გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
140316618002659458
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140316618002659458

საქმე №3/268-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი გიორგი მაჭარაშვილი

 

მოსარჩელე -ლ---- ს----–---–-

წარმომადგენელი - გ--–- მ------–---–ი

 

მოპასუხე - ს------- ს--–----–---–ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - გ------ ზ------ა

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 0- ოქტომბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 20-8 წლის 0- ოქტომბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 0- ოქტომბრის №00---- შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ლ---- ს----–---–-ს არარეგისტრირებული ყოფილი მეუღლის - ს------- ს--–----–---–ის შეტყობინება, რომ იგი მისი ყოფილი მეუღლის ლ---- ს--–----–---–ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიური სახის ძალადობას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ორდერი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მოსარჩელის განმარტებით, ის და ს------- ს--–----–---–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შეეძინათ შვილი - ბ-------ე ს----–---–-, რომელიც ამჟამად არის 2 წლის და 2 თვის, ლ---- ს----–---–- და ს------- ს--–----–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს დედის საცხოვრებელი სახლი. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, ლ---- ს----–---–ს შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით 250 ლარის გადახდა და განესაზღვრა კვირაში სამი დღე, ბავშვის ნახვისათვის. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, ლ---- ს--–----–---–ი კეთილსინდისიერად ასრულებს მშობლის მოვალეობებს, პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულს, თუმცა ბავშვის ნახვასთან დაკავშირებით არაერთხელ შეუქმნა პრობლემა ყოფილმა მეუღლემ - ს------- ს--–----–---–მა, რის გამოც მიმართა კიდეც სოციალურ სამსახურს, დახმარების მიზნით, რათა ენახა შვილი, აღნიშნულს ადასტურებს 2017 წლის 23 ოქტომბრის ,,სააღსრულებო მოქმედების ოქმი“. ლ---- ს----–---–მა ასევე განამარტა, რომ იგი შვილს ყოველთვის ყოფილი მეუღლის დედასთან ერთად ხვდებოდა და ს.ს--–----–---–ი ამ ხნის განმავლობაში არ უნახავს. შემაკავებელი ორდერის გამოცემის დღეს, ს------- ს--–----–---–ი ლ---- ს--–----–---–ს ტელეფონით დაუკავშირდა და კატეგორიული უარი განუცხადა ბავშვის ნახვის უფლების მიცემაზე და მიუთითა, რომ ერთი კვირის განმავლობაში, იგი ბავშვს ვერ ნახავდა. ლ---- ს--–----–---–ს ამ შემთხვევაში სურდა წინა დღეს დავიწყებული სათამაშოს გადაცემა და ამიტომ განერვიულდა და უთხრა, რომ თუ იგი ბავშვის ნახვის უფლებას არ მისცემდა, მაშინ იძულებული გახდებოდა მიემართა პატრულისთვის. ამის შემდეგ ტელეფონით მას ესაუბრა ს.ს--–----–---–ის დედა და აუხსნა, რომ ჩვეულებრივ ანახებდა შვილს და არ გახდებოდა საჭირო პოლიციისადმი მიმართვა. იმავე დღეს შეიტყო, რომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი შსს გორის რაიონულმა სამმართველომ, რაც მოსარჩელის მითითებით, არის უკანონო, არღვევს მოსარჩელის უფლებას, ასევე ხელს უშლის მამის უფლებების განხორციელებაში და აბრკოლებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი გ------ ზ------ა არ დაეთანხმა ლ---- ს----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2018 წლის 0- ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან როგორც შეტყობინების ინიციატორმა ს------- ს--–----–---–მა ახსნა-განმარტებაში მიუთითა, იგი ყოფილი მეუღლის - ლ---- ს----–---–-ს მიმართ განიცდის შიშს, ეშინია ყოფილი მეუღლე არ შეხვდეს ქუჩაში და არ განახორციელოს მასზე რაიმე სახის ძალადობა, ასევე სატელეფონო კავშირის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გახდა ლ---- ს----–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, ამასთან, განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი დანართი №2, სადაც ასახულია დაწვრილებითი ინფორმაცია, აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით. ამასთან, უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის განმარტებით, ს------- ს--–----–---–ის მითითებით, როდესაც იგი ბავშვს არ აჩვენებს ლ---- ს----–---–ს, იგი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

მოპასუხე - ს------- ს--–----–---–ი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, ეცნობა სასამართლო სხდომის თრიღი და ჩაბარდა მასალები, სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 0- ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ლ---- ს----–---–-ს მიმართ, მსხვერპლი ს------- ს--–----–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 0- ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3.1.2. 2018 წლის 0- ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერის №0----- გამოცემის დროს, შევსებულ იქნა დანართი №2, სადაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ მითითებული იქნა ინფორმაცია, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------ ზ------ას მიერ შევსებული დანართი №2;

 

3.1.3. 2017 წლის 23 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა სააღსრულებო მოქმედების ოქმი, ვალდებული პირის ს------- ს--–----–---–ის და დაინტერესებული პირის ლ---- ს----–---–-ს მონაწილეობით, რადგან ს------- ს--–----–---–ის არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას მეორე მხარეს ნებაყოფლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის ოქმი, სააღსრულებო მოქმედების შესახებ;

 

3.1.4 2018 წლის 1 ოქტომბერს ს------- ს--–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოს, რომლითაც მოითხოვა შემაკავებელი ორდერის დამტკიცება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ლ---- ს----–---–- მიდის მასთან სახლში, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თხოვს ბავშვის ნახვის უფლებას, რასაც არ ეწინააღმდეგება, მაგრამ არ აქვს სურვილი თვითონ შეხვდეს. ამავე თარიღით მიმართა ანალოგიური წერილობითი მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ს------- ს--–----–---–ის განცხადება და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა.

 

3.1.5 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7----–---- გადაწყვეტილებით დამტკიცდა მორიგება ს------- ს--–----–---–სა და ლ---- ს----–---–ს შორის და ლ---- ს----–---–ს განესაზღვრა შვილის ნახვის უფლება კვირაში სამი დღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დროის მონაკვეთში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7----–---- გადაწყვეტილება და 2017 წლის 4 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- ს----–---–-ს წარმომადგენლის, გ--–- მ------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ ზ------ას მიერ 2018 წლის 0- ოქტომბერს გამოცემულ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე ლ---- ს----–---–-ს მიმართ, მსხვერპლი - ს------- ს--–----–---–ი, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ფსიქოლოგიური ძალადობა, ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცი ტელეფონის, სოციალური ქსელის დასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობას და ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას. ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------ ზ------ამ 0- ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ს------- ს--–----–---–ის კონფლიქტის თაობაზე შეტყობინება 112-ის მეშვეობით. ს------- ს--–----–---–მა განუმარტა, რომ როდესაც მის ყოფილ მეუღლეს სურს ბავშვის ნახვა და იღებს უარს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აქვს მის მიმართ შიში, რაც გახდა ლ---- ს----–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. ამასთან, უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის განმარტებით, აღნიშნულ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მის მიერ სავალდებულო წესით შევსებულ იქნა დანართი №2. დანართის მიხედვით, ლ---- ს----–---–მა ფსიქოლოგიურად იძალადა ს.ს--–----–---–ზე, აღნიშნულ შემთხვევას არ ჰყავდა შემსწრე პირი, არ განხორციელებულა მუქარა, არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა, არ დაუმყარებია არასასურველი კონტაქტი, არც პირადად და არც მესამე პირის მეშვეობით, აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არ იქნა მითითებული კონკრეტული გარემოებები, ამასთან, არასრულად არის შევსებული დადებითი პასუხი კითხვაზე, რომ ლ.ს----–---–- მოიხმარს ალკოჰოლურ ან ნარკოტიკულ საშუალებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანართში მითითებულ კითხვებზე სრული პასუხების გაცემა სავალდებულოა და მიმართულია სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და დადგენისაკენ, რომელთა საფუძველზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში არ შესრულებულა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მშობლის მიერ შვილის ნახვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი უფლების განხორციელების მიზნით, პოლიციისათვის მიმართვა, არ შეიძლება აღიქმებოდეს ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიურ ძალადობად. სასამართლო ითვალისწინებს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7----–---- გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მორიგებას ს------- ს--–----–---–სა და ლ---- ს----–---–ს შორის, რომლის მიხედვით ლ---- ს----–---–ს განესაზღვრა შვილის ნახვის უფლება კვირაში სამი დღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დროის მონაკვეთში. ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს შედგენილ იქნა სააღსრულებო მოქმედების ოქმი, რომელშიც ასახულია, რომ ლ---- ს----–---–მა სწორედ სააგენტოს დახმარებით მოახერხა შვილის ნახვა და მას ამის საშუალებას არ აძლევდა ს------- ს--–----–---–ი. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ს.ს--–----–---–ის განცხადებაში აღნიშნული გარემოება, რომ ლ.ს----–---–- მას სახლში მისვლისას აყენებდა შეურაცხყოფას, ეწინააღმდეგება მის მიერ პოლიციისათვის მიცემულ შეტყობინებას, რომ ტელეფონით საუბრისას მიაყენა შეურაცხყოფა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლ.ს----–---–-ს მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ ეწინააღმდეგება და ემთხვევა საქმეში წარმოდგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მის ახსნა-განმარტებას სარწმუნოს ხდის. სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ---- ს----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და 2018 წლის 0- ოქტომბერს დამტკიცებული №0----- შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ლ---- ს----–---–-ს წარმომადგენლის, გ--–- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ ზ------ას მიერ 2018 წლის 0- ოქტომბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს (მდ: ქ.გორი, ს.ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო გერგაული