განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
120100118002420292
დავის ტიპი
108
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2420292-1/175-18წ

ახალციხის რაიონული სასამართლო

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ა---––---

მოსამართლე - გი-----ი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

შესავალი ნაწილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ია------------ე;

მოქალაქეობა - საქართველო;

დაბადებული - 19---–-–-----------ს;

რეგისტრირებული - დუ–---ი, სოფელი ცი-------ი;

ფაქტობრივად მცხოვრები - დუ–---ი, სოფელი ცი-------ი;

ადვოკატი - ცი-------------ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა).

ბრალის წარდგენის თარიღი - 16.01.2018წ.

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პა----რობა.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, ას-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნი--–-–ი, ია------------ე და გე------------ ერთმანეთში შელაპარაკდნენ. აღნიშნულზე განაწყენებულმა ია------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, მოკვლის განზრახვით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გე------------ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე, მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

G

AGგანზრახ მკვლელობა

 

2.1. მოწმე მა----–------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იგი იმყოფებოდა სახლში თავის ოჯახთან ერთად, რომლებიც ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ია------------ე და გე------------. მათი ერთად ყოფნის პერიოდში არანაირი უთანხმოება და დაპირისპირება არ ყოფილა. გარკვეული დროის შემდეგ ავ--------–-------–-–---–მა დაურეკა გე-----ს და დაპატიჟა საკუთარ სახლში, რაზეც დათანხმდა გა---ე, სვ------ე ამაზე გაბრაზდა და დაუშალა კე----–-–---–---ნ წასვლა. გე-----მ ჰკითხა თუ რატო ვერ ჩავიდოდა ავ----ს სახლში, ხოლო ია---მ უთხრა რომ მარტო მას ჰქონდა საქმე. კიდევ რამდენჯერმე დაურეკა ავ--------–-------–-–---–მა გე-----ს და მა----–ას ოჯახიც დაპატიჟა, რაზეც გე------------, მა----–------–---–ი და ლა–--–----–---ე ესტუმრნენ კე----–-–---–ის ოჯახს. გარკვეული დროის შემდეგ ავ--------–-------–-–---–ის ოჯახში მივიდა ია------------ე, რომელიც ცოტა გაბრაზებული იყო, დალია ერთი ჭიქა და გავიდა გარეთ, თან დააყოლა რომ ეს სიტუაცია არ მოსწონდა. ავ--------–-------–-–---–მა მიიპატიჟა ია---, მაგრამ მან უარი განუცხადა და გაბრაზებული მიუბრუნდა მა----–------–---–ს, მის შვილს ლა–--–----–---ეს და გე------------ს და უსაყვედურა, რომ მას არ დაუჯერეს და მაინც მივიდნენ ავ----სთან. გარეთ გასვლისთანავე ია------------ემ მანქანაზე დააბრახუნა, ამაზე კე----–-–---–ი გაღიზიანდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ცოტა ხანი კიდევ გაჩერდნენ სტუმრები ავ----სთან, შემდეგ ფა----ს დაურეკა ია---მ და უთხრა რომ სახლში მყოფები, ყველა გარეთ უნდა გამოსულიყვნენ. ვინაიდან ია--- გაღიზიანებული იყო მა----–ამ დაიწყო დარეკვა ია---ს ძმასთან გი---------ან, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა, ამის შემდეგ მა----–ამ დარეკა თავის ძმისშვილთან, რომელიც იმ დროს მასთან სახლში იმყოფებოდა, და ჰკითხა ია--- ხომ არ უნახავს, რაზედაც მისმა ძმისშვილმა უთხრა, რომ დაუნახავს ია--- გაბრაზებული, რომელიც იგინებოდა და თან ამბობდა, რომ ყველას გამოყრიდა ავ----ს სახლიდან. ამასობაში ია------------ე კვლავ მივიდა ავ--------–-------–-–---–თან პირველი გავიდა გე------------, რომელსაც გაჰყვა მა----–------–---–ის შვილი ლა–--–----–---ე, რომლის ყვირილზეც მა----–ა გარეთ გავიდა და დაინახა, რომ გე------------ იყო ჩაწოლილი, რომელმაც უთხრა, რომ ია---მ დაარტყა დანა. ია---ს აქვს ნათქვამი, რომ ვიღაც ურეკავდა მის ბიძას პა--------–----რს ეუბნებოდნენ, რომ შენი დისშვილი ლოთობსო, ვისთანაც შესვლას უკრძალავდა იმასთან შედიოდა, რაზეც ია--- იძახდა რომ გე-----, რე----, ავ---- ან ოქ-------–----–----ა ურეკავს ბიძაჩემსო და მუხლები უნდა დაუხვრიტოო. რაც შეეხება დანას, ქეიფის დროს მა----–ას შემჩნეული ჰქონდა ია---სთვის დანა და რამდენჯერმეც კი გააფრთხილა, რომ ნასვამზე დანა თან არ ჰქონოდა. რის შემდეგ ია---მ დაუჯერა და სახლში წაიღო დანა.

 

2.2. მოწმე ლა–--–----–---ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს დაახლოებით 5 საათზე ლა–--–----–---ე თავის ოჯახთან და ია------------ესთან ერთ საკუთარ სახლში იმყოფებოდა და სვამდნენ, შემდეგ ესტუმრა გე------------ და გააგრძელეს დალევა. ცოტა ხნის შემდეგ გე------------ს დაურეკა ავ---- კე----–-–---–მა, რათა მასთან მისულიყვნენ სტუმრად და წავიდნენ ლა–--–----–---ე და დედამისი, ხოლო ია--- თავის სახლში წავიდა, სადაც ცხოვრობდა. როცა ავ----ს ოჯახში მივიდნენ, დახვდნენ ბო----------–---–ი და ფა---- კუ----თან ავ--------–-------–-–---–თან ერთად, სადღაც 10 წუთი არ იყო გასული ია---ც მივიდა მათთან, ცოტა აგრესიულად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ეს სიტუაცია არ მოსწონდა, 1 ჭიქა დალია, დაილოცა და წავიდა. გარეთ როცა გავიდა სახლში მყოფებმა გაიგონეს რკინაზე ხელის დარტყმის ხმა, ხოლო ამის შემდეგ დაურეკა ფა-----------ანს ტელეფონზე, სადაც ია--- სვ-------მ უთხრა, რომ იქ მყოფები ყველა გარეთ გამოვიდესო. გე------------ გარეთ გავიდა და მას გაჰყვა ლა–--–----–---ე რათა რამე უთანხმოება არ მომხდარიყო. დაახლოებით 7-8 მეტრში გე------------მ ია------------ეს ჰკითხა თუ რა უნდოდა, ხოლო ია---მ კი რას ქვია რა მინდაო და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა გე-----სკენ, უცბად შეეჯახნენ ერთმანეთს, ამის დანახვაზე ლა–- დაიძრა მათკენ და გაიგონა რომ გე-----მ რაღაც წამოიძახა და გადავარდა უკან. ლა–--–----–---ემ ხელი ჰკრა ია------------ეს და მისკენ როცა წაიწია გე------------მ დაუყვირა ლა–-ს რათა დახმარებოდა, რა დროსაც უთხრა, რომ ია---მ დამჭრაო. ლა–-მ როცა დაინახა გე----- დაჭრილი მაშინათვე დაუძახა დედამისს, გამოვიდა ფა----ა და ბო---------–--ლი, რომლებიც ცდილობდნენ მის გადარჩენას. გე----- გა---ის დაჭრის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები, მათ შემთხვევის ადგილი როცა დაათვალიერეს დაინახეს დანა, რომელიც ლა–-მ იცნო და მიხვდა რომ ია---ს დანა იყო.

 

2.3. მოწმე ავ--------–-------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ავ--------–-------–-–---–ი ძირითადად მთაში ნი--–-–ი ცხოვრობს, სადაც თავის მეურნეობას მისდევს. მთელი დღეები ცხვარშია, იმ საღამოს ცხვარი სახლში როცა მიიყვანა მასთან ერთად იყო მე----ბელი, რომელიც სახლში მიიპატიჟა და თან გე------------ც დაპატიჟა, რათა ერთად დაელიათ და აეღნიშნათ ახლი წელი. ავ--------–-------–-–---–მა ორჯერ დაურეკა გე-----ს, რის შემდეგაც გე------------, მა----–------–---–ი და ლა–--–----–---ე მივიდნენ და ცოტა მოგვიანებით ია------------ეც მივიდა სტუმრად. მან მიიპატიჟა სუფრასთან სტუმრები, ია--- მათთან არ დამჯდარა უბრალოდ 1 ჭიქა მოსვა დაილოცა და შემდეგ წავიდა. ია--- გარეთ, რომ გავიდა მალევე გაჰყვა გე------------ და ლა–--–----–---ე, ცოტა ხანში მა----–------–---–იც გაჰყვა, თვითონ არ გასულა გარეთ უბრალოდ გაიგონა, რომ კაცი იყო დაჭრილი და ამის შემდეგ მისი მეუღლე გავიდა და გაჰყვა ბო---------–--ლიც. როდესაც ავ--------–-------–-–---–ი ადგილზე გავიდა გე----- ძირს იწვა და გათიშული იყო თუ მკვდარი ვერ გაეგო. უბრალოდ იქ მყოფებისგან მას გაეგო, რომ თურმე ია---ს დაეჭრა გე------------, სხვა მეტი არაფერი იცოდა.

 

2.4. მოწმე ფა-----------ანის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს ფა----ნ კუ----ი იმყოფებოდა სახლში. საღამოს საათებში მისი მეუღლე რომ დაბრუნდა სახლში მე----ბელთან ბო---------–--ლთან ერთად, რომელიც უნდა დახმარებოდა, მათ გადაწყვიტეს გე----- გა---ისთვის დაერეკათ. მოგვიანებით მათთან სახლში მივიდნენ ლა–--–----–---ე, ია------------ე, მა----–------–---–ი და გე------------. ია------------ე მალევე წავიდა, რადგან ცოტა ხანში სადღაც 10-15 წუთში დაურეკა ფა----ნს და უთხრა რომ სახლში ვინც იყო გარეთ გამოსულიყვნენ. გე------------ გავიდა, მას ლა–--–----–---ე გაჰყვა, ხოლო შემდეგ მა----–------–---–იც გავიდა. ცოტა ხანში მა----–ას ყვირილის ხმა გაიგონა ფა----ნმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ფა----ნმა როცა იკითხა თუ რა ხდებოდა და უთხრეს რომ ია------------ემ დანით დაჭრა გე------------ო. ფა----ნი როცა მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო გე-----.

 

2.5. მოწმე ბო---------–--ლის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს ბო---------–--ლი მე----ბელს დაეხმარა საქონლის დაბინავებაში, შემდეგ საჭმელად შევიდნენ ავ--------–-------–-–---–ის ოჯახში და დაურეკეს გე------------ს, რათა მისულიყო მათთან. ცოტა დრო რომ გავიდა, მივიდნენ ლა–--–----–---ე, ია--- სვ-----ე, მა----–------–---–ი და გე------------. ბო---------–--ლის თქმით არანაირი უთანხმოება არ იყო მათ შორის, უბრალოდ 1 ჭიქა დალია ია---მ და მალევე წავიდა. შემდეგ ფა----ნ კუ----ს დაურეკა ია------------ემ და გე------------ და ლა–--–----–---ე გავიდნენ გარეთ.

 

2.6. მოწმე ელ---- გა---ის ჩვენებით დგინდება, რომ გე-----ს გარდაცვალების შემდეგ ელ---- გა---ემ გადაურეკა მა----–------–---–ს რადგან აინტერესებდა თუ რა მოხდა და რატო მოკლეს თავისი ძმა. მა----–------–---–მა არ იცოდა რა მოხდა, უბრალოდ დაინახა, რომ ია------------ე დანით დარბოდა, ელ---- გა---ემ ჰკითხა რომ თუ დაინახა პაპ-–---–მა რატომ არ გააფრთხილეთ გე----- ან სხვებმა რატო არ გააფრთხილეს.

 

2.7. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მოწმე ნა----–--------ს ჩვენებით დგინდება, რომ ისინი ცხოვრობენ ორ------ში, ხოლო ნი--–-–ი ეწევიან მეურნეობას. იქიდან რომ წამოვიდა, 2018 წლის 14 იანვარს ღამე გაიგო, რომ მისი მეუღლე დაჭრა და მოკლა ია------------ემ. გაიგო, რომ იდ დღეს მა----–------–---–ი მის ორ შვილთან ერთად ჩასულა გე----- გა---ის სახლში და წაუყვანიათ თავისთან რათა ექეიფად, იქიდან ავ--------–-------–-–---–ს დაურეკია გე----- გა---ისთვის და იქ წასულა საქეიფოდ, სადაც გაჰყვა მა----–------–---–ი და მისი შვილი ლა–--–----–---ე იქ მივიდა ია--- და დაურეკა რომ გარეთ გასულიყვნენ, ვინაიდან გე------------ კარგად იყო და უთანხმოება არ ჰქონდა გავიდა, რომ დაეწყნარებინა. გავიდა და დაარტყა დანა.

 

2.8. 2018 წლის 15 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ას-----ს რაიონის სოფელ ნი--–-–ი და წარმოადგენს ფა-----------ანის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას, რომელზეც შედის ცენტრალური საავტომობილო გზიდან. გზის სიგანეა 5 მეტრი, აღნიშნული გზა და მთლიანი გარშემო ტერიტორია დაფარულია თოვლით დაახლოებით 10სმ-ის სიმაღლის საფარით, ფა-----------ანის სახლთან არის ხელოვნური განათება, რომელიც გამოდის მისი სახლიდან და მისასვლელი გზა არის განათებული საშუალოდ. აღნიშნულ გზაზე, ცენტრალური გზის გადასახვევიდან დაახლოებით 50X60სმ სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის მასა, მისგან სამხრეთით დაახლოებით 1 მეტრში თოვლზე დევს დანა, სავარაუდოდ სანადირო დანიშნულების, დაახლოებით 30 სმ სიგრძის, რომელსაც პირი აქვს დაახლოებით 18 სმ სიგრძის და 3,5 სმ სიგანის, მოყავისფრო ხის სახელურით, სახელურზე ორივე მხრიდან აქვს ვერცხლის ფერი ოვალური ფორმის წვრილი გამოსახულებები. დანას სახელურებზე და არსებულს შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, დანა არის თოვლიანი.

 

2.9. 2018 წლის 15 იანვრის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავებულს მარჯვენა ხელის შუა თითზე აღენიშნება მცირე ზომის ნაკაწრი, მისივე განმარტებით მიიღო დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქუჩაში წაქცევის შედეგად მუცლის, მარჯვენა ფერდის არეში ძველი ნაოპერაციები ჭრილობა. დაკავებული მიყვანილ იქნა შსს ას-----ს პოლიციის რაიონულ სამმართველოში. ია------------ისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც მისივე განმარტებით ეცვა დანა–-ულის ჩადენის დროს, კერძოდ შავი ფერის სპორტული შარვალი, შავი ფერის უკლაო ქურთუკი, მოყავისფრო ბეწვით და შავი ფერის სვიტერი თეთრი ზოლებით, წინა მხარეს ვარსკვლავების გამოსახულების ამოქარგულებით და იდაყვებზე განსხვავებული ფერის ნაჭრით.

 

2.10. 2018 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. ა---––--- რ---------–------------–ი მდებარე პროზექტურის შენობაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტ და------------–---–ისგან. ამოღებულ იქნა: 1) თეთრი და შავი ზოლებით მკლავიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 2) საცვალი წარწერით KALUD DENA და მარცხენა ფეხზე წარწერით OK, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ასევე მარცხენა ფეხზე წინა მხრიდან აღენიშნება გაჭრილი. 3) ნაცრისფერი, კუბიკებით ჯემპრი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 4) შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და მარცხენა ფეხზე ზედა მხარეს ბარძაყის არეში აღენიშნება გაჭრილი. 5) შავი ფერის ქურთუკი. 6) ნაცრისფერი მოკლე მკლავიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 7) 2 ცალი შავი ფერის, ნაცრისფერი კუბიკებით ნასკი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. 8) 2 ცალი მუქი მწვანე ფერის რეზინის ბოტები, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2.11. 2018 წლის 15 იანვრის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, გე----- გა---ის ორივე ხელის ათივე თითიდან აღებულ იქნა ფრჩხილების ნიმუშები. ასევე ია------------ისგან საექსპერტო კვლევისათვის აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

2.12. 2018 წლის 15 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სოფელ ნი--–-–ი მდებარე ია------------ეს დროებით საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ია------------ის დროებითი საცხოვრებელი სახლის კუთვნილ სართულზე განთავსებული სამზარეულოს ჩრდილოეთის მხარის კედელთან მდგარი მაცივრის ზემოდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანის ჩასადებად, შავი ფერის, ნაჭრის ქსოვილისგან დამზადებული, რომელიც შეკერილია თეთრი ფერის ძაფით.

 

2.13.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ია------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.14.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ია------------ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 0,72% ეთილის სპირტი, რომელიც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

2.15.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გე----- გა---ის გვამს მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნება სიგრძივად მდებარე ნაკვეთი ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა ზომით 3,5X1,5სმ-ზე, ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკანა, ქვემოდან ზემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. გე----- გა---ის გვამიდან აღებულ კანის პრეპარატზე გამოკვლევის მიხედვით დგინდება, რომ მასზე აღინიშნება დაზიანება (ჭრილობა), რომლებიც თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ასევე გე----- გა---ის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანება, შარდის ბუშტში შემავალი ჭრილობა, სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში. გე----- გა---ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია მარცხენა ბარძაყის არტერისაა და შარდის ბუშტის დაზიანების შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა. სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 1.49% ეთილის სპირტი, ხოლო ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

 

2.16.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ია------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ია--- სვ-----ძე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ია------------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ია------------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ია------------ე არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.

 

2.17.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: „... შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გე------------ს ; „... შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა სისხლის მაგვარი ლაქები...“,მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N2-ის გენეტიკური პროფილი და ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის გე------------ს. „... „ია--- სვ------ს ტანსაცმელი“...“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოთეთრო ფერის ლაქაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ია------------ეს პაკეტი, წარწერით: „..ია------------ის სისხლის ნიმუში..“). „.. გე----- გაგანიძის (გვამი) პირადი ტანსაცმელი“..“მოთავსებულ შარვალზე, ზოლებიან მაისურზე, სვიტერზე, უსახელოებო მაისურზე, ტრუსზე, ერთ-ერთ წინდაზე, ერთ-ერთ მაღალყელიან ფეხსაცმელზე და მოსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო-მოშავო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გე------------ს.

 

2.18.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, „გე----- გა---ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი; სვიტერი; გრძელსახელოებიანი მაისური; ბრეტელიანი მაისური; სპორტული შარვალი; ტრუსი; ერთი წყვილი წინდა; ერთი წყვილი ჩექმა) არსებული საერთო ექსპლუატაციის ფონზე, სპორტულ შარვალზე და ტრუსზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული-ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით., რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2.19.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 1-2 ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის ჩასადები ბუდის ზედაპირზე აღინიშნება მოჩალისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ია------------ის ქურთუკის მათბუნებლის შემადგენელ შესაბამის საბჭოებთან; ასევე აღინიშნება მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელბსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ია------------ის შარვლის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. დანის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება „გე----- გა---ის (გვამი)“შარვლის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ია------------ის ქურთუკის მათბუნებლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო-მოყავისფრო შალის ბოჭკოები; ასევე სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო და მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება „გე----- გა---ის (გვამი)“სვიტერის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. „გე----- გა---ის (გვამი) ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მოჩალისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ია------------ის ქურთუკის მათბუნებლის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; „გე----- გა---ის (გვამი)“ ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ია------------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

2.20. ბრალდებული ია------------ე წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს ნაწილობრივ. ბრალდებულის განმარტებით მას ორი ადამიანი დაესხა თავს და თავის დაცვის მიზნით ფეხში დაჭრა გარდაცვლილი გე------------. იგი დაახლოებით 2 წელია რაც სოფელში იმყოფებოდა საქმის წამოსაწყებად კერძოდ საქონლის გასამრავლებლად, დროთა განმავლობაში დაიწყო ხალხის გაცნობა. ია------------ე ცხოვრობდა მა----–------–---–ის სახლში, სადაც შმ----–----–--ძე და მათი შვილებიც ცხოვრობდნენ და აქედან გამომდინარე ხალხი ჭორაობდა, უთანხმოებაც მოუვიდა მა----–ასთან, რადგან გე-----სთვის მა----–------–---–ს უთქვამს, რომ ია------------ე მისი საყვარელი იყო და ია---ს კი პირიქით ეუბნებოდა რომ გე------------ იყო მისი საყვარელი, ეს ყველაფერი რასაც გე-----ს ეუბნებოდა ია---მ გაიგონა 14 იანვარს. აქედან გამომდინარე ია------------ეს გე-----სთან უთანხმოება მოუვიდა. დაახლოებით 3 კვირით ადრე გზაზე დაუხვდა გე------------ ია------------ეს და უთხრა, რომ თავი უნდა დაენებებინა მა----–ასთვის. 2018 წლის 14 იანვარს მა----–------–---–მა დაპატიჟა ისინი, სადაც კვლავ განაგრძო თვალით ერთმანეთზე ნიშნება და წაქეზება გე-----სა და ია---სი. ია------------ე სახლში წავიდა რადგან ტელეფონი წამოეღო, რათა მუსიკებისთვის მოესმინათ, გამოსვლისას ია---მ დანა გამოიყოლა ძაღლი ან მგელი რომ არ შეხვედროდა, თავდაცვის მიზნით და სწორედ ამ დანით მიაყენა გე------------ს ზიანი. როდესაც ია------------ე მივიდა ფა-----------ანის სახლში, სანამ შევიდოდა გაიგონა თუ როგორ ამბობდა მა----–------–---–ი, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი იყოო და რატო მოვიდაო. 2018 წლის 14 იანვარს საღამოთი, ია------------ე მეორედ მიბრუნდა ფა-----------ანის სახლში, მა----–------–---–ს დაურეკა დაუთხრა რომ მასთან უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ როცა მა----–ა გავიდა ე----ში თან ლა–- და გე-----ც გაყვნენ,რომლებიც თავს დაესხნენ, დაუწყეს ჩხუბი და გინება, ია---ს წააქციეს და ამის საპასუხოდ მოგერიების მიზნით მან დანა ჩაარტყა ფეხში გე-----ს. როცა წამოვიდა გზაში გაიგონა რომ კაცი იყო დაჭრილი და სასწრაფოში დარეკა.

 

2.21. ზემოთ დასახელებული მტკიცებულებათა ერთობლიობა (საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები), ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და ზედმიწევნით აღადგენს დანა–-ულის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ, სწორედ ია---ს სვ------ემ მოკლა გე------------ და ამასთან მის მიერ აღნიშნული ქმედება განხორციელებულია განზრახ. სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის, გე----- გა---ის და ლა–--–----–---ის გარდა არავინ იმყოფებოდა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ლა–--–----–---ის მიერ დადასტურდა, რომ სწორედ ია------------ემ დაარტყა გე------------ს დანა, რომლის შედეგადაც გე------------ ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველს იძლევა შემდეგი გარემოებები, კერძოდ: მა----–------–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ როდესაც იგი ლა–--–----–---ის ყვირილზეც გარეთ გავიდა და დაინახა, რომ გე------------ იყო ჩაწოლილი, რომელმაც უთხრა, რომ ია---მ დაარტყა დანა. ასევე მა----–------–---–ის ჩვენების მიხედვით, იგოს აქვს ნათქვამი მისთვის, რომ ვიღაც ურეკავდა მის ბიძას პა--------–----რს ეუბნებაო, რომ შენი დისშვილი ლოთობსო, ვისთანაც შესვლას უკრძალავდა იმასთან შედიოდა, რაზეც ია--- იძახდა გე-----, რე----, ავ---- ან ოქ-------–----–----ა ურეკავს ბიძაჩემსო და მუხლები უნდა დაუხვრიტოო. ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გე----- გა---ის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანება, შარდის ბუშტში შემავალი ჭრილობა, სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში. გე----- გა---ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია მარცხენა ბარძაყის არტერისაა და შარდის ბუშტის დაზიანების შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.

 

ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს გი-----ი სვ------ის, გი-----ი წა---–---ის, შმ----–----–--ძის, შუ–--ა ბადა---ის, ზვ----------------–--ის, რე----------–---–ის, ნა----------–---–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვითაც ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ია------------ის მიერ გე----- გა---ის მკვლელობის ფაქტს, თუმცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ია------------ემ მოკლა გე------------. შმ----–----–--ძის ჩვენების მიხედვით 2018 წლის 14 იანვარს მის ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად გე------------ და ია------------ე, გარკვეული დროის შემდეგ გე------------მ შმ----–----–--ძეს უთხრა, რომ უნდა წასულიყო ავ--------–-------–-–---–ის ოჯახში, რაზეც შმ----–----–--ძემ უთხრა, რომ იგი ვერ გაჰყვებოდა მას და მისი შვილი ლა–--–----–---ე და მა----–------–---–ი გაჰყვებოდნენ. მათი წასვლითანავე დაახლოებით ნახევარ საათში მოესმა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შმ----–----–--ძე გაემართა ავ--------–-------–-–---–ის სახლისკენ სადაც სახლის მისასვლელი გზის გვერდით იყო გე------------ ძირს დაწოლილი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ასევე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ექსპერტების ცი---------------ს, ეკ------------------–--ის, ნა-------------–---–ის, გუ------------–---–ის, ვა-------–----–---–----ს, ქე-------–----------ის, და-------------ის, მა------------–---–ის, ლე----------–---–ის და ელგ-------------–--ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.22. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. თუმცა ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. სასამართლო განმარტავს ფაქტებთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ დასკვნებს, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

2.23. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ისეთი კატეგორიის დანა–-ულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანა–-ულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნა–-ვეს? რამ მიიყვანა იგი დანა–-ულის ჩადენამდე? და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ ია------------ის მხრიდან არსებობდა ეჭვი, რომ ვიღაც ურეკავდა მის ბიძას პა--------–----რი ეუბნებოდა, რომ მისი დისშვილი ლოთობს, ვისთანაც შესვლას უკრძალავდა იმასთან შედიოდა, რაზეც ია--- იძახდა იძახდა გე-----, რე----, ავტო ან ოქ-------–----–----ა ურეკავს ბიძაჩემსო და მუხლები უნდა დაუხვრიტოო. ასევე ლა–--–----–---ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს ია------------ე, როდესაც მივიდა ავ--------–-------–-–---–ის ოჯახში იყო გაღიზიანებული, ამბობდა რომ სიტუაცია არ მოსწონდა. ია------------ის ქცევა დინამიკაში მიუთითებს მკვლელობის სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, რაც აუცილებელია 108-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.

 

2.24. ამასთან სავალდებულოა დადგენილ იქნეს მიზე----ბრივი კავშირი პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულ ია------------ის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანა–-ულის დამთავრებამდე. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ია------------ე გე----- გა---ის სახლიდან გარეთ გასვლისთანავე წავიდა მისკენ და დაარტყა დანა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი სიკვდილი.

 

2.25. შესაბამისად დასტურდება, რომ ია--- სვ-----აძის ქმედება მიზნად ისახავდა გე----- გა---ის სიცოცხლის მოსპობას. მიყენებული დაზიანებების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ია------------ე გე----- გა---ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანისათვის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებების მიყენება, განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. ია--- სვ-----აძის მოქმედება - გე----- გა---ის დანის დარტყმის შედეგი იყო ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა. ანუ, სახეზეა მიზე----ბრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნა–-ვედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანა–-ულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანა–-ულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ია------------ემ მოკლა გე------------, შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი იმ დანა–-ულზე რაც ჩაიდინა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ია------------ემ პირადი კონფლიქტიდან გამომდინარე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა გე------------, რითიც მან ჩაიდინა დანა–-ული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნა–-ვედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ია------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანა–-ულისა და დამნა–-ვის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანა–-ულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანა–-ულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.3. ია------------ის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანა–-ულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. გარდა აღნიშნულისა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანა–-ულებრივი ქმედების ხასიათს და სპეციფიკას, ასევე მისი ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს.

 

5.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანა–-ული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია. ზომიერად მკაცრმა სასჯელმა სასამართლოს შეფასებით, ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს. და ბოლოს, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ია------------ეს უნდა განესაზღვროს ზომიერად მკაცრი სასჯელი 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -

დანა და დანის ჩასადები ბუდე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს;

ია------------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

სისხლისმაგვარი ლაქები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

სიგარეტი ნამწვი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

პოლიეტილენის ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის ფრჩხილების ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

მწვანე ფერის ფანარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

ია------------ის ტანსაცმელი, რომელიც იმყოფება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მას.

 

სარე----ლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ია------------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლითა და ექვსი თვის ვადით;

2. ია------------ის (პ/ნ 1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პა----რობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პა----რობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 15 იანვრიდან.

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -

დანა და დანის ჩასადები ბუდე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს;

ია------------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

სისხლისმაგვარი ლაქები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

სიგარეტი ნამწვი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

პოლიეტილენის ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

გე----- გა---ის ფრჩხილების ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

მწვანე ფერის ფანარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

ია------------ის ტანსაცმელი, რომელიც იმყოფება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მას.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;

6. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.

 

მოსამართლე გი-----ი ლონდარიძე