განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2018
საქმის ნომერი
130100118002462544
დავის ტიპი
276 2
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/91-18

№ 027120418002

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–-ა

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–- თ-----ის ძე ბ------–---–ი, დაბადებული 1996 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და საცხოვრებელი ადგილის მისამართი ქარელის რაიონის სოფელი ფცა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ლ-–- ბ------–---–მა, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ ქვემოშაქშაქეთთან, საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, ა/მანქანა „ნისანი“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით QQ-396-TT, რომელსაც მართავდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი ლ-–- ბ------–---–ი. მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც ა/მანქანის ერთერთმა მგზავრმა ლ---------ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ე.ი. ლ-–- ბ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ლ-–- ბ------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: თ-----------------–-–---–---------------–---–-----–----------ს გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ლ-–- ბ------–---–ის მიმართ ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 23 აპრილის N002571918 დასკვნას, დაზარალებულ ლ---------ის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 27 აპრილის N002 786418 დასკვნას, დაზარალებულ ლ---------ის გამოკითხვის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ლ-–- ბ------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ-–- ბ------–---–მა, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ლ-–- ბ------–---–ს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ-–- ბ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი პირველად არის სამართალში, აღიარა და მოინანია დანაშაული, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა

 

დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. აგრეთვე დაზარალებულის პოზიციას.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ-–- ბ------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

მასვე 6(ექვსი) თვით ჩამოერთვას ა/მანქანის მართვის უფლება.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ-–- ბ------–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს, მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს ლ-–- ბ------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4. თორნიკე მარგველაშვილის, ლიკა ოსაძის, ანი ბ------–---–ის, ლ---------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათვე, ხოლო სისხლის ნიმუშები და მიკრონაწილაკები განადგურდეს.

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი