განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე #---------
(N------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- კ-------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ--------- რ-----ს ძე ბ---–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ნ---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, ა----------------------–---------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------–-----------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–--------------ა, მ----------ის ქუჩაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ--------- ბ---–---–მა ხელის ჩარტყმითა და სანთებელის გამოყენებით დააზიანა შ-- ,,თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი ,,ბ-------ის“ მარკის ს----------------------ის, სახ. ნომრით T------ წინა საქარე და მძღოლის კარების მინები, რის შედეგადაც შ-- ,,თ---–--------------------------------ას“ 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და რ--------- ბ---–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია რ--------- ბ---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა რ--------- ბ---–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.2. რ--------- ბ---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა თავად ბრალდებულ რ--------- ბ---–---–ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის წარმომადგენლის მ------ ბ---–---–ის და მოწმეების: ნ-----–- ღ-----–---–ის, ს---–---- ნ-----------ის, მ---–---- ი-----–---ის, ნ----- მ------–----ს, ნ---------–----ის და ვ-–-------- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 06 მაისის ოქმს; რ--------- ბ---–---–ის ამოცნობის 2018 წლის 15 მაისის ოქმებს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნას; ს-------–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ბიოლოგიური (გენეტიკურ) ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირმა განზრახ დააზიანოს სხვისი ნივთი და აღნიშნულმა დაზიანებამ დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ნივთის დაზიანება გულისხმობს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება მისი სამეურნეო ღირებულების არსებითი შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია მიზნობრივი გამოყენებისათვის. ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა---------ის ,,I-----------” სახ. N--------ის წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს - 540,0 (ხუთასორმოცი) ლარს. მარცხენა წინა კარის მოძრავი მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს - 40,0 (ორმოცი) ლარს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------- ბ---–---–მა ხელის ჩარტყმითა და სანთებელის გამოყენებით დააზიანა შ-- ,,თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი ,,ბ-------ის“ მარკის ს----------------------ის, სახ.ნომრით T------ წინა საქარე და მძღოლის კარების მინები, რის შედეგადაც შ-- ,,თ---–--------------------------------ას“ 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
4.3. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ რ--------- ბ---–---–ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.6. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.7. სასამართლო ბრალდებულ რ--------- ბ---–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის წარმომადგენლის მ------ ბ---–---–ის და მოწმეების: ნ-----–- ღ-----–---–ის, ს---–---- ნ-----------ის, მ---–---- ი-----–---ის, ნ----- მ------–----ს, ნ---------–----ის და ვ-–-------- ვ-–----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 06 მაისის ოქმით; რ--------- ბ---–---–ის ამოცნობის 2018 წლის 15 მაისის ოქმებით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით; ს-------–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ბიოლოგიური (გენეტიკურ) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, თავად ბრალდებულის - რ--------- ბ---–---–ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ--------- ბ---–---–მა 2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–--------------ა, მ----------ის ქუჩაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ხელის ჩარტყმითა და სანთებელის გამოყენებით დააზიანა შ-- ,,თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი ,,ბ-------ის“ მარკის ს----------------------ის, სახ.ნომრით T------ წინა საქარე და მძღოლის კარების მინები, რის შედეგადაც შ-- ,,თ---–--------------------------------ას“ 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ--------- ბ---–---–მა ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ--------- ბ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ--------- ბ---–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ რ--------- ბ---–---–ი რეგისტრირებულია ს--–---–-------------–---–-----------------აში, იღებს სოციალურ შემწეობას და მის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
6.5. რ--------- ბ---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ რ--------- ბ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ, კი მოცემული ქმედებისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, რ--------- ბ---–---–ის პიროვნებისა და მისი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.6. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ რ--------- ბ---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ არის წარსულში ნასამართლევი; ასევე მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რ--------- ბ---–---–ისთვის დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენების საფუძველზე.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სანთებელა, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.2. რ--------- ბ---–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------- ბ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ რ--------- ბ---–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გაუქმდეს რ--------- ბ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სანთებელა, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- რ--------- ბ---–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე