განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002628819
№1/196-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - სა---- გა------ის
ადვოკატ - ზუ---- ზუ-----–---–ის
თარჯიმან - რა---- მე-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: სა---- გა------ი
მამის სახელი: ნა---
დაბადებული: 1-----–-–-----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქა-–--ეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი უზ-------–ა
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი უზ-------–ა
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: სა---- გა------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთის ტერიტორიაზე, სა---- გა------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელი დაარტყა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მა-–-- მუ----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სა---- გა------ი 2018 წლის 3 აგვისტოს 16:15 საათზე დააკავეს და 2018 წლის 4 აგვისტოს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გუჯარეთის ტერიტორიაზე, სა---- გა------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელი დაარტყა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მა-–-- მუ----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მა-–-- მუ----ას, მოწმეების - თა---–-- ალ---------ას, სა-–-------- მუ----ის, გუ-–------- აბ-----–---ას, თავად ბრალდებულ სა---- გა------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სა---- გა------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს მა-–-- მუ----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მა-–-- მუ----ას, მოწმეების - თა---–-- ალ---------ას, სა-–-------- მუ----ის, გუ-–------- აბ-----–---ას, თავად ბრალდებულ სა---- გა------ის გამოკითხვის ოქმებით, ორსულობის შესახებ ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სა---- გა------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელი დაარტყა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მა-–-- მუ----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება ორსული ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას ორსული ქალის მიმართ ჩადის.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სა---- გა------მა წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
სა---- გა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
სა---- გა------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სა---- გა------ი არ არის ნასამართლევი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---- გა------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის წარსულში ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. სა---- გა------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სა---- გა------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და სა---- გა------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სა---- გა------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 აგვისტოს 16:15 საათიდან და 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი