განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002606449
№1-231/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.09.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ჯ------– ი------ე
ადვოკატი - ჯიმშერ არობელიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №174270718002
ბრალდებულ ჯ------– ი------ის მიმართ,მამის სახელი: ბ--–--–-
დაბადებული: 28.11.1--- წელს.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 6----------
მისამართი: ქედა, ს. ქ------------–---ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------–---ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ------– ი------ემ მარჯვენა მხრის და ზურგის არეში ფეხის დარტყმით ს------ ს---------ს მიაყენა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. სასამართლოს არსებით სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის №004889218 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ს------ ს---------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
5. დაზარალებულ ს------ ს---------ის ჩვენების თანახმად ჯ------– ი------ემ 2018 წლის 26 ივნისს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ტკივილი.
6.ჯ------– ი------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მოწმეების ნ-----–--------------------------–------------- ი------ის, ზ------------------------------–--–-------------------------------–--------------------–-----–------–--------------------------------------- ს---------ას ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მობილური ტელეფონის ვიდეო ჩანაწერის ოქმით.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჯ------– ი------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------– ი------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ჯ------– ი------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
10. ჯ------– ი------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჯ------– ი------ე არ არის ნასამართლევი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, იმადროულად მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ და ოჯახურ მდგომარეობას, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ ჯ------– ი------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა კანონით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ჯ------– ი------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.გაუქმდეს ჯ------– ი------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი