟებინა წყლის გამაცხელებელი, აღნიშნულის გამო მოხდა შელაპარაკება ლ---- ხ-----–-ძესა და მ----- ა------ძეს შორის. ლ---- ხ-----–-ძე ითხოვდა მ----- ა------ძეს დაედგა ცალკე ელექტრომრიცხველი, რათა გადაეხადა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ელექტროენერგიის საფასურს იხდის ორივე მხარე, სადავოა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის განაწილება მხარეთა შორის მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 25 სექტემბერს ლ---- ხ-----–-ძესა და მ----- ა------ძეს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო, მ----- ა------ძემ დარეკა პოლიციაში. პოლიციის მისვლისას ლ---- ხ-----–-ძეს ბავშვი მიყავდა ექიმთან, რის გამოც ის პოლიციის თანამშრომლებს არ გაყვა პოლიციის განყოფილებაში. 2018 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელე მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო, რომ, გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერები, რომლითაც მას და მის დედას ც-–- დ----ეს აკრძალული ქონდათ მ----- ა------ძის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება, იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მ----- ა------ძე იმყოფება, აკრძალული ქონდათ მ----- ა------ძესთან ყოველგვარი კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ასევე აკრძალული ქონდათ თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა. შემაკავებელი ორდერებში აღნიშნულია, რომ მ----- ხ-----–-ძემ და ც-–- დ----ემ მსხვერლს მ----- ა------ძეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ფორმით მოსარჩელეებმა განახორციელეს მ----- ა------ძზე ფსიქოლოგიური ძალადობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შემაკავებელი ორდერები; მხარეთა განმარტებები
3.1.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ც-–- დ----ე არის ხანდაზმული ქალი, რომელსაც აწუხებს სხვადასხვა დაავადებები. მოსარჩელე ლ---- ხ-----–-ძე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მ----- ა------ძე, მოსარჩელეებს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ გარდა იმ ფართისა, რომელთანაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული აქვთ მიახლოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ---- ხ-----–-ძისა და ც-–- დ----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ---- ა--–--ის მიერ გამოცემული იქნა №000189 შემაკავებელი ორდერი ლ---- ხ-----–-ძის მიმართ, მსხვერპლი მ----- ა------ძე.
დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----–-- ბ-----ის მიერ გამოცემული იქნა N000190 შემაკავებელი ორდერი ც-–- დ----ის მიმართ, მსხვერპლი მ----- ა------ძე.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და უდავოა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს ლ---- ხ-----–-ძესა და მ----- ა------ძეს შორის დაწყებული შელაპარაკების საფუძველი გახდა მ----- ა------ძის მიერ სააბაზანოში წყლის ელექტროგამაცხელებლის დამონტაჟება, ლ---- ხ-----–-ძე მოითხოვდა მ----- ა------ძეს ცალკე დაედგა ელექტრომრიცხველი, რათა მ----- ა------ძეს თავად მოეხდინა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს ჩაბარდა სარჩელი, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარეს სასამართლოში წერილობითი შეპასუხება არ შემოუტანია, არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მხრიდან მ----- ა------ძეზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
დადგენილია, რომ მესამე პირს მ----- ა------ძეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი, მიუხედავად აღნიშნულისა, მ----- ა------ძეს სასამართლოში წერილობითი შეპასუხება არ შემოუტანია, არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს. სასამართლო სხდომაზე მ----- ა------ძემ განაცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს ლ---- ხ-----–-ძის და ც-–- დ----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ლ---- ხ-----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ---- ა--–--ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გამოცემული №000189 შემაკავებელი ორდერი
2.ც-–- დ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის რ----–-- ბ-----ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გამოცემული N000190 შემაკავებელი ორდერი
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდ: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი შავაძე