განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
340100118002588776
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002588776

N1/172-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ბა--- ბუ----–---–ის

ადვოკატ - თა---- ჭუ---–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ბა--- ბუ----–---–ი

მამის სახელი: რუ-----–---

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, ფატმასურის დასახლება

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, ფატმასურის დასახლება

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.

კვალიფიკაცია: ბა--- ბუ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, ქ. ყვარელში, ე.წ. ფატმასურის დასახლებაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლში, ბა--- ბუ----–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ივ-–---- ბი---–-----ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ესროლა მინის ქილა, რის შედეგადაც ივ-–---- ბი---–-----მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ბა--- ბუ----–---–ი 2018 წლის 3 ივლისს 20:15 საათზე დააკავეს და 2018 წლის 5 ივლისს და 30 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, ქ. ყვარელში, ე.წ. ფატმასურის დასახლებაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლში, ბა--- ბუ----–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ივ-–---- ბი---–-----ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ესროლა მინის ქილა, რის შედეგადაც ივ-–---- ბი---–-----მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ივ-–---- ბი---–-----ის, მოწმეების - ლი--- ხა--------–---–ის, და------- ბუ----–---–ის, თავად ბრალდებულ ბა--- ბუ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბა--- ბუ----–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ივ-–---- ბი---–-----ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ესროლა მინის ქილა, რის შედეგადაც ივ-–---- ბი---–-----მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა--- ბუ----–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ივ-–---- ბი---–-----ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ესროლა მინის ქილა, რის შედეგადაც ივ-–---- ბი---–-----მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა--- ბუ----–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბა--- ბუ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ბა--- ბუ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბა--- ბუ----–---–ი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ბა--- ბუ----–---–ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი. თუმცა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბა--- ბუ----–---–ი ნასამართლევია გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბა--- ბუ----–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ბა--- ბუ----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბა--- ბუ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ბა--- ბუ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 ივლისის 20:15 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი