განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
150100118002599313
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002-99313

# 1/76-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი ორ---------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ჰა-- სე--–--ის ძე ვა---------ი (დაბადებული 1-7- წლის 1- აგვისტოს, ს--მხეთის მოქალაქე, პირადი ნომერი BA 0------, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, უმუშევარი, რეგისტრაციის ადგილი: ს--მხეთი, ქ.ვა------ი, სა-----ის ქ. 11, ბინა 2-, ფაქტობრივად მცხოვრების: ნინოწმინდა, ს--ფელი კა------უ);

ადვოკატი - პა---ა მა----–-–---–ი

თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ჰა-- ვა---------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის ს--ფელ კა------უში, საზაფხულო საძოვრებზე, ჰა-- ვა---------მა ეჭვი--ობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლი--ა ტი-----ი--ს, კერძოდ, ჰა-- ვა---------მა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში ლი--ა ტი-----ი--ს, რის შემდეგაც თავი დაანება მის ცემას, თუმცა რამოდენიმე წუთში კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ისევ რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში. ჰა-- ვა---------ის ქმედებების შედეგად ლი--ა ტი-----ი--მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზი--ება მის მოუშლელად.

ჰა-- ვა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლი--ა ტი-----ი--ის, მხ------ ეს--ი--ის, ჰა----------ნ ხა----ანის, ოვ--- ხა---–-ანის, ენ---–ს ხა----ანისა და არ---კ ბდოი--ის გამოკითხის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლი--ა ტი-----ი--ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეს-- კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდები--. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ჰა-- ვა---------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლი--ი განაჩენი.

2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში ადვოკატმა მოითხოვა ბრალდებულის მიმართ სამართლი--ი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ითხოვს, რომ ჰა-- ვა---------ს შეეფარდოს საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჰა-- ვა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეს-- კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰა-- ვა---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლი--ობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჰა-- ვა---------ის ბრალეულობას.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.3. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის ს--ფელ კა------უში, საზაფხულო საძოვრებზე, ჰა-- ვა---------მა ეჭვი--ობის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლი--ა ტი-----ი--ს, კერძოდ, ჰა-- ვა---------მა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში ლი--ა ტი-----ი--ს, რის შემდეგაც თავი დაანება მის ცემას, თუმცა რამოდენიმე წუთში კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ისევ რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში. ჰა-- ვა---------ის ქმედებების შედეგად ლი--ა ტი-----ი--მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზი--ება მის მოუშლელად.

ჰა-- ვა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადელი ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო ჰა-- ვა---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა. ამასთან, ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულთან.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ ჰა-- ვა---------მა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე, მსგავსი ხასიათის დანაშაულს გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლი--ობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რეს--ციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და ს--ციალური მდგომარეობას.

გარდა სამართლი--ობის აღდგენისა, სასჯელი რეს--ციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამის--დ.

ჰა-- ვა---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლი--ობის აღდგენასა და დამნაშავის რეს--ციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰა-- ვა---------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

ბრალდებულ ჰა-- ვა---------ის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლი--ობის აღდგენას და დამნაშავის რეს--ციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ ჰა-- ვა---------ს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლი--ობის აღდგენისა და რეს--ციალიზაციის პრინციპს.

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ჰა-- ვა---------ის მიმართ 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეს-- კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 27--ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰა-- ვა---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

2. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს;

3. ჰა-- ვა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 ივლისიდან 09 ოქტომბრის ჩათვლით;

4. ჰა-- ვა---------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5. ჰა-- ვა---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;

6. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჩამორთმეული პასპორტი, რომელიც ინახება შს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჰა-- ვა---------ს;

7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეს-- კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

8. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

 

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე