განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002630502
№1/197-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - გი------ ჯი---–---–ის
ადვოკატ - თა---- ჭუ---–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი------ ჯი---–---–ი
მამის სახელი: ლე----
დაბადებული: 1-----–-–-------------
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ჭი-----.
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ჩა----–--------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: გი------ ჯი---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის შემოდგომიდან, ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------ში მცხოვრები გი------ ჯი---–---–ი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს ირ------ სა------ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. გი------ ჯი---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ------ სა------ას ტანჯვას. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი------ ჯი---–---–მა, მეუღლეს ირ------ სა------ას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ფა--- ჯი---–---–ის და რა---- ჯი---–---–ის თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ირ------ სა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გი------ ჯი---–---–ი 2018 წლის 31 ივლისს 19:28 საათზე დააკავეს და 2018 წლის 2 აგვისტოს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის შემოდგომიდან, ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------ში მცხოვრები გი------ ჯი---–---–ი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს ირ------ სა------ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. გი------ ჯი---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ------ სა------ას ტანჯვას. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი------ ჯი---–---–მა, მეუღლეს ირ------ სა------ას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ფა--- ჯი---–---–ის და რა---- ჯი---–---–ის თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ირ------ სა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ირ------ სა------ას, რა----ი ჯი---–---–ის, ფა--- ჯი---–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ჰა----------- სა------ის, ჯა-----–--- ალ---ის, ბრალდებულ გი------ ჯი---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის შემოდგომიდან, გი------ ჯი---–---–ი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს ირ------ სა------ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. გი------ ჯი---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ------ სა------ას ტანჯვას. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, გი------ ჯი---–---–მა, მეუღლეს ირ------ სა------ას, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ირ------ სა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ირ------ სა------ას, ფა--- ჯი---–---–ის, რა---- ჯი---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ფა--- ჯი---–---–ის და რა---- ჯი---–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის შემოდგომიდან, გი------ ჯი---–---–ი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს ირ------ სა------ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პა---ვს და ღირსებას. გი------ ჯი---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ------ სა------ას ტანჯვას. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, გი------ ჯი---–---–მა, მეუღლეს ირ------ სა------ას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ფა--- ჯი---–---–ის და რა---- ჯი---–---–ის თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ირ------ სა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ჯი---–---–მა ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ ჯი---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი------ ჯი---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გი------ ჯი---–---–ი არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. გი------ ჯი---–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ ჯი---–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.
ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი------ ჯი---–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2018 წლის 19 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე გი------ ჯი---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარი, გადახდის ვადად - 30 (ოცდაათი) დღე. გი------ ჯი---–---–ს ასევე დაეკისრა პასპორტის სასამართლოსთვის ჩაბარების ვალდებულება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი------ ჯი---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გი------ ჯი---–---–ს დაუბრუნდეს ჩამორთმეული პასპორტი.
გი------ ჯი---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 31 ივლისის 19:28 საათიდან 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი