განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/9--18 (0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზუ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-- ზუ-----ს ძე დვ--–-–---–ი - დაბადებული 19-- წლის 0---------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნი---–---–ის ქუჩა N----
ადვოკატი - ვა-–---- კვ------–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ-- დვ--–-–---–მა ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: გ-- დვ--–-–---–ს გაეგზავნა შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროში ქონებრივი ნუსხის წარდგენის შესახებ, რომელიც ჩაიბარა 2017 წლის 24 თებერვალს. მას დაევალა ქონებრივი ნუსხის წარდგენა შეტყობინების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში. გ-- დვ--–-–---–მა დადგენილ ვადაში არ წარადგინა ქონებრივი ნუსხა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმე თო------ ავ--–-–---–ის ჩვენება, მოწმე ირ---–- ქა-----ს ჩვენება, ბრალდებულ გ-- დვ--–-–---–ის ჩვენება, დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, მომართვის წერილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროდან თანდართული მასალებით და სხვ.) ერთობლიობა გ-- დვ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, გ-- დვ--–-–---–მა ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-- დვ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-- დვ--–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- დვ--–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-- დვ--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს გ-- დვ--–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი